ტურისტული სეზონის პირველივე დღეებში სიღნაღში ტურისტების რეკორდული რაოდენობა ჩავიდა

ტურისტული სეზონის პირველივე დღეებში სიღნაღში ტურისტების რეკორდული რაოდენობა ჩავიდა

person access_time2016-05-06 10:00:22

"კომერსანტი" ზაფხულის ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებისა და ცალკეული რაიონების ტურისტული პოტენციალის შეფასებას განაგრძობს. ამჯერად დავინტერესდით, რამდენად მიმზიდველია წელს ტურისტებისთვის სიღნაღი და რა სიახლეები დახვდებათ მათ?


სიღნაღის გამგებელი დავით ჯანიკაშვილი აცხადებს, რომ რაიონში ტურისტული სეზონი უკვე რამდენიმე დღეა დაიწყო და საკმაოდ წარმატებითაც. მისი თქმით, გასული წლისგან განსხვავებით ტურისტების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. ზრდა კი უმეტეს წილად რუს და უკრაინელ ტურისტებზე მოდის. ჯანიკაშვილის ინფორმაციით, თუ ასე გაგრძელდა, მიმდინარე სეზონს სიღნაღი ძალიან კარგი შემოსავლით დაასრულებს.


ჯანიკაშვილის ინფორმაციით, ქალაქში უკვე დასრულდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები - შეიცვალა გარეგანათება, ამუშავდა საათი, რომელიც 6 წელი არ მუშაობდა, მოეწყო ახალი სკვერი, შეკეთდა ქვაფენილები, ტროტუარები და ა.შ. სიღნაღის გამგებელი აცხადებს, რომ რამდენიმე დღეში დასრულდება ახალი ტურისტული ბილიკი, რომელიც ქალაქს სიღნაღის გალავანთან აკავშირებს. ბილიკი 2007 წლის შემდეგ აღარ ფუნქციონირებდა.


სიღნაღის გამგებელი აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის ქალაქში დაახლოებით 37 საოჯახო სასტუმრო მოქმედებს, ეს კი საკმარისია იმისთვის, რომ ქალაქმა ტურისტების გაზრდილი რაოდენობა მიიღოს. ჯანიკაშვილის თქმით, სიღნაღში აღარ არის სასტუმროების აშენების არც საჭიროება და არც ადგილი, რასაც ვერ ვიტყვით გადამამუშავებელ საწარმოებზე.



ტურისტების რაოდენობის ზრდაზე საუბრობენ სიღნაღში მდებარე სასტუმროების წარმომადგენლები. ლაშა პაპაშვილის სასტუმრო „კაბადონში" ამბობენ, რომ წელს გასული წლისგან განსხვავებით საგრძნობლად გაზრდილია რუსი და აზერბაიჯანელი ტურისტების რიცხვი. რაც შეეხება ფასებს, „კაბადონში" აცხადებენ, რომ 1 ნომრის ფასი 1 ადამიანზე 118 დოლარიდან იწყება.


ტურისტების რაოდენობის მკვეთრ ზრდაზე საუბრობენ თემურ ჭყონიას სასტუმრო "სოლომონი 1805-შიც". მათი ინფორმაციით, სასტუმრო ბაზარზე უკვე 6 წელია არის და მისი არსებობის ისტორიაში მსგავსი რაოდენობა არ ყოფილა (თუ არ ჩათვლით გახსნის პირველ წელს). სასტუმროს ადმინისტრაცია ამბობს, რომ ძირითადი ზრდა რუსი ტურისტების ხარჯზე მოდის. „უცხოელების და უფრო მეტად, რუსების რიცხვი წელს გასული წლებისგან განსხვავებით გაორმაგებულია"-აცხადებენ "სოლომონი 1805-ში". მათივე ინფორმაციით, 2 ადგილიანი ნორმის საშუალო ფასი 145 ლარია.


სიღნაღში ტურისტული სეზონი მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. 

 

სიღნაღის ტურისტულ ცენტრად ქცევა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პროექტია.




„ეარ ფრანსმა“ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

„ეარ ფრანსმა“ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა
access_time2020-08-09 10:06:39
ფრანგულმა ავიაკომპანია „ეარ ფრანსმა“ (Air France) საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. „ტავ ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ პარიზიდან თბილისში 178 მგზავრი...

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...


მსგავსი სიახლეები

up