ტურისტების რაოდენობით საქართველო 2000-იანი წლების ნიშნულს დაუბრუნდა

ტურისტების რაოდენობით საქართველო 2000-იანი წლების ნიშნულს დაუბრუნდა

access_time2021-01-03 14:00:46

ტურიზმის 90%-იანი ვარდნა გრძელდება. ნოემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთათ შედარებით საქართველოს საზღვარი 93.1%-ით ნაკლებმა 46 500-მა საერთაშორისო მოგზაურმა გადმოკვეთა, მათგან 39 500 ტურისტი იყო - 88.3%-ით ნაკლები ვიდრე 2019 წლის ნოემბერში. სრულ 11 თვიან პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 80.5%-ით 1.696 მლნ-მდე შემცირდა, ვიზიტორების - 87.8%-ით 940 ათასამდე, ხოლო ტურისტების რაოდენობა - 86.7%-ით 681 ათასამდე.


2019 წელს საქართველოს 9.357 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ყველანაირი გათვლებით, 2020 წელს მოგზაურთა რაოდენობას შვიდნიშნა მაჩვენებლისთვის უნდა მიეღწია და ტურიზმის ინდუსტრიაში ახალი ფურცელი გადაეშალა. 2010-2019 წლებში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 4.61-ჯერ, ხოლო ტურისტების რაოდენობა 4.76-ჯერ გაიზარდა. პანდემიამ და კოვიდრეგულაციებმა დარგი წინა ათწლეულში დააბრუნა. დღეს უკვე დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ 2020 წლის როგორც მოგზურების, ასევე ტურისტების რაოდენობა 2010 წელთან შედარებით უფრო ცოტა იქნება.

2020 წლის ჯამური სტატისტიკა ეფუძნება დაშვებას, რომ დეკემბრში ისეთივე პროცენტული ვარდნა იქნება, როგორც ნოემბერში. ამ მონაცემებით 2020 წელს 2019 წელთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 5.35-ჯერ, ხოლო ტურისტების რაოდენობა 7.06-ჯერ მცირდება. 2010 წელთან შედარებით კი შესაბამისად 1.16-ჯერ და 1.48-ჯერ. 2009 წელს საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა უფრო ნაკლები იყო - 1.5 მლნ, თუმცა არც საქსტატს, არც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და არც შსს-ს მათში ტურისტების წილი გამოყოფილი არ აქვს. მსოფლიო ბანკის საიტზეც სტატისტიკური ინფორმაცია მხოლოდ 2010 წლიდან იძებნება.


11 თვეში ყველაზე მეტად - 91.5%-ით 1.849 მლნ-დან 155 ათასამდე საჰაერო გზით შემოსული ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა. აპრილში ეს ვარდნა 99.5%-ს შეადგენდა - 701 ვიზიტორი 151 ათასის ნაცვლად. ნოემბერში კი 96.6%-ს. აპრილში დაანონსებული ეკონომიკის გახსნის 6 ეტაპიანი გეგმის თანახმად საერთაშორისო ტურიზმი და მათ შორის საერთაშორისო ფრენები ივლისიდან უნდა აღდგენილიყო. მალევე ივლისი აგვისტოთი შეიცვალა, აგვისტო სექტემბრით, სექტემბერი ოქტომბრით. 14 დეკემბერს ეკონომიკის მინისტრის მობვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ფრენებზე ყველა შეზღუდვა თებერვლიდან მოიხსნებოდა, თუმცა ასე საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ მთავრობა დამატებითი შეზღუდვების დაწესების უფლებას თავიდან მხოლოდ 15 ივლისამდე იტოვებდა, შემდეგ ეს ვადა 2021 წლამდე გახანგძლივდა, შემდეგ კიდევ ერთი თვით.

2019 წელს საჰაერო ტრანსპორტით შემოსულ ვიზიტორთა წილი 23.7%-ს შეადგენდა. 2020 წლის აპრილში ის 2%-მდე შემცირდა მთლიანად 11 თვეში კი 16.4%-მდე.


2019 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $3.3 მლრდ-ს გადააჭარბა. წლევანდელი მოლოდინი $3.5 მლრდ-ზე მაღალი იყო. საიდანაც $3 მლრდ დაიკარგა. 10 წლის წინ ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი $660 მლნ-ს უდრიდა. წელს მისი მიღწევაც უკვე შეუძლებელია. ამ მასშტაბის ვარდნა ეკონომიკის არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება, თუ არ გამოვყოფთ ცალე ავიაბაზარს, რომელიც პირდაპირ იყო მიბმული ტურიზმზე და ვიზიტორების რაოდენობაზე.



ინფორმაციისა და თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის - IDFI-ს მიერ ჩატრებული კვლევის თანახმად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საკარანტინე სივრცეების დაქირავებაზე 21 მარტიდან 15 ნოემბრის ჩათვლით78 მლნ ლარი დახარჯა. აღნიშნული  საქმიანობის უკეთ განსახორციელებლად 6 ნოემბერს ორგანიზაციას დამატებით35 მლნ ლარი  გამოეყო. სასტუმროების ნაწილმა ნომრების კარანტინად და ნკლებადმძიმე კოვიდინფიცირებულთა მიღებით ზარალის მოცულობა შეიმცირა, თუმცა115 მლნ ლარი საერთო დანაკარგის ფონზე ძალიან მცირედ გამოიყურება, გარდა ამისა ეს ბიუჯეტის, ანუ გადასახადების გადამხდელთა ფულს წარმოადგენდა, რომლის ხარჯვაც ეკონომიკურად როგორც წესი არაეფექტიანია.


რამდენად რეალური იყო 10 მლნ ტურისსტის მოლოდინი? იანვარში საერთაშორისო მოგზაურთა 19.8%-იანი და ტურისტების 18.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მიზანი ამის ნახევარი ზრდის ტემპის შემთხვევაშიც მიიღწეოდა. წლიურად 10%-იანი ზრდის შემთხვევაშიც კი მოგზაურთა რაოდენობა 10.3 მლნ-ს მიაღწევდა, მაგრამ თებერვალში ტურისტების 4%-იანი ზრდის მიუხედავად საერთაშორისო მოგზაურთა 0.7%-იანი კლება დაფიქსირდა, მარტში ვარდნამ 62%-ს მიაღწია, აპრილში - 94.5%-ს და მას შემდეგ დიდად აღარ შეცვლილა.ყოველთვიურად აღრიცხული დაახლოებით 40 000 ტურისტიდან უმრავლესობაც მხოლოდ იმიტომაა ტურისტი, რომ საქართველოში 24 საათზე მეტი ხნით დარჩა.


2019 წელს მსოფლიოში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ 1.46 მლრდ-ს, ინდუსტრიის ბრუნვამ კი $1.7 ტრლნ-ს გადააჭარბა. წელს პირველ 8 თვეში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 70%-ით შემცირდა. წლის ბოლომდე ვარდნის იმავე ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, რაც საეჭვოა, ეს 1.02 მლრდ დაკარგულ ტურისტსა და $1.2 ტრლნ-იან ზარალის ტოლფასი იქნება.


მსოფლიო უკვე შეთანხმდა, რომ 2021 წელს ეკონომიკურად 2019 წლის დონეს ვერ დაუბრუნდება და ეს მხოლოდ 2022 წელს მოხდება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინამ გაამართლა, ან რაიმე სხვა გზით იქნა მიღწეული პოპულაციური იმუნიტეტი. განსხვავებით ეკონომიკის სხვა დარგებიდან ტურიზმს კიდევ 3 წელი დასჭირდება ძველი პოზიციების დასაბრუნებლად. გათვლები ეხება როგორც მსოფლიოს ასევე საქართველოს.

საქართველოს შემთხვევაში ტურიზმის მნიშვნელობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ თუ საქართველოს ეკონომიკა პანდემიამდე მსოფლიო ეკონომიკის 0.02%-ს შეადგენდა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 0.2%-ს უდრიდა. მთელს ეკონომიკაში ის თანაფარდობა რომ ჰქონდეს საქართველოს რაც ტურიზმში ჰქონდა, ქვეყანა 10-ჯერ უფრო მდიდარი იქნებოდა.


საქართველოში პანდემიამდე ტურიზმის წილი ეკონომიკაში 10%-ს შეადგენდა. რაც უმთავრესი მიზეზი გახდა იმისა, რომ საქართველოს - განვითარებადის ქვეყნის მშპ თავისი ზომი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან შედარებით უფრო მეტად შემცირდა, მაგრამ ეს მედლის მხოლოდ ერთი მხარეა. თავის დროზე ტურიზმმა ეკონომიკური ზრდა დააჩქარა და პანდემიის შემდეგაც ის რაც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შენდებოდა და ჩამოიშალა უფრო სწრაფად დაახლოებით 5 წელში აღდგება და სექტორი ეკონომიკურ ზრდაში ისევ პოზიტიურ როლს შეასრულებს.


გიორგი ელიზბარაშვილი

 

 

 


თეგები:
ტურიზმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up