ტურისტული ბიზნესი მთავრობას მთის კურორტებისა და საბაგიროების ამუშავების თხოვნით მიმართავს

ტურისტული ბიზნესი მთავრობას მთის კურორტებისა და საბაგიროების ამუშავების თხოვნით მიმართავს

access_time2020-12-25 20:00:00

ტურისტული ბიზნესი მთავრობას თხოვნით მიმართავს, რათა მთის კურორტებისა და საბაგიროების ამუშავების საკითხი განიხილონ, - სექტორის წარმომადგენლებმა ოფიციალური წერილით მთავრობას უკვე მიმართეს.

სამთო-სათხილამურო კლუბ გუდაურას“ ხელმძღვანელის თქმით, მათ შემუშავებული აქვთ ხედვა, თუ როგორ უნდა იმუშავონ საბაგიროებმა, სამთო-სათხილამურო ინვენტარის გაქირავების პუნქტებმა და სათხილამურო ინსტრუქტორებმა ყველა რეგულაციის დაცვით.

„ვფიქრობთ, საბაგიროების ფუნქციონირება არათუ გაამწვავებს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას პირიქით, განმუხტავს მას. მოგეხსენებათ, რომ ბაკურიანსა და გუდაურში მრავლადაა აპარტამენტები, საკუთარი ბინები აქვთ ადამიანებს და ამ ეტაპზე უკვე საკმაოდ დატვირთულია კურორტები, ანუ კურორტზე მობილობა გვაქვს. თუ ჩავრთავთ საბაგიროებს, ამით კურორტსა და დაბას განვმუხტავთ. ბაკურიანის შემთხვევაში სათხილამურო არეალი 7-ჯერ დიდია დაბასთან შედარებით, გუდაურის შემთხვევაში კი 10-ჯერ დიდია. შესაბამისად, ხალხს თუ გეოგრაფიულ არეალში გავშლით, რისკები ბევრად ნაკლები იქნება. შარშანდელი სეზონი ჩაგვივრდა. გაკოტრების პირას ვართ. ძალიან გაგვიჭირდება ამ ვითარებაში მომზადება შემდეგი სეზონისთვის“ – განაცხადა შალვა აბრამიშვილმა.


შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყანაში სათხილამურო ტრასებისა და საბაგიროების ფუნქციონირება იკრძალება.

business-partner.ge

თეგები:
საბაგირო



ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა
access_time2021-08-03 15:00:17
ბოლო 10 წელიწადში ინტერნეტშესყიდვების მოცულობა 20-ჯერ გაიზარდა. მკვეთრი ნახტომის მიზეზი Amazon.com-ის ან რომელიმე სხვა მსგავსი საიტის პოპულარობის ზრდა არ გამხდარა. 2020 წელს ბარათებით გადარიცხული 5.458 მლრდ ლარიდან 3.708 მლრდ, ანუ 67.9% ონლაინკაზინოების ანგარიშზე გადამისამართდა. 2011 წელს ბარათებით ინტერნეტშესყიდვების მოცულობამ 185 მლნ ლარი შეადგინა. 2020 წლის დეკემბერში, მხოლოდ 1 თვეში, კაზინოების ანგარიშზე 415 მლნ ლარი ჩაირიცხა. თუ მხოლოდ ქართულ...

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი
access_time2021-08-03 14:00:17
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, საქართველოში ბიზნესს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ აქვს. გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ხელისშემშლელი გარემოება პანდემიაა, ჭყონიას ინფორმაციით, დიდი დაბრკოლებაა კადრების დეფიციტი და რომ არა ეს პრობლემა, შრომის ბაზარზე შეიძლება სიტუაცია გაცილებით უკეთესი ყოფილიყო. ,,დღევანდელი ტექნოლოგიები და შრომის ბაზარზე არსებული მოცემულობა, განსაკუთრებით კადრებთან დაკავშირებით, არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს.  მაღალი დონის...

„გრინ კაპიტალისა“ და საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს

„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი  აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს
access_time2021-08-03 12:55:26
„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი გიორგი ქიშმარია  აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს. ამის შესაძებ კომპანიის ვრცელ წერილშია ნათქვამი, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:   „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას  ქალბატონ კელი დეგნანს   ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში მის აღმატებულებას ბატონ...

"კრედიტინფო საქართველო" რამდენიმე მილიონიან ახალ სისტემას სექტემბრიდან აამოქმედებს

access_time2021-08-03 11:55:40
„კრედიტინფო საქართველომ“ ბიუროს მდგრადობისა და სტაბილურობის მეტი გარანტიის უზრუნველსაყოფად რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩადო ახალი სისტემის დანერგვაში. „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალური დირექტორის ალექსანდრე გომიაშვილის თქმით, სისტემა სექტემბრიდან ამუშავდება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სწორედ „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალურ დირექტორს ვესაუბრეთ: პანდემიამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა კომპანიებს თავიანთი სისტემების გასავითარებლად,...

ინფლაცია 10–წლიან მაქსიმუმზეა

ინფლაცია 10–წლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-08-03 11:30:49
ინფლაციის განაკვეთმა 2021 წლის ივლისში 11.9%-ს მიაღწია, რაც 2011 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლითაა გაძვირებული როგორც საკვები, ასევე ჯანდაცვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.43...


მსგავსი სიახლეები

up