ზამთრის ტურისტული სეზონი შეიძლება მესამედაც ჩავარდეს

ზამთრის ტურისტული სეზონი შეიძლება მესამედაც ჩავარდეს

access_time2021-10-04 11:00:31

ზამთრის ტურიზმის პერსპექტივა დაახლოებით თვენახევარში გამოიკვეთება, თუმცა პროგნოზი მოსალოდნელ სეზონთან დაკავშირებით ჯერჯერობით უიმედოა. დარგის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ, დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონიც წარუმატებელი აღმოჩნდება. ასეთ მოსაზრებას ამყარებს დაანონსებული ვირუსის მეხუტე ტალღა, შესაძლო რეგულაციები და სხვა.  



როგორც ტურიზმის სპეციალისტები აღნიშნავენ, პანდემიაა და მთელი ეკონომიკა, მათ შორის, ტურიზმი კოვიდ-19-ის მძევალი რჩება. სექტორში დანაკარგის ანაზღაურება კი, ტურიზმის დარგის სპეციალისტის, პროფესორ ნიკა კვარაცხელიას აზრით, წლებს და საკმაოდ დიდ რესურსს მოითხოვს.



,,ზამთრის ტურიზმთან დაკავშირებით მდგომარეობა დღესდღეობით უფრო მძიმეა, ვიდრე ზაფხულის სეზონისთვისაა დამახასიათებელი.  უცხოელი დამსვენებლების მოზიდვა გარკვეულ პრობლემად რჩება, ამიტომ ძირითადად შიდა ტურისტების იმედად ვრჩებით,  ძალების აღდგენა აქედან უნდა დაიწყოს, მაგრამ  ჩვენთან მაინც და მაინც დიდი პოპულარობით არ გამოირჩევა. რა თქმა უნდა, იგი თავისი შემოსავლით ვერ გაუტოლდება უცხოეთიდან მიღებული ტურისტების დანახარჯებს, მაგრამ პანდემიურ პერიოდში მეტი პერსპექტივა აქვს.  ჩვენი მთავარი პრობლემაა, რომ ტრადიცია არ გვაქვს. სტანდარტი ევროპულს მკვეთრად ჩამორჩება, როცა მიმზიდველობაზე ვსაუბრობთ, ინფრასტრუქტურაც შესაბამის დონეზე უნდა იყოს განვითარებული. ზამთარში რომც  კარგად  ამუშავდეს ტურიზმი, შეიძლება, კურორტებზე ეპიდემიის ცხელი წერტილები გაჩნდეს, როგორც ეს შარშან ბათუმში მოხდა.  რეალურად არაფერი გამოდის. რამდენიმე წელი და საკმაო რესურსია საჭირო, რომ ტურიზმი პანდემიამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდეს“, - უთხრა „ეომერსანტს“ ნიკა კვარაცხელიამ.



მისი თქმით, რეგულაციების გარეშე ტურიზმი ვერ იმუშავებს და სანამ კოვიდ-19-თან დაკავშირებით არსებული სიტუაცია არ გამოსწორდება, სექტორში რისკიც დიდია.




მდგომარეობის გამოსწორების მოლოდინი ჯერჯერობით ნაკლებად აქვს ტურიზმის სფეროს ექსპერტს, პროფესორ მანანა ალადაშვილს. როგორც ის ,,კომერსანტთან“ საუბარში ამბობს, ზამთრის კურორტებზე  ადგილები სექტემბერ-ოქტომბრიდან დიდწილად დაჯავშნული იყო, ამ დროისთვის კი შეკვეთები საერთოდ არ არის, რაც მოლოდინებზეც ნეგატიურად მოქმედებს.



,,ზამთრის ტურისტული სეზონი რეგულაციებით ჩაივლის, რაც ტურისტების დიდ ნაწილს არ მოსწონს. უსაფრთხოების გამო გარე ტურიზმს ძალიან ბევრ ქვეყანაში გაუჭირდება. საქართველოს შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული ამინდზეც, რასაც  წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს.  ჯერჯერობით კი სიტუაცია რთულია,  არც ჯავშნები გაუკეთებია ვინმეს, არადა, შეკვეთები სექტემბრიდან უნდა დაწყებულიყო.  შეიძლება,  შარშანდელზე უკეთესი სიტუაცია გვქონდეს, მაგრამ ეს არასაკმარისია. მით უმეტეს, ვირუსის მეხუთე ტალღაც დაანონსებულია.  ალბათ, 2024 წლამდე საქართველოში ზამთრის ტურიზმი ვერ აღდგება.  განსაკუთრებით მსხვილ სასტუმროებს გაუჭირდებათ, რადგან პანდემიისას დამსვენებლები უპირატესობას მაინც  ღია სივრცეებსა და საოჯახო სასტუმროებზე აკეთებენ, რასაც მეტი პრიორიტეტი მიენიჭება“, - ამბობს მანანა ალადაშვილი.



ცნობისთვის, მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველომ ტურიზმიდან შემოსავლების სახით $704 მლნ მიიღო. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი  30%-ით მეტია 2020–ის წლიურ მაჩვენებელზე. 



ამასთან,  მხოლოდ აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ოდენობა $199 მილიონს შეადგენს.



აგვისტოში საქართველოს 267 400 ვიზიტორი ესტუმრა, მათგან 247 200 ტურისტი იყო.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up