„ტურისტული სფეროს მინიმუმ ნახევარი მზადაა აიცრას“ - რესტორატორთა ასოციაცია

„ტურისტული სფეროს მინიმუმ ნახევარი მზადაა აიცრას“ - რესტორატორთა ასოციაცია

access_time2021-05-06 20:00:00

მთავრობამ ტურისტული სექტორი ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფად გამოაცხადა.


პროცესი დღეს, პორტალის გახსნით დაიწყო, სადაც სფეროს წარმომადგენლებს შეუძლიათ რეგისტრაცია, თუმცა როდის დაიწყება ვაქცინაცია, ჯერ უცნობია - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.


მისი თქმით, პროცესი იყო მსჯელობა, რა პრივილეგიები ექნებათ ობიექტებს, რომლის თანამშრომლების 60%-ზე მეტიც აიცრება.


,,ტურიზმის სფეროს ვაქცინაცია, ერთის მხრივ განაპირობებს ჩამოსული ვიზიტორების უსაფრთხოებას, მეორეს მხრივ კი უმნიშვნელოვანესია თავად სეტქორის წარმომადგენლებისთვის, ჰქონდეთ ჯავშანი, რადგან ისინი პირველები ეკონტაქტებიან ქვეყანაში ჩამოსულებს.



საკმაოდ დიდი დარგია და ცხადია დავსვით საკითხი, იქნება თუ არა საკმარისი ვაქცინა. გვეუბნებიან, რომ მიდის სხვადასხვა არხებით მუშაობა და ვაქცინაზე პრობლემა არ იქნება. ბერკეტები რაც შემოგვთავაზეს, იყო საკმაოდ მოქნილი. ჩვენ ჯერ არ ჩაგვიტარებია კვლევა, თუმცა გამოკითხვებით რაც გვქონდა ასოციაციებში, სფეროს მინიმუმ ნახევარი მზადაა აიცრას. ჩვენ ველოდებით მთავრობის მხრიდან და ამაში ჩვენც დავეხმარებით იყოს აქტიური სარეკლამო კამპანია. დღეს არ ხდება მკვეთრი ინფორმირება და მხოლოდ ჭორები მუსირებს.


ჯერ სამუშაო რეჟიმია, მაგრამ არ არის გამორიცხული, ობიექტს სადაც 60% აიცრება მიენიჭოს ჰოლოგრამა, რომ დაცულია. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ვადები აღებული და გვინდა, ზაფხულის სეზონამდე იყოს დიდი ნაწილი აცრილი. მიდის საუბარი იმაზეც, რომ ვაქცინირებულ ობიექტებს ჰქონდეთ შაბათ-კვირის შეზღუდვაზე შერბილება, კომენდანტზე და ა.შ. საბოლოო ვერსიაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი ეს პირველი შეხვედრა იყო“, - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ ,,საქმეში“.


ცნობისთვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურისტული სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა.


BPN.GE




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up