ტურისტული კომპანიები თურქეთის ტურებზე ფასების ზრდას ვარაუდობენ

ტურისტული კომპანიები თურქეთის ტურებზე ფასების ზრდას ვარაუდობენ

person access_time2016-07-13 13:32:19

ტურისტული კომპანიების ნაწილი თურქეთის ტურებზე ფასების ზრდას ვარაუდობს. ამის მიზეზად კი რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ, მათ შორისაა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან რამდენიმე დღის წინ თურქეთში გამგზავრებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა და მეორე – აქტიური საკურორტო სეზონის დაწყება.


ტურისტული კომპანია „სან ექსპრესის" წარმომადგენელი განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც თურქეთი რუსეთისთვის ისევ გაიხსნა, შესაძლოა, თურქეთის ტურები გაძვირდეს. მისი თქმით, ამ დროისთვის იგივე ფასებია, რაც აქამდე იყო, თუმცა, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია ფასების ზრდა. რაც შეეხება მოთხოვნას, „სან ექსპრესში" ამბობენ, რომ თურქეთის საკურორტო ზონებში, მაგალითად, ანტალიის მიმართულებებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. მისი თქმით, რამდენიმე კვირის წინ ათათურქის აეროპორტში მომხდარმა ტერაქტმა ანტალიაში დასვენების მსურველებზე ვერ იმოქმედა. „ტერაქტი ანტალიაში არ მომხდარა, ამიტომ ისევ ისეთი მოთხოვნაა, როგორც ადრე"-აცხადებენ „სან ექსპრესში".


თურქეთის ტურების გაძვირებას არ გამორიცხავს ტურისტული კომპანია Good travel-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე გორგოძე. მისი თქმით, ამის ნიშნები უკვე ორი კვირაა შეინიშნება. გორგოძე განმარტავს, რომ თუ აქამდე თურქეთში დასვენებაზე ფასდაკლების აქციები მოქმედებდა, ახლა თურქეთის მხარემ ეს აქციები მოხსნა. „არ არის გამორიცხული გააძვირონ კიდეც"-აცხადებს გორგოძე.

 

მისი თქმით, ტურების გაძვირების მიზეზი შესაძლოა იყოს ტურისტული სეზონის პიკი, რა დროსაც ისედაც ძვირდება ხოლმე ტურები, თუმცა, მეორე მიზეზი შესაძლოა თურქეთ-რუსეთის ფაქტორიც იყოს.



რაც შეეხება მოთხოვნას, გორგოძე ამბობს, რომ ტერაქტების შემდეგ გარკვეული სტაგნაცია იყო მოთხოვნის მხრივ, თუმცა მომხდარის გამო მომხმარებლები თავს აღარ იკავებენ. „ტერაქტები ანტალიისგან მოშორებით მოხდა, ამიტომ ხალხი დასვენებისგან თავს არ იკავებს"-აცხადებს გორგოძე.

 

ფასების მატებაზე საუბრობენ ტურისტულ კომპანია GM Travel-შიც. კომპანიის ხელმძღვანელი გოგა ქუცნიაშვილი განმარტავს, რომ ფასის მატება მცირედით უკვე მოხდა, თუმცა ამას აქტიურ ტურისტულ სეზონს უფრო მიაწერს, ვიდრე მოსკოვის მიერამ მიმართულებაზე შეზღუდვის მოხსნას.


რაც შეეხება მოთხოვნას, ქუცნიაშვილი ამბობს, რომ თურქეთის მიმართულებებზე მოთხოვნა არის და ტერაქტს ამ მიმართულებით უარყოფითი გავლენა მოუხდენია. „როგორც ჩანს, ქართველები საკმაოდ უშიშარი დამსვენებლები არიან, რადგან ტერაქტების პერიოდშიც კი არ გაუუქმებიათ ჯავშანი, მეტიც, ტერაქტიდან 2 დღის შემდეგ, მათი მხრიდან დაინტერესება მაინც საკმაოდ მაღალი იყო"-აცხადებს ქუცნიაშვილი.

 

განსხვავებული პოზიცია აქვთ ტურისტულ კომპანია „ბი თი ელში". მათი ინფორმაციით, თურქეთის მიმართულებაზე ფასები არ გაზრდილა და არც მომავალში ელოდებიან. ამ დროისთვის, 2 კაციანი ტური თურქეთში, 5 ვარსკვლავიან სასტუმროში 1 100 აშშ დოლარიდან იწყება. რაც შეეხება მოთხოვნას, კომპანიაში ამბობენ, რომ, თურქეთში ბოლო პერიოდში მომხდარმა ტერაქტმა ტურების გაყიდვაზე უარყოფითად იმოქმედა. „ხალხი მაინც თავს იკავებს და სხვა მიმართულებებზე, უფრო ევროპაში ამჯობინებს დასვენებას"-აცხადებენ კომპანია „ბი თი ელში".

 

შეგახსენებთ, 29 ივნისს, ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებულ ტერაქტებს 36 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 200-მდე ადამიანი. მომხდარის გამო გადაიდო ფრენებიც.




LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...


მსგავსი სიახლეები

up