ტურიზმი მაისში პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით დაგეგმილი 50%-ის ნაცვლად, მხოლოდ 23%-ით აღდგა

ტურიზმი მაისში პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით დაგეგმილი 50%-ის ნაცვლად, მხოლოდ 23%-ით აღდგა

access_time2021-06-08 14:00:35

აპრილის 140%-იანი მატების შემდეგ, მაისში ვიზიტორების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 188%-ით 105 000-მდე გაიზარდა. კიდევ უფრო მეტად - 264%-ით 96 500-მდე გაიზარდა ტურისტების რაოდენობა. სამნიშნა ზრის მიუხედავად, მთავრობის მოლოდინი, რომ ტურიზმის 2019 წლის მაჩვენებლის ნახევარს მიაღწევდა ჯერჯერობით არ მართლდება და რეალობა სასურველს 2.2-ჯერ ჩამორჩება. 50%-ის მაგივრად, მაისში ტურიზმი მხოლოდ 23%-ით აღდგა.


ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით პირველი 15 ქვეყნიდან 2020 წელთან შედარებით მინიმუმ ორნიშნა და ზოგ შემთხვევაში ხუთნიშნა პროცენტული ზრდაც ფიქსირდება, თუმცა 2019 წელთან შედარებით დადებითი დინამიკა მხოლოდ უზბეკეთიდან აღინიშნა.


პანდემიამდელ პერიოდში ვიზიტორებში მეზობელი სახელმწიფოების წილი 70%-ს აჭარბებდა, დღეს ეს რიცხვი 46%-მდეა შემცირებული. თურქეთი ისევ პირველ ადგილზეა, მაგრამ მეორე ადგილი უკრაინამ, მესამე კი ისრაელმა დაიკავა, საიდანაც საქართველოს საზღვარი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24 887%-ით მეტმა ადამიანმა გადმოკვეთა. აპრილში ზრდა 13 000% იყო. ისრაელმა საკუთარი მოქალაქეების 60%-ზე მეტი კოვიდზე ორივე დოზით აცრა, რამაც მსგავს ასტრონომიულ ზრდაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.


186%-იანი ზრდის მიუხედავად რუსეთი მეოთხე ადგილს დასჯერდა, რომელიც 2019 წელს მეორე ადგილს იკავებდა, მეხუთე ადგილი სომხეთმა დაიკავა, მეექვსე თავად საქართველომ (არარეზიდენტი პირები) ერთ დროს პირველმა აზერბაიჯანმა კი მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა.


ევროკავშირის ქვეყნებიდან 887%-იანი ზრდა დაფიქსირდა. როგორც რაოდენობრივად - 837, ასევე პროცენტულად + 10 363% ყველაზე დიდი ზრდა პოლონეთიდან აღინიშნა. თუმცა იგივე პოლონეთიდან მიმდინარე წლის მაისის სტატისტიკა, 2 წლის წინანდელ რიცხვებს 11-ჯერ ჩამორჩება.



ვიზიტორების 50.3%-მა საზღვარი საჰაერო გზით გადმოკვეთა, 49.1%-მა სახმელეთოთი, რომჯელიც 1-ელ ივნისამდე დაკეტილი იყო და ქვეყანაში შემოსვლისთვის მსურველს სპეციალური ნებართვა ესაჭიროებოდა.


მაისში თბილისის აეროპორტმა 36 200 ვიზიტორს უმასპინძლა, ბათუმის აეროპორტმა - 13 500-ს, ხოლო ქუთაისისამ - 3000-ს. ამ სამიდან გასულ წელს უმნიშვნელო დატვირთვით მხოლოდ თბილისის აეროპორტი მუშაობდა, რომელმაც სპეცრეისებით 1313 მგზავრი მიიღო.


ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მონაცემები დღეების მიხევით არ ჩაუშლია. მაღალი ალბათობით, ვიზიტორების რაოდენობის ზრდა 17 მაისის გადაწყვეტილებამ იქონია, რომლის ძალითაც კომენდანტის საათმა 21:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე გადაიწია, 22 მაისიდან კი რესტორნებს შაბათ-კვირას ღია სივრცეში მუშაობის უფლება მიეცათ.


26 მაისიდან გაიხსნა დაცული ტერიტორიებიც. 1-ლი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები, 5 ივნისიდან რესტორნებმა დახურულ სივრცეში მუშაობის უფლებაც მიიღეს. მაგრამ ძალაში რჩება 2 მკაცრი რეგულაცია: გადაწეული და მაინც შენარჩუნებული კომენდანტის საათი და პირბადის ვალდებულება ყველგან, მათ შორის ღია სივრცეში. ეპიდემიოლოგების განცხადებით ვაქცინაციის დაბალი ტემპი შეზღუდვების მოხსნის საშუალებას არ იძლევა. 8 ივნისის მდგომარეობით სრულად აცრილია 51 518 ადამიანი, მოსახლეობის - 1.4%. ანტივაქსერული განწყობების მიუხედავად, მოთხოვნა მიწოდებას ბევრად აჭარბებს და ქვეყანაში ყველა მსურველითვის სამყოფი ვაქცინა ჯერჯერობით შემოტანილი არ არის.


ხუთთვიან დინამიკაში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 77%-ით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 89%-ით 330 000-მდეა შემცირებული, ვიზიტორების რაოდენობა შესაბამისად 73%-ითა და 87%-ით, 317 000-მდე, ხოლო მათში ტურისტების რაოდენობა 2020 წელთან შედარებით 65%-ით, 2019 წელთან შედარებიტ კი 83%-ით 289 000-მდეა შემცირებული. 


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up