"ტურისტებს რესტორნიდან ქოთნის ლობიო და ელარჯი გაჰქონდათ და სკვერებში, ერთჯერად თეფშებზე მიირთმევდნენ" - შოთა ბურჯანაძე

access_time2021-05-23 10:00:51

“ე.წ. კომენდანტის საათის 23:00 საათამდე გადაწევა არა მარტო სფეროსთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია” - ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემაში კომერსანტის დილა საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ ისაუბრა. შოთა ბურჯანაძემ სტუმართ-მასპინძლობის სექტორისთვის ღამის საათებში მუშაობის მნიშვნელობაზე იასუბრა და განმარტა, რომ საღამოს ცხრა საათიდან გადაადგილების შეზღუდვა ფაქტობრივად ფუნქციონირების არ არსებობა იყო, რადგან ადამიანები სამსახურის მერე სექტორში ჩართულ ობიექტებში სტუმრობას ვერ ახერხებდნენ. 



რაც შეეხება შაბათ-კვირას ღია სივრცეში შეზღუდვის მოხსნას, ბურჯანაძე ამ ფაქტს წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამ შეზღუდვის მოხსნა, როგორც ტურიზმზე ასევე სექტორზე დადებითად იმოქმედებს.



“შაბათ-კვირას რესტორნებისა და კაფე - ბარების ღია სივრცის მუშაობის განახლება წინ გადადგმული ნაბიჯია, როგორც ადგილობრივი მომხმარებლისთვის, ასევე ტურისტებისთვის. ჩემი დაკვირვებით, ქვეყანაში უკვე ბევრი ტურისტია და წარმოუდგენელია ის სიტუაცია რაც დღეს ხდება, მე ხელისუფლების წარმომადგენლებსაც გავუგზავნე ფაქტები, სადაც ჩანს ტურისტები როგორ იღებენ რესტორნიდან ქოთნის ლობიოს, მეგრულ ხარჩოს, ხაჭაპურს, და გარეთ სხვადასხვა სკვერებში მიირთმევენ. ეს გადაწყვეტილება როგორც ჩვენ ქვეყანაზე, ასევე სექტორზეც დადებითად აისახება. მე იმედს ვიტოვებ, რომ პირველი ივნისიდან შესაძლებლობა გვექნება, რომ სტუმარი შაბათ-კვირსაც მივიღოთ შიდა სივრცეში და ე.წ. კომენდანტის საათიც მოიხსნება.” -  აღნიშნა შოთა ბუჯრანაძემ. 



რაც შეეხება შაბათ-კვირას რესტორნების შიდა სივრცეში დაწესებულ შეზღუდვას, ბურჯანაძე ფიქრობს რომ რადგან შაბათ კვირა დასვენების დღეებია, მეტი ადამიანი მოიყრის თავს და რადგან სახელმწიფო პრევენციულ ღონისძიებებს ვერ ატარებს ამიტომ რესტორნებს შიდა სივრცეების მუშაობას უზღუდავს.



“დაავადებათა კონტროლი ყველა პრობლემას დაკეტვით და არა პრევენციული ღონისძიებების გატარებით წყვეტს. პრობლემა რეალურად არსებობს და ამას არავინ უარყოფს, თუმცა ისე უნდა მოხდეს ვირუსის გავრცელების პრევენციული ზომების მიღება, რომ კანონი არ დაირღვეს. 

ამ ვთარებაში ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს ხალხი რომელიც შაბათ-კვირას ვერ ახერხებს კვების ობიექტებში წასვლას, ეს ხალხი ინაცვლებს სადღაც ან ბუნებაში, ან დაქირავებულ სახლებში, სადაც სრულიად უკონტროლო მდგომარეობაა. აქედან გამომდინარე , როდესაც მე ვიღებ სივრცეში 60 ადამიანს, როდესაც შემიძლია მივიღო 300 ადამიანი და ამ წესს ვიცავ, ამის საწინააღმდეგო არაფერი არ უნდა იყოს, მაგრამ მე თუ მივიღე 90 ადამიანი და ეს საფრთხეს შეიცავს მაშინ უნდა გააკონტროლოს ვინმემ და პასუხი მაგებინოს და ვინ გააკეთებს ამას, შრომის უსაფრთხოება თუ სხვა უწყება ეს არის მნიშვნელოვანი.” -  აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ. 



ბურჯანაძემ თბილისის მერიის მიერ გამოყოფილ 5000 ლარიან დახმარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრიტერიუმების მიხედვით დასახმარებლად პატარა და საშუალო ტიპის რესტორნები შეირჩა.



“როგორც განმარტება მივიღეთ, დიდი რესტორნებისთვის საკმარისი ბიუჯეტი არ ჰქონდათ და იქ სადაც 5000 ლარი არაფერს არ წარმოადგენს იმათ ვერ დაეხმარებოდნენ. დახმარბისთვის მერიას დაახლოებით 450-მა რესტორანმა მიმართა, აქედან 40 რესტორანი შესაბამის კრიტერიუმებში ვერ ჩაჯდა , 150 დაუმტკიცდა დახმარება ხოლო დარჩენილ 250 დამატებითი საბუთების გადაგზავნა მოთხოვეს, პროცესი საბოლოოდ 25 მაისს დასრულდება. დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა ჯამში 2 მილიონი ლარია და ამ თანხის დიდი ნაწილი არა რესტორნების მოხმარებაში არამედ მათ დავალიანებაში გადავა, რადგან რესტორნების უმეტესობას დავალიანება დისტრიბუციაში აქვთ, მართალია ეს დავალიანება გაყინულია მაგრამ მათ შემდეგი მიწოდების პრობლემა ექმნებათ, შესაბამისად ორივე მხარე დიდი პრობლემის წინაშე დგას.”- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.



კითხვაზე კიდევ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ სექტორმა ამოისუნთქოს, ბურჯანაძე პასუხობს რომ ვაქცინაცია და ე.წ. კომენდანტის საათის სრულად მოხსნა მნიშვნელოვანია. 



“ეს არის საგადასახადო წნეხის მოხსნა, იქამდე სანამ ჩვენ ამ ვითარებაში ვართ, საგადასახადო წნეხი , დღგ იქნება თუ საშემოსავლო , რეალურად აქედან სფერო  უნდა გათავისუფლდეს. ეს ძალიან ბევრ ქვეყანაში გაკეთდა, რითაც სფეროს ძალიან დიდი პრობლემა არ შექმნია. მაგალითად ინგლისში დღგ 15% იდან  5 % მდე დაწიეს. 

აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ვინმემ ეს ფული სახლში წაიღოს, აქ საუბარია იმაზე, რომ სექტორი მინუსში არ გავიდეს და თანხა უკან დააბრუნოს და სხვა ძალიან ბევრ მომიჯნავე სექტორებს მიეცეს შესაძლებლობა რომ მათაც იმუშავონ. 

ჰორეკას სექტორთან ბევრი სფეროა დაკავშირებული, აქ არის დისტრიბუცია,სოფლის მეურნეობა და  სხვა.”  - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up