ტურიზმის აღდგენაზე მინისტრის ოპტიმიზმს დარგის წარმომადგენელი წინასაარჩევნო დაპირებას ადარებს

ტურიზმის აღდგენაზე მინისტრის ოპტიმიზმს დარგის წარმომადგენელი წინასაარჩევნო დაპირებას ადარებს

access_time2021-06-14 11:30:54

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ რამდენიმე დღის წინ გააკეთა პროგნოზი ტურიზმის აქტივობის 2019 წლის 40%-ის დონეზე აღდგენის შესახებ. მისივე თქმით, მთავრობის ძალისხმევის შედეგად, ამ მაჩვენებლის 50%–მდე გაზრდაც შესაძლებელია.


„კომერსანტი“ დაინტერესდა, რა მოლოდინები აქვთ ჰორეკა სექტორში ზაფხულის სეზონზე ტურისტებთან დაკავშირებით. როგორ ჩვენთან საუბრისას მსხვილი სასტუმროების წარმომადგენლები აცხადებენ, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, რეგულაციები, კომენდანტის საათი და ვაქცინაციის დაბალი ტემპი მათ მინისტრის მსგავსად პოზიტიური მოლოდინის საფუძველს არ აძლევთ.


თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს და აქსის თაუერსში განთავსებული სასტუმრო „პულმანის“ გახსნა რამდენჯერმე გადაიდო, გახსნის უკანასკნელი თარიღი კი სექტემბერი სახელდება. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, სასტუმროების მშენებლობა დასრულებულია, თუმცა აქამდე პანდემიის პირობებში მათ გახსნას აზრი არ ჰქონდა. გარდა ამისა, არც ზაფხულის სეზონზე არსებობს იმის მოლოდინი, რომ სასტუმროების ტურისტებით დატვირთვა მოხდება, სწორედ ამიტომ ჭიანურდება მათი გახსნა.


თბილისში სასტუმრო Golden Tulip-იც შემოდგომამდე არ გაიხსნება. როგორც „კომერსანტს“ საინვესტიო კომპანია „ბლოკ ინვესტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ჯანაშვილმა განუცხადა, ჯერჯერობით გაურკვეველია მთავრობის პოზიცია, როგორც ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ასევე რეგულაციებთან და კომენდანტის საათთან მიმართებაში, ამიტომ კონკრეტული აქტივობების დაგეგმვა ზაფხულის სეზონისთვის რთულია.


„ჩვენი მოლოდინია რომ წელს ტურიზმი რაღაც ნიშნულზე ავა, მაგრამ მინისტრის მსგავსი პოზიტიური მოლოდინი და ასეთი ილუზია არ გვაქვს. ეს კარგია, მაგრამ ძალიან რთული განსახორციელებელი. ჩვენ თვითონაც არ დავაჩქარეთ ზაფხულში გახსნა, რადგან ჯერჯერობით გაურკვეველია მთავრობის პოზიცია, როგორც ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ასევე რეგულაციებთან და კომენდანტის საათთან მიმართებაში, ამიტომ კონკრეტული აქტივობების დაგეგმვა ბიზნესისთვის რთულია. თუ ტურისტების ასეთ რაოდენობას ველოდებით რეგულაციების შემსუბუქება-მოხსნაზე საუბარი და ყველაფერის დაგეგმვა უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო. შესაბამისად, მსგავსი განცხადებები ჩემი აზრით წინასაარჩევნო დაპირებებს უფრო ჰგავს ვიდრე რელობას. ჩვენი მოლოდინია, რომ შემოდგომაზე შედარებით გაუმჯობესდება სიტუაცია და ვაქცინაციაც გააქტიურდება, ამიტომ სასტუმროს შემოდგომაზე გავხსნით“, - აღნიშნა თორნიკე ჯანაშვილმა.



თბილისში, რუსთაველის გამზირზე სასტუმრო „ჰაიატის“ (Hyatt Regency Tbilisi) გახსნის საკითხიც არაერთხელ გადაიდო, მიზეზი ამ შემთხვევაშიც არაპროგნოზირებადი გარემოა. სასტუმროს მშენებელი კომპანიის „რუსთაველი ფროფერთის“ დირექტორი მინდია გადაევი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მანამ სანამ ბიზნესისთვის პროგნოზების გაკეთება და ტურიზმის აღდგენის საკითხი ნათელი არ გახდება, გახსნის ვადებზე საუბარი რთული იქნება.


„ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს და 2020 წელსაც არ შეგვიწყვიტავს. დასრულების ვადებზე საუბარი ახლა არასერიოზული გამოვა, რადგან შეიძლება მშენებლობა ადრეც დავასრულოთ, მაგრამ აზრი არ აქვს, ამიტომ არ ვჩქარობთ, ტურიზმის აღდგენის ტრენდს ვაკვირდებით. სანამ ვაქცინაცია არ დასრულდება და ტურიზმის აღდგენის რეალურ ტრენდებს არ დავინახავთ, სასტუმროს გახსნას აზრი არ აქვს. ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდებიან ისინი, ვისაც 2021 წელს აქვთ სასტუმროს გახსნის ვალდებულება, ჩვენ საბედნიეროდ 2023 წლის ივლისამდე შეგვიძლია გადავდოთ“, - თქვა მინდია გადაევმა.


აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილ-მაისში საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 172 333 შეადგინა, რაც 222.8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც ტურისტები საქართველოში საერთოდ არ იყვნენ. საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა კი 2020 წელთან შედარებით 161.9%-ით გაიზარდა.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up