ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: მთავრობამ  ინოვაციური პროექტი „იმუშავე საქართველოდან“ პანდემიის პირობებში ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად შეიმუშავა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: მთავრობამ ინოვაციური პროექტი „იმუშავე საქართველოდან“ პანდემიის პირობებში ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად შეიმუშავა

access_time2020-10-26 17:16:09

საქართველოს მთავრობამ ინოვაციური პროექტი „იმუშავე საქართველოდან“ პანდემიის პირობებში ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად შეიმუშავა. ამის შესახებ ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.



„პროექტის მონაწილეთა ქვეყანაში შემოსვლის პროცედურა შემუშავდა უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით, რაც ასევე თანხვედრაშია ქვეყნის საზღვრების ეტაპობრივი გახსნის პოლიტიკასთან.



პროექტი „იმუშავე საქართველოდან“ ამავდროულად წარმოადგენს ქვეყნის ტურიზმის სტრატეგიის ნაწილს, რაც გულისხმობს საქართველოში მეტი მაღალმხარჯველუნარიანი საერთაშორისო ვიზიტორის მიღებას. პროექტი არსობრივად არ არის გათვლილი მასიური ტურიზმის გენერირებაზე და მორგებულია კონკრეტულ, მიზნობრივ სეგმენტზე, რომელთა მინიმალური ყოველთვიური შემოსავალი უდრის 2,000 აშშ დოლარს და საშუალო დაყოვნების პერიოდი ქვეყანაში გაუტოლდება 6 თვეს.



მოცემული ინდიკატორების შესრულებით, ქვეყანა იღებს გრძელვადიან საერთაშორისო ვიზიტორებს, რომლებსაც ესაჭიროებათ და ამავდროულად მზად არიან გაიღონ საკუთარი დანაზოგები და ყოველთვიური შემოსავლები სამომხმარებლო სერვისის, პროდუქციისა და ტურისტული მომსახურეობის მისაღებად, რაც თავის მხრივ დამატებით შესაძლებლობებს ქმნის კერძო სექტორის წარმომადგენელთათვის.




პროექტის ეფექტიანობაზე მეტყველებს 2 თვის მანძილზე მიღებული 1,100-მდე რეგისტრირებული ადამიანის განაცხადი. ამ დროისთვის უკვე დადასტურებულია 700 პირის მოთხოვნა, რომელთა საშუალო თვიური შემოსავალი არათუ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნას 2,000 აშშ დოლარის სახით, არამედ აღემატება და შეადგენს 5,700 აშშ დოლარს. მოცემული მაჩვენებლები 6 თვის ვადაში უტოლდება ქვეყანაში პოტენციურად დახარჯულ 23,9 მილიონ აშშ დოლარს, რაც გაწეული მინიმალური მარკეტინგული ხარჯების ფონზე - საუკეთესო შედეგია. (მარკეტინგული დანახარჯი 17,000 აშშ დოლარი, უკუგება 1 ინვესტირებულ აშშ დოლარზე - 1,408 აშშ დოლარი).



ამასთან, მოცემული ინფორმაციის შესაბამისად, პროექტი არ წარმოადგენს მასიური ტურიზმის გენერირების ხელსაწყოს, შესაბამისად მისი ეფექტიანობის შეფასება უნდა განხორციელდეს მისაღები ეკონომიკური სარგებელის განსაზღვრით და არა განაცხადების რაოდენობით.



დამატებით მოგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში საქართველოში უკვე ჩამოვიდა 197 პირი. მათ შორის ქვეყანას სტუმრობენ საერთაშორისო ვიზიტორები ისეთი მიზნობრივი ქვეყნებიდან, როგორებიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა და სხვა.



საერთო ჯამში, მიღებული აპლიკანტების 53% არის თვითდასაქმებული (Freelancer), 28% - სრული განაკვეთით დასაქმებული დისტანციურად მომუშავე (Full-Time Employee), ხოლო 19% - მეწარმე (Entrepreneur).



პროექტის ფარგლებში რეგისტრირებული აპლიკანტები მოქალაქეობის მიხედვით წარმოადგენენ 60-მდე სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის აშშ-ს, იაპონიას, უკრაინას, რუსეთსა და ბელარუსს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up