ტურისტების რაოდენობამ გასულ თვეში პანდემიამდელი 2019–ის აგვისტოს 33% შეადგინა

ტურისტების რაოდენობამ გასულ თვეში პანდემიამდელი 2019–ის აგვისტოს 33% შეადგინა

access_time2021-09-07 16:00:11

აგვისტოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 538%-ით 309 ათასამდე გაიზარდა. მათ შორის ვიზიტორთა რაოდენობა 510%-ით 267 ათასამდე, ტურისტების რიცხვი კი 615%-ით 247 ათასამდე. მკვეთრი ზრდის მიუხედავად, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აგვისტოში ტურიზმი დაგეგმილი 50%-ის ნაცვლად მხოლოდ 33%-ით აღდგა.  8 თვიან ჭრილში კი მხოლოდ 26%-ით. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს 754 ათასი ტურისტი ეწვია, გასულ წელს - 35 ათასზე ნაკლები, წელს კი 247 ათასი.


პანდემიამდელ პერიოდშიც და ახლაც, აგვისტო ყველაზე დატვირთული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოში საქართველოში ეპიდსიტუაცია მკვეთრად გაუარესდა და მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით ახალი შემთხვევების რაოდენობით ქვეყანა პირველ ადგილზე გავიდა, ვიზიტორთა რაოდენობა ივლისთან შედარებით 37 ათასით გაიზარდა.


აპრილიდან მოყოლებული 4 თვე ისრაელი პროცენტულად ყველაზე მზარდი სახელმწიფოს სტატუსს ინარჩუნებდა, ივლისში ზრდის ტემპმა 70 ათას პროცენტს გადააჭარბა და ვიზიტორთა აბსოლუტურ რაოდენობაში კი მეხუთე ადგილი დაიკავა. აგვისტოში ისრაელი TOP 15-შიც ვეღარ მოხვდა, რადგან ოფიციალურმა იერუსალიმმა საქართველო წითელ ზონაში შეიყვანა და საკუთარ მოქალაქეებს გამონაკლისი შემთხვევის გარდა საქართველოში მოგზაურობა აუკრძალა.


ვიზიტორების რაოდენობის ზრდის ტემპმა ინდოეთიდან 100 ათას პროცენტს, ქუვეითიდან 200 ათას პროცენტს, ხოლო საუდის არაბეთიდან 1.6 მლნ პროცენტს გადააჭარბა. ამ სამი ქვეყნიდან გასული წლის აგვისტოში საქართველოს სულ 5 ტურისტი ეწვია. ასტრონომიული შვიდნიშნა პროცენტული ზრდის მიუხედავად საუდის არაბეთიდან საქართველოს 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით 24%-ით ნაკლები ვიზიტორი ეწვია.



ყველაზე მეტი - 40 ათასამდე ვიზიტორი საქართველოს აგვისტოში რუსეთიდან ეწვია, 35 ათასი ვიზიტორით მეორე ადგილს თურქეთი იკავებს, 29 ათას ვიზიტორით კი სამეულს უკრაინა ასრულებს. შეერთებულმა შტატებმა საიდანაც 4800%-იანი ზრდა დაფიქსირდა მე-13 ადგილი დაიკავა. ევროკავშირის ქვეყნებიდან კი 6950 ვიზიტორით პოლონეთი ლიდერობს რაც 12 ათას პროცენტიანი ზრდის დამსახურებაა.


აგვისტოში მთავრობის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ვიზიტორთა რაოდენობა 50%-ის ნაცვლად მხოლოდ 25%-ით აღდგა. ვიზიტორებში ტურისტთა რაოდენობა კი 33%-ით.


რვათვიან ჭრილში საქართველოს სულ 1.054 საერთაშორისო მოგზაური ეწვია - გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32%-ით და 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 83%-ით ნაკლები. საერთაშორისო მოგზაურებში ვიზიტორთა რაოდენობა შესაბამისად 27 და 82 პროცენტით 962 ათასამდე შემცირდა, ხოლო მათში ტურისტების რიცხვი 2020 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით 4%-ით და 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 74%-ით 883 ათასამდე შემცირდა.


რადგან საქართველოში ვირუსმა გასული წლის თებერვლის ბოლოს შემოაღწია, 2020 წლის იანვარში ტურიზმის 20%-იანი, თებერვალში კი ნულოვანი ზრდა დაფიქსირდა, სწორედ ამის გამო ბოლო პერიოდში, 400, 500 და 600 პროცენტიანი ზრდის მიუხედავად მიმდინარე წლის ვიზიტორების ჯამური მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს მაინც ჩამორჩება.


რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს პირველ კვარტალში ქვეყანამ $54 მლნ მიიღო, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გასულ წელს პირველ კვარტალში შემოსავალმა $428 მლნ შეადგინა, დანარჩენ სამ კვარტალში კი ჯამში $112 მლნ.


გიორგი ელიზბარაშვილი

თეგები:
ტურიზმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up