ტურისტული კომპანია „I’m Georgia” მომხმარებელს მსოფლიოში გამორჩეულ ადგილებს სთავაზობს

ტურისტული კომპანია „I’m Georgia” მომხმარებელს მსოფლიოში გამორჩეულ ადგილებს სთავაზობს

access_time2021-10-11 10:55:49

ტურისტული კომპანია „I’m Georgia” ყოველთვის ზრუნავს მათ მომხმარებლებზე და ცდილობს შესთავაზოს , როგორც ძალიან აქტუალური და ცნობილი ტურისტული ადგილები, ასევე ნაკლებად ცნობილი, თუმცა მსოფლიოში გამორჩეული ულამაზესი ქალაქები თუ სოფლები.

დღეს, გვინდა გამოვყოთ 3 მათგანი: ლაუტერბრუნენი (შვეიცარია), კოლმარი (საფრანგეთი), ჰალშტატი (ავსტრია).

 

ლაუტერბრუნენი სოფელია შვეიცარიის ალპების ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ხეობაში, გიგანტურ კლდეებსა და მთის მწვერვალებს შორის. მისი ჩანჩქერებით, ხეობებით, ფერადი ალპური მდელოებითა და სამთო სასტუმროებით, ლაუტერბრუნენის ველი შვეიცარიის ერთ-ერთი უდიდესი დაცული ტერიტორიაა.

თვით სახელი ლაუტერ ბრუნენი (ბევრი შადრევანი) მიანიშნებს ამ ლანდშაფტის ბრწყინვალებაზე. ლაუტერბრუნენის ველში 72 ჩანჩქერია, მათგან ყველაზე ცნობილია შტუბახის ჩანჩქერები. კლდის ზედაპირიდან თითქმის 300 მეტრის დაშორებით მომავალი ჩანჩქერი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თავისუფლად ვარდნადი ჩანჩქერია ევროპაში. 1779 წელს იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე ეწვია ხეობას და „მოღრიალე“ წყლებით შთაგონებულმა, დაწერა მისი ცნობილი ლექსი სულის სიმღერა წყალზე.



რეგიონში დაგხვდებათ 213კმ ბილიკი, გასართობი პარკები, 100 კმ ზამთრის საფეხმავლო ბილიკები და 50კმ ტობოგანის გარბენი (ტრასა). ლაუტერბრუნენის ველი ასევე გამოირჩევა უამრავი სათხილამურო ბილიკით.

ხეობის ქალაქი ლაუტერბრუნენი მიმზიდველია ყველა სეზონზე როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში. ამ ხეობაში გადაღებულია სცენები ცნობილი აგენტი 007-ის სერიებიდან.

 


მსოფლიოს ულამაზეს სოფლებს შორის, არის ასევე კოლმარი (საფრანგეთი).


ეს სოფელი თითქოს დისნეის ინსპირაციაა ცნობილი ანიმაციური ფილმიდან „ურჩხული და ლამაზმანი“. როდესაც მის ქუჩებში დადიხარ, თითქოს ბავშვობის ზღაპრულ სამყაროში ბრუნდები. სეირნობისას თქვენ შეგხვდებათ ხის კოშკი, რომლიდანაც რაპუნცელი თავის თმას უგდებს პრინცს, პატარა კოტეჯები იდეალურია 7 ჯუჯასთვის და კანფეტის ფერი საცხობი ძალიან მოეწონებოდათ ჰენსელსა და გრეტენს.

რეალურ ცხოვრებაში კი კოლმარი პატარა ქალაქია საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ელზასის რეგიონში. ეს არის ადგილი, საფრანგეთისა და გერმანიის საზღვარზე, რომლის მფლობელობა ერთი ქვეყნიდან მეორეს და პირიქით გადაეცემოდა საუკუნეების მანძილზე. შესაბამისად ქალაქს ეტყობა ორივე ქვეყნის ზეგავლენა.

კოლმარი არ გამოირჩევა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სანახაობებით, თუმცა ქალაქი იმდენად შთამბეჭდავია, სურვილი გიჩნდებათ ფოტოზე ასახოთ თითქმის ყველა შენობა. სადაც არ გაიხედავთ, ნახავთ ფერად ზღვისპირა სახლებს, ხის დარაბებს, ქვაფენილიან ქუჩებს და ყვავილებით გაფორმებულ ფანჯრებს. ეს არის ქალაქი, სადაც უნდა იხეტიალოთ, საოცრების პოვნის იმედით.

სახლებს შორის, თქვენ შეხვდებით პატარა მაღაზიებს, ადგილობრივი წარმოების შოკოლადებითა და ღვინით, ასევე ანტიკვარული ნივთების მაღაზიებს. ქალაქში არის უამრავი, სანაპიროს კაფე და ღვინის მარან/რესტორნები. თუ კი, თქვენ კოლმარს საახალწლოდ ესტუმრებით, იქ დაგხვდებათ უამრავი ნათურით გალამაზებული ქუჩები, საახალწლო ბაზრობები, სადაც იყიდება ადგილობრივი სასმელი, საჭმელი და საჩუქრები.

კოლმარში არის სათამაშოების მუზეუმი, ასევე ფრედერიც აუგუსტ ბარტოლდის მუზეუმი, რომელიც დაიბადა ამ ქალაქში და ცნობილია , როგორც თავისუფლების ქანდაკების შემქმნელი. ქალაქიდან ოდნავ მოშორებით, სტრასბურგსა და კოლმარს შორის გზაზე კი აუცილებლად შეხვდებით ქანდაკების 12 მეტრიან რეპლიკას.


მესამე პატარა მიმზიდველი სოფელი ევროპაში არის ჰალშტატი, ავსტრია. ეს ულამაზესი ადგილი, საოცარია წლის ნებისმიერ დროს -  გაზაფხულზე და ზაფხულში, ყვავილების ქოთნები ამშვენებს ყველა ფანჯარას;  ქვაფენილიანი ქუჩები ერთმანეთთან აკავშირებს მომხიბლავ კაფეებს, მორთულ ეკლესიებს და ალპურ სასტუმროებს. ბუნების საოცრებებს ხვდებით ყველა კუთხეში - დაწყებული მომიჯნავე ზალცკამერგუთის მთებით და დამთავრებული ჰალშტატის ტბითა და სოფლის ჩანჩქერით.

მიუხედავად იმისა, რომ სოფელში მოხვედრა მხოლოდ ფეხითაა შესაძლებელი, ეს პატარა ქალაქი, 2018 წელს, მილიონმა ვიზიტორმა მოინახულა. იმისათვის, რომ ქალაქი ნაკლებ ხალხმრავალ დროს მოინახულოთ, ეწვიეთ მას ოქტომბერში.



1997 წელს, იუნესკომ ჰალშტატი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
2 წლის წინ ჟურნალ „ჰარპერს ბაზარში“ ჰალშტატი დასახელდა, მსოფლიოს 10 ქალაქს შორის ერთ-ერთი ყველაზე „ინსტაგრამირებული“ ქალაქი, რადგან მილიონობით ტურისტი მხოლოდ იმიტომ ჩადის იქ, რომ ფოტოები გადაიღოს ამ ზღაპრულ გარემოში.


 (R)



თეგები:
I’m Georgia



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up