ტურისტულად აქტიური ახალი წლის ღამე - შეცვლილია თუ არა მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით?

ტურისტულად აქტიური ახალი წლის ღამე - შეცვლილია თუ არა მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით?

access_time2020-01-18 18:00:34

სადღესასწაულო პერიოდი დასრულდა და „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორ ჩაიარა საახალწლო სამზადისმა რესტორნებში და სტუმრობდნენ თუ არა ტურისტები ქართულ რესტორნებსა და ბარებს, როგორც გაირკვა  ახალი წლის ღამეს, ქართული ბარ-რესტორნებს 80% უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა.


თბილისის ცნობილ რესტორნებში ახალი წლის შეხვედრა სტუმრებს 150 ლარიდან 400 ლარამდე დაუჯდათ. როგორც გაირკვა, საახალწლოდ თბილისის ცნობილმა  ბარ-რესტორნებმა მომხმარებელს სხვადასხვა სახის გასართობ შოუ-პროგრამა შესთავაზეს. ბრენდულ რესტორნებში მაგიდების 100%-ი დაჯავშნილი იყო. „კომერსანტმა“ გაარკვია ისიც, რომ თითქმის ყველა რესტორანში ქართველ ვარსკვლავებთან ერთად საღამოს პროგრამა DJ დახურა.

 

„შარშანდელის მსგავსად,  თბილისში ახალი წელი წელსაც ტურისტულად  აქტიური იყო.“-განუცხადა  „კომერსანტს“ რესტორან „ფუნიკულიორის“ ივენთ მენეჯერმა  ნათია ტაბატაძემ.


„საახალწლო პროგრამა  რესტორნის 3 სართულზე დავგეგმეთ, საღამო გიგი ვანდერმა გახსნა, შემდეგ ანსამბლმა „რუსთავმა“ და  ღამის შოუს ბენდმა გააგრძელა, პროგრამა კი მოწვეულმა DJ-მ დახურა.  ქართველებთან ერთად   გვყავდა უცხოელი სტუმრებიც,  დაახლოებით 70%.  წელს  შარშანდელთან შედარებით ტურისტების რაოდენობა არც გაზრდილა და არც შემცირებულა, პროცენტულად ერთნაირი რაოდენობა გვსტუმრობდა ორივე წელს. რაც შეეხება საღამოს ღირებულებას, მაგიდის ლიმიტი არ გვქონდა, მხოლო ბილეთის შეძენა შეეძლოთ სტუმრებს 350 ლარად. ბილეთის ღირებულებაში შედიოდა საახალწლო გასართობი პროგრამა, მენიუ -  რომელიც მოიცავდა შუშხუნა ღვინოს,  ჩვეულებრივ ღვინოსა და კერძებს. როგორც ადგილობრივი სტუმრები ასევე ტურისტები იყვნენ კმაყოფილები, რაც აღნიშნეს კიდეც ჩვენთან საუბრისას.“-ამბობს ნათია  ტაბატაძე.


 

როგორც ყოველთვის განსაკუთრებულად ხვდება სტუმრებს რესტორანი „წისქვილიც“. ახალი წლის ღამეს, როგორც ადგილობრივ ასევე უცხოელ სტუმრებს ერთი შენობაში, ორი  სადღესასწაულო სივრცე დახვდათ.  რესტორნების ქსელი „წისქვილის“ წარმომადგენელი სოფო გორგაძე აცხადებს, რომ - წელს, როგორც შარშან ჩვენს რესტორანში მყოფი სტუმრების 99% უცხოელი იყო“.

 

 „საახალწლო პროგრამა 2 დარბაზში გვქონდა, რომელიც მოიცავდა ნაციონალურ საღამოს. სტუმრები გვყავდა  სომხეთიდან,  აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, ყირგიზეთიდან და ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან. შარშან და წელს ტურისტების თანაბარ რაოდენობას ვუმასპინძლთ.   საახალწლო პროგრამაზე დასასწრები ბილეთები სრულად გაიყიდა, არ ვიცი რის გამო, თუმცა წინა წლებში სრული რაოდენობა თუ ნოემბერში იწურებოდა, წელს დეკემბრის ბოლომდე დაგვჭიდა მათი გაყიდვისთვის დრო. ბილეთი 350 ლარი ღირდა, რაშიც შედიოდან მაგიდა 4 პერსონისთვის, სრულყოფილი მენიუ საკვებითა და ალკოჰოლური სასმლით.“-განაცხადა სოფო გორგაძემ.

 

„წისქვილისა“ და „ფუნიკულიორისგან“ განსხვავებული სურათია Tiffany Bar & Terrace-ში სადაც სტუმრების 60% უცხოელი იყო, თუმცა როგორც Tiffany Bar & Terrace-ის წარმომადგენელმა დიმიტრი შველიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, შარშანდელთან შედარებით ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია.


 „ქართველი მომღერლების მონაწილეობით Tiffany Bar & Terrace-ში გვქონდა საახალწლო ღონისძიება. საღამო მოწვეულმა დიჯეიმ დახურა. ყველა მაგიდა წინასწარ იყო დაკავებული და  ნახევარზე მეტი უცხოელი სტუმარი გვყავდა.  თუმცა შარშან ანალოგიურ პერიოდს რომ შევადაროთ,  პროცენტულად გაცილებით მეტ ტურისტს ვუმასპინძლეთ. რაც შეეხება მაგიდის ლიმიტს, გვქონდა 150 ლარიანი ლიმიტი 1 პერსონაზე, რაშიც შედიოდან საახალწლო პროგრამა, კერძები და სასმელი.“-აღნიშნა დიმიტრი შველიძემ.


ნათია ლომიძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up