ტურისტების ზრდის მიუხედავად, რატომ არის დაბალი ფასები და დატვირთულობა სასტუმროებში?

ტურისტების ზრდის მიუხედავად, რატომ არის დაბალი ფასები და დატვირთულობა სასტუმროებში?

access_time2022-07-08 11:30:12

ივნისში საქართველოში 387,781 საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 164%-ით მეტია, თუმცა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით აღდგენა მხოლოდ 53%-ია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ თვეში ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან შემოვიდა.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და სასტუმრო „ტერასას“ დამფუძნებელი მაია სიდამონიძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ ტურისტების რაოდენობის მხრივ, მიუხედავად კარგი სტატისტიკური მონაცემებისა, რეალობა არც ისე სახარბიელოა. მისი თქმით, მიზნობრივი ქვეყნებიდან ვიზიტორების რიცხვი მკვეთრად შემცირებულია და ტურიზმის აღდგენა ძირითადად მეზობელი ქვეყნების ხარჯზე ხდება, რომლებიც ძირითადად ბინებს ქირაობენ ან ყიდულობენ და გრძელვადიანი დროით ჩერდებიან.


„ტურისტების ზრდა შეინიშნება იმის ხარჯზე, რომ ვიზიტორები გვყავს ძირითადად უკრაინიდან, რუსეთიდან და ბელარუსიდან. უკრაინიდან ლტოლვილები არიან, რუსეთიდან და ბოლარუსიდან კი სანქციებს გამოქცეული ხალხი, რომლებიც აქ დროებით, რამდენიმე თვით ან სამუდამოდ საცხოვრებლად ჩამოვიდნენ, ისინი ან დიდი ხნით ქირაობენ ბინებს ან ყიდულობენ. სასტუმროებს კი, განსაკუთრებით თბილისში, დატვირთავა მცირე აქვთ და სეზონური ფასიც მნიშვნელოვნად დავარდნილია. ვფიქრობ, ასეთი ვითარება კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდება. მოლოდინი რაც წლის დასაწყისში იყო, ომის გამო არ გამართლდა და ვითარება არც ისე სახარბიელოა. ომის დაწყების შემდეგ ევროპელებისგან საქართველოს სასტუმროებში ჯავშნების გაუქმების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, ამის შედეგად თბილისის სასტუმროებში ყველაზე დაბალი დატვირთულობაა.



თუ ქვეყნების მიხედვით ჩავშლით და შევადარებთ წინა წლებს და არა ჯამურ მონაცემებს, დავინახავთ, რომ დივერსიფიცირებული ქვეყნები რაც გვყავდა წინა წლებში, მათგან ტურისტები რადიკალურად შემცრებულია, ამის მიზეზი ჯერ პანდემია იყო და შემდგომ ომი, რადგან დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოს საფრთხის შემცველ ქვეყანად მიიჩნევენ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ქვეყნებიდან ტურისტების შემოდინებას შევუწყოთ ხელი და არ ვიყოთ მხოლოდ რეგიონის ქვყნებზე დამოკიდებული. თუ დამოკიდებული გავხდით 2-3 ქვეყანაზე და ის მიმართულება რაც არჩეული გვქონდა და გულისხმობდა დივერსიფიცირებას დავივიწყეთ, ტურიზმის თვალსაზრისით არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში აღმოვჩნდებთ“,  ამბობს სიდამონიძე.


თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, 2022 წლის მაისის მონაცემების თანახმად, სასტუმროებში 70%-იანი დატვირთულობა ფიქსირდება, სასტუმროების საშუალო დღიური ფასი კი 90$-ია. ზაფხულში სასტუმროების 85%-იანი დატვირთულობა და 320 000 ვიზიტორია მოსალოდნელი.


PMCG-ს ბოლო კვლევით კი 2022 წლის მაისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 148 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 255 ლარი. რაც შეეხება საოჯახო ტიპის სასტუმროებს, მათმა საშუალო ფასმა მაისში 105 ლარი, 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა კი მაისში 468 ლარი შეადგინა. 


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up