ტურისტული კომპანიების დასახმარებლად ეროვნული ადმინისტრაცია სპეციალურ ოფისს გახსნის

ტურისტული კომპანიების დასახმარებლად ეროვნული ადმინისტრაცია სპეციალურ ოფისს გახსნის

person access_time2016-01-24 16:09:41

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კომპანიებს საქმიანი ტურიზმის განვითარებაში დაეხმარება. ტურისტული კომპანიების დასახმარებლად ეროვნული ადმინისტრაცია სპეციალურ ოფისს გახსნის, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა ქვეყნებს შეთავაზებებს გაუკეთებს, შეკვეთებს კი ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებს გადააბარებს.

 

კიდევ რა გეგმები აქვთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში და რა პრობლემებს ხედავს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საქართველოს შიგნით და ფარგლებს გარეთ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი ჩოგოვაძესთან ინტერვიუდან შეიტყობთ:


-  ტურიზმის ეროვნულმა ადმინიატრაციამ მომავალი 10 წლის სტრატეგია წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც 2025 წლისთვის საქართველო 11 მილიონამდე უცხოელ ვიზიტორს მიიღებს. გასულ წელს უცხოელ ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. როგორია 2016 წლის პროგნოზი?


-  დავიწყოთ იმით, რომ 2015 წელს საერთაშორისო ვიზიტორების უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. თუ 2014 წელს იყო 5,5 მილიონი საერთაშორისო ვიზიტი, 2015 წელს დავხურეთ დაახლოებით 5,9 მილიონი ვიზიტით, რაც ნიშნავს 7%-იან მატებას.


იმ სტრატეგიის მიხედვით, რომელიც გულისხმობს 2025 წლამდე 11 მილიონ ვიზიტორს საქართველოში, ყოველწლიურად 7%-იან ზრდას ითვალისწინებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტრატეგიის დაწერის პირველ წელს 7%-იანი ზღვარს მივაღწიეთ და 2016 წელსაც მინიმუმ 7%-იან ზრდას ვვარაუდობთ.


-  მიმდინარე წელს რომელ ქვეყნებზე გააკეთებს აქცენტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია? რომელი ქვეყნები იქნება სამიზნე ბაზრები წელს?


-  აქ მნიშვნელოვანია ბაზრების არჩევის პრინციპი. ჩვენ ვხელმძღვანელობდით შემდეგი პრინციპებით: უნდა ყოფილიყო პირდაპირი ავიამიმოსვლა, უნდა ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის ცნობადობა ასე თუ ისე. თუ რომელიმე ბაზართან პირდაპირი ავიამიმოსვლა არ არის, საკმაოდ რთულია დიდი რაოდენობით ტურისტების შემოყვანა. შესაბამისად, შეზღუდული მარკეტინგული ფინანსების დროს ძალიან მნიშვნელოვანია, ავირჩიოთ ისეთი ბაზარი, რომელსაც გაზრდის შესაძლებლობა აქვს. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ასევე აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებზე, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებზე და ჩვენთვის ისეთ დიდ ბაზრებზე, როგორიც არის ისრაელი.


-  ჩინეთის მიმართულებით თუ არის მუშაობა? ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ ქვეყანასთან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე...


-  ბოლო შეთანხმების შესახებ მოგახსენებთ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობდა დელეგაციას, რომელიც ჩინეთში გაიმართა. ამ ვიზიტის დროს ჩვენ შევთანხმდით ჩინურ მხარესთან, რომ შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმისთვის, რომ აღმოვფხვრათ ის პრობლემები, რომლებიც ჩინეთიდან საქართველოში ტურისტების შემოსვლასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული და აქტიურად ვიმუშავოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი შემოვიდეს ჩინეთიდან. ამ ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოს მხრიდან მე ვარ.


 სამუშაო ჯგუფის წევრები ჩვენი მხრიდან უკვე განსაზღვრულია. უახლოეს მომავალში ჩინეთის მხარე ჩამოყალიბდება  მათი მხარის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაზე და უახლოეს მომავალში დავიწყებთ მუშაობას.

 


-  რა პრობლემებზეა საუბარი, რა შეფერხებები აქვთ ჩინეთიდან საქართველოსკენ მომავალ ტურისტებს?


-  აქ არის რამდენიმე ფაქტორი: ერთი, საქართველოს ცნობადობა საკმაოდ დაბალია. ჩინეთის მთავრობა აქტიურ მხადრაჭერას გვიწევს და მომავლშიც გაგვიწევს, რომ ჩინური ნაკადები, რომლებიც უცხოეთში მიემგზავრებიან მოვმართოთ საქართველოსკენ. ასევე ჩვენი თხოვნა ჩინური მხარის მიმართ არის ის, რომ დაგვეხმარონ ჩინური ავიაკომპანიების დაინტერესებაში, რომ პირდაპირი ავიარეისები სრულდებოდეს. დღესდღეობით მხოლოდ ერთი პირდაპირი რეისი სრულდება ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით. ასევე ვთხოვეთ, დაგვეხმარონ პოპულარიზაციაში, რადგან საკმაოდ სპეციფიური ბაზარია და მათი გამოცდილება დაგვეხმარება, სწორად დავგეგმოთ მარკეტინგული კამპანია.


-  თქვენ ახსენეთ, რომ აგრძელებთ მარკეტინგულ კამპანიებს სამიზნე ბაზრებზე, ასევე ელოდებით 7%-იან ზრდას მომავალ წელს. კონკრეტულად რა ღონისძიებების ჩატარებას აპირებს სააგენტო? იქნება რაიმე სხვა წლებისგან განსხვავებული, თუ მარკეტინგული კამპანიის ტრადიციულ გზებს მიმართავთ?


-  მარკეტინგული ღონისძიების ჩატარების დროს ასევე რამდენიმე პრინციპით ვხელმძღვანელობთ და გვაქვს შეფასების კონკრეტული მექანიზმები, თუ რამდენად წარმატებული იყო ესა თუ ის კამპანია. მარკეტინგული ბიუჯეტი შეზღუდულია, ამიტომ ძალიან სკურპულოზულად არის განსასაზღვრი, რომელ ქვეყნებში ვაკეთებთ მარკეტინგულ ღონისძებებს, ასევე რა გზავნილებს ვუგზავნით ამა თუ იმ ქვეყანას, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ინტერესია სხვადასხვა ტიპის დასვენების მიმართ: ზოგ ქვეყანას აინტერესებს ზღვაზე დასვენება, ზოგს მთა, ზოგს კულტურული, კულინარიული ტურიზმი. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუ რა მარკეტინგული ხერხებით ვცდილობთ ტურისტების მოზიდვას. ჩვენ ამ წელს რამდენიმე არხს გამოვიყენებთ: რეკლამა საერთაშორისო სატელევიზო არხით, როგორიც არის ევრონიუსი; ასევე სატელევიზიო რეკლამა რამდენიმე ქვეყნის წამყვანი ტელევიზიის ეთერში. ასევე  ინტერნეტრეკლამა და სპეციალურად საქართველოში ჩაწერილი სატელევიზო გადაცემები - ამის ფორმატი არის ორნაირი: მაგალითად, სულ ბოლო შემთხვევა იყო, როდესაც რუსული არხზე ტურისტული გადაცემა მომზადდა საქართველოზე. ეს გადაცემა მოვიწვიეთ ჩვენ და  ჩავაწერინეთ თბილისში, გუდაურში და კახეთის რეგიონებში.   მეორე ტიპის გადაცემის ფორმატია: ერთკვირიანი, ყოველდღიური სიუჟეტები საქართველოდან. ეს მიმართულება ჩვენ უკვე გამოვიყენეთ წინა წელს - სამ ქვეყანაში ყოველდღიურად გადიოდა საქართველოზე სიუჟეტები -  ეს იყო მაგალითად, გუდაურზე, ბაკურიანზე, სვანეთზე, ბათუმსა და თბილისზე. ასევე გვექნება რეკლამა ყველაზე ცნობილ საერთაშორისო პრესაში, მაგალითად New York Times-ში.


-  გასული წელი საკმაოდ მძიმე იყო ეკონომიკურად არამარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის. როგორ იმოქმედა ამან თქვენს სტატეგიაზე, ხომ არ  შეიცვალა სამიზნე ბაზრები?


-  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2015 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ზრდას  მივაღწიეთ იმ ფონზე, როდესაც რეგიონში პოლიტიკური პრობლემებიც იყო და ეკონომიკურიც. ადგილობრივი ვალუტების დევალვაცია აღინიშნებოდა თითქმის ყველა მარკეტინგულ ბაზარზე -  აზერბაიჯანში, სომხეთში, რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში და ა.შ. ერთი მხრივ, ეს დიდი გამოწვევა იყო, რომ არ დაგვეკარგა ეს ბაზრები. მეორე მხრივ, ეს იყო დიდი სტიმული იმისთვის, რომ ბაზრების დივერსიფიცირება გაგვეკეთებინა. ამის წარმატებულ მაგალითად მოვიყვან სპარსეთის ყურის ქვეყნებს. ჩვენ დიდი ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით და ძალიან შთამბეჭდავი ზრდა არის ამ ქვეყნებიდან. ახალ ბაზრებად სწორედ ეს ქვეყნები შეიძლება მოვიხსენიოთ.


-  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სულ ახლახან იმყოფებოდა აშშ-ში, სადაც გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციითვე, თქვენ  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ტურისტული კომპანიებისა და ასოციაციების ხელმძღვანელებს შეხვდით; საერთაშორისო კომპანები კი საქართველოს ტურისტული ბაზრით დაინტერესდნენ. კონკრეტულად რომელ კომპანიებზეა საუბარი და რაში გამოიხატება მათი მხრიდან დაინტერესება?


-  ეს გახლდათ New York Times-ის Travel show, რომელიც ყოველწლიურად ნიუ იორკში იმართება. წინა წლისგან განსხვავებით წელს მივიღეთ მონაწილეობა. წარმოდგენილები ვიყავით როგორც ტურიზმის ადმინისტრაცია, ასევე რამდენიმე ტურისტული კომპანია, ვინც გამოთქვა სურვილი ჩვენთან ერთად წამოსულიყო შოუზე. ისინი ჩვენი თანადაფინანსებით იყვნენ წარმოდგენილები. გადაწყვეტილების მიზეზი, თუ რატომ მივიღეთ ამ გამოფენაში მონაწილეობის მიღება, არის ის, რომ ეს არის საკმაოდ საინტერესო ტურისტული ბაზარი საქართველოსთვის. ჩვენ უკვე შევძელით, რომ 2015 წლის განმავლობაში 10%-ით გაიზარდა ამერიკიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა.

 

ამ გამოფენის ფარგლებში ჩვენ შევხვდით ძირითადად ამერიკულ ტურისტულ კომპანიებს. ამერიკული ტურისტული კომპანიების გაერთიანების ხელმძღვანელობასთან დავგეგმეთ, კონკრეტული ნაბიჯები, თუ როგორ უნდა შევძლოთ, რომ ამერიკულ ტურისტულ კომპანიებში მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ საქართველოს შესახებ. ამ ასოციაციის წევრებზე მოდის მთლიანად აშშ-დან გენერირებული საერთაშრისო ტურისტების 80%, ამიტომ, ვთვლით, რომ საინტერესოა მათთან მუშაობა.


-  თქვენ ახსენეთ, რომ განიხილეთ კონკრეტული ნაბიჯები, რაც  უნდა გადაიდგას. მოკლედ რომ გვითხრათ რაზეა საუბარი...


-  მთავარი პრობლემა აშშ-სთან მიმართებით არის ის, რომ არც მოსახლეობაში და არ ტურისტულ კომპანიებში არ არის საქართველოს  ცნობადობა მაღალი. პირიქით, ძალიან დაბალია. როდესაც ვსაუბრობთ ცნობადობაზე, იგულისხმება ისიც, რომ კიდევ უფრო დაბალია ცნობადობა ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე. ამიტომ, ჩვენი ღონისძიებები ასოციაციასთან ურთიერთობაში იქნება ის, რომ მასში შემავალ ტურისტულ კომპანიებს მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე. ადგილზე გავაკეთებთ შეხვედრებს და პრეზენტაციებს, ასევე მნიშვნელივანია, რომ იგეგმება, ამ ტურისტული კომპანიების ვიზიტი საქართველოში გაცნობითი ტურების ფარგლებში.


-  აღნიშნეთ, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს ცნობადობის პრობლემა აქვს არატრადიციულ ბაზრებზე. ქვეყნის შიგნით რა პრობლემას ხედავთ ტურისტულ ბაზარზე?


-  ქვეყნის შიგნით ტურისტული მიმართულებით პრობლემები ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრია. ეს უკავშირდება როგორც ინფრასტრუტურულ ნაწილს- გზები, საპირფარეშოები და ა.შ. ასევე არის ტურისტული პროდუქტების სიმცირე, რაშიც გვსურს, რომ აქტიურად შევეხიდოთ კერძო სექტორს, რომ არსებობდეს მეტი ტურისტული პროდუქტი, რომლის მომხმარებელი იქნება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი დამსვენებელი. მაგალითად არსებობს ავიარეისების განრიგი, რომელიც ტურისტს შეუძლია ნახოს და დაჯავშნოს შესაბამისი განრიგი, თუმცა, დღესდღეობით საქართველოში თითქმის არ არსებობს შიდა ტურების განრიგი, რომლის მიხედვით ადგილობრივი თუ უცხოელი დამსვენებელი დაგეგმავდა ტურს. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ჩვენთვის სწორედ ეს იქნება, რომ წავახალისოთ საქართველოს შიგნით ტურების არსებობა.


-  ასევე არისხოლმე საუბარი, რომ საქართველოში არ არის განვითარებული მაის ტურიზმი და აგროტურიზმი. ამ მიმართულებით თუ შეიძლება სახელმწიფო რამენაირად დაეხმაროს კერძო სექტორს?


-  მაის ტურიზმი, ანუ საქმიანი ტურიზმი, რომელიც გულისხმობს საქმიანი ტიპის ღონისძიებების ორგანიზებას ქვეყანაში, მსოფლიოში ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ნაწილია, რადგან საქმიანი ტურისტები მეტ თანხებს ხარჯავენ ამა თუ იმ ქვეყანაში. ჩვენ დავიწყეთ 2015 წლიდან მზადება ამ მიმართულებით. სულ მალე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში  გაიხსნება საკონვენციო ბიურო. ეს ქნება ის მექანიზმი, რომელიც დაეხმარება საქმიანი ტურიზმის განვითარებას ყველა მიმართულებით. ერთ-ერთი ასეთი იქნება მსგავსი ტურების შეთავაზება სხვადასხვა ქვეყნებისთვის და მიღებული წინადადებების დისტრუბუცია საქართველოს შიგნით ტურისტულ კომპანიებში, რათა მათ შესაბამისი მომსახურება გაუწიონ დამკვეთებს. ჩვენი მხრიდან ეს იქნება არამოგებაზეორიენტირებული მოქმედებები. ამის მთავარი მომხმარებელი იქნებიან ადგილობრივ ბაზარზე არსებული ტურისტული კომპანიები, სასტუმროები და ა.შ.


-  აქვს თუ არა რეალურად საქართველოს იმის შესაძლებლობა, რომ დიდ კონფერენციებს უმასპინძლოს, რადგან მოგვისმენია პრეტენზიები ღონისძიებების ორგანიზატორებისგან, რომ საქართველოში არ არის საკმარისი საკონფერენციო დარბაზები, რომლებსაც გააჩნია შესაბამისი ფართი, აღჭურვილობა და ა.შ.


დღესდღეობით საქართველოში საქმიანი ტურიზმისთვის ყველაზე მზად გახლავთ თბილისი და ბათუმი. ღონისძიებების უმეტესობა კეთდება დიდ სასტუროებში, ასეთები კი ძირითადად ამ ორ ქალაქშია წარმოდგენილი. საქართველოში ძალიან დიდი მასშტაბის საკონფერებნციო დარბაზები შეიძლება, ჯერ კიდევ არ არის, მაგრამ არის დარბაზები, რომლებიც 50-დან 500-კაცამდე განთავსების შესაძლებლობას იძლევა. ამიტომ ეს არ ნიშნავს, რომ თავი უნდა შევიკავოთ საქმიანი ტურიზმის განვითარებისგან, მით უმეტეს, 2016-2017 წლებში საქართველოს რამდენიმე საკმაოდ დიდი საერთაშორისო დონის სასტუმრო შეემატება. 

 



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-02 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი...

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო
access_time2020-07-02 18:00:17
აშშ-ის ქალაქი სან-ფრანცისკო ახლა მსოფლიოში რიგით მესამე ქალაქია მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. როგორც Wealth-X-ის მიერ უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური გამოკითხვიდან ირკვევა, აშშ-ში მთლიანად 788 მილიარდერი ცხოვრობს. მსოფლიოს მილიარდერების მთლიანი ქონების 28% სწორედ ამერიკელ მილიარდერებზე მოდის. ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, მას მოსდევს ჰონგ-კონგი, ხოლო მესამე ადგილას 79 კვ.კმ ფართობის სილიკონ ველი გავიდა, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, და რომელიც...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...

The Banker: მსოფლიოს 4 უმსხვილესი ბანკი ჩინურია

The Banker: მსოფლიოს 4 უმსხვილესი ბანკი  ჩინურია
access_time2020-07-02 20:00:03
გამოცემა The Banker-მა მსოფლიოს 1000 უმსხვილესი ბანკის რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველი ხუთეული უცვლელი დარჩა.კაპიტალის ოდენობის თვალსაზრისით, დედამიწის უმსხვილესი ბანკია ჩინური Industrial and Commercial Bank of China ($380 მლრდ.)მას  3 ასევე მოწინავე ჩინური  ბანკი მოჰყვება  -  China Construction Bank ($316 მლრდ), Agricultural Bank of China ($277 მლრდ.) და  Bank of China ($258  მლრდ.).   დიდ ხუთეულში...


მსგავსი სიახლეები

up