ტურიზმის ალიანსის წარმომადგენელი პრემიერთან შეხვედრაზე - ჩვენი ინდუსტრიისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სისტემური „ლოქდაუნი არ იქნება

ტურიზმის ალიანსის წარმომადგენელი პრემიერთან შეხვედრაზე - ჩვენი ინდუსტრიისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სისტემური „ლოქდაუნი არ იქნება

access_time2020-10-24 18:25:09

დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ მთავრობას იმისთვის, რომ პირდაპირი დიალოგის რეჟიმში ვართ ჩართულნი, - ამის შესახებ „ტურიზმის ალიანსის წარმომადგენელმა თამუნა თანდაშვილმა პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ სისტემური „ლოქდაუნი არ იგეგმება ინდუსტრიისთვის განსაკუთრებულად მნშვნელოვანია.



„პრიორიტეტად დავისახეთ ტურიზმის კანონპროექტზე მუშაობა, რომლის განახლებულ ვერსიასაც მალე იხილავთ. ის მოაგვარებს ყველა იმ პრობლემას, რომელიც ასე აქტუალურად დავინახეთ კრიზისულ სიტუაციაში. კარგი სიახლე არის ის, რომ სისტემური „ლოქდაუნი არ იქნება, ჩვენი ინდუსტრიისთვის ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ასევე, ამ ალიანსში გაერთიანებულია ტურიზმის სფეროს თითქმის ყველა წარმომადგენელი ასოციაცია და 5 000-ზე მეტი ადამიანი, შესაბამისად, ის ინსტრუმენტები რაც აქვს ალიანსს ჩვენ შევთავაზეთ ბატონ პრემიერ-მინისტრს რომ შესაძლებელია, იყოს გამოყენებული სახელმწიფოს ინტერესებისათვის. ბუნებრივია, სახელმწიფოს რესურსები არ არის შეუზღუდავი და დახმარების ის პაკეტები, რომლებიც სხვადასხვა სფეროზეა გათვალისწინებული, პრიორიტეტულად მათ შორის „ჰორეკა სექტორსა და ტურიზმის, სტუმარ-მასპინძლობის სექტორზე იქნება გათვალისწინებული, თუმცა ვაცნობიერებთ, რომ შეუზღუდავი და ულიმიტო არ არის ეს რესურსები, აქედან გამომდინარე ჩვენ, ჩვენი ძალებით, კომპეტენციის ფარგლებში, მზად ვართ, რომ ახალი სერვისების პროდუქტების შესაქმნელად ახლავე დავიწყოთ მუშაობა, რათა როდესაც დასრულდება და დიდი იმედი მაქვს, სწრაფად დასრულდება კრიზისული სიტუაცია, სწრაფად ჩავერთოთ განახლებული ტურისტული მიმართულებების განვითარებაში, ზოგადად ტურიზმის განვითარებაში და მაქსიმალურად ვეცადოთ ინდუსტრიისთვის, რომ შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. ის საგადასახადო შეღავათები, რომელსაც ინდუსტრია ითხოვს გავაჟღერეთ შეხვედრაზე და მივიღეთ პირობა, რომ განხილული იქნება და ეტაპობრივად შევეცდებით, რომ მივიღოთ ის სარგებელი, რაც ინდუსტრიას ასე სჭირდება, განსაკუთრებით, ტურისტული კომპანიების სეგმენტში, რომლებმაც უნდა ისარგებლონ იმ დახმარების სუბსიდიის პაკეტით, რაც გათვალისწინებულია საბანკო პროცენტებთან მიმართებაში, ვინაიდან, ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციების წევრები არიან, IATA-ს ტურისტულ კომპანიებზეა საუბარი და ადმინისტრაციული თვალსაზრისით უფრო სწრაფად რომ მოხდეს მათთვის ამ შეღავათების ამოქმედება,- განაცხადა თამუნა თანდაშვილმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up