ტურიზმის 100%-იან აღდგენას მთავრობა 2025 წლისთვის პროგნოზირებს

ტურიზმის 100%-იან აღდგენას მთავრობა 2025 წლისთვის პროგნოზირებს

access_time2020-10-06 17:57:09

ტურიზმის სექტორო, რომელიც COVID -19 პანდემიის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა - 2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, 100%-ით შემცირდა. ტურიზმის 100%-იან აღდგენას კი, მთავრობა მხოლოდ 2025 წლისთვის პროგნოზირებს.

 

„ტურიზმის სრული აღდგენა მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება. 2022 წლისათვის მოსალოდნელია 2019 წლის მაჩვენებლის 80 პროცენტით აღდგენა. 100 პროცენტიანი ნიშნულის აღდგენა მხოლოდ 2025 წლისთვისაა მოსალოდნელი. საბაზისო სცენარი უშვებს, რომ „ტურისტული ბუმის“ შეჩერება ამ სექტორის წილს გლობალურ ეკონომიკაში შეამცირებს.“ - ვკითხულობთ მთავარობის მიერ წარდგენილ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში.

 

ტურიზმის სექტორს საქართველოს ეკონომიკის 12% უკავია, ამიტომაც, მასზე საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. COVID-19-ის გამო დაწესებულმა მოგზაურობის შეზღუდვამ კი, ტურისტული ნაკადი შეაჩერა, რამაც უარყოფითად იმოქმედა ეკონომიკაზე და ტურიზმის სექტორში დასაქმებული ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა. „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი, ბესო ნამჩავაძე აცხადებს, რომ ჩაკეტილი ტურიზმი საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს:


 

„ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2020 წლის ბოლომდე ალბათ ჯამში მილიარდ ნახევარი დოლარით იქნება შემცირებული. მთავარი დარტყმა, რაც მიიღო ჩვენმა ეკონომიკამ, ეს იყო ტურიზმი, სხვა სექტორები აღდგა, ტურიზმი კი დღესაც ჩაკეტილია. მიუხედავად იმისა, რომ დახმარებები მიიღეს ადამიანებმა, მოსახლეობის შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა; თუ კი ადამიანს გაუჭირდა - უფრო ნაკლებს მოიხმარს  და დანაზოგებს გამოიყენებს. თუ კი ბანკში დანაზოგები კლებულობს - ბანკსაც ნაკლები ფული აქვს გასასესხებელი. ასევე, სამომხმარებლო ხარჯების შემცირებასთან ერთად მცირდება გაყიდვებიც, რაც საერთო ჯამში ეკონომიკაზე ცუდად აისახება, ეს გადაჯაჭვული პროცესია. შემოსავალი, რომელსაც უცხოური ვალუტის სახით ტურიზმიდან ვიღებდით, ლარის კურსს ეხმარებოდა. იმის მიზეზი, რომ 3.2–ია ლარის კურსი დღეს, არის ზუსტად ტურიზმიდან დაკარგული შემოსავალი.“ – აცხადებს ბესო ნამჩავაძე


წყარო: მთავარი არხი

თეგები:
ტურიზმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up