ტურისტების გარეშე დარჩენილი სექტორი ადგილობრივი მომხმარებლებისთვის პროცედურებს ამარტივებს

ტურისტების გარეშე დარჩენილი სექტორი ადგილობრივი მომხმარებლებისთვის პროცედურებს ამარტივებს

access_time2020-08-06 13:40:30

გლობალურმა პანდემიამ ყველაზე დიდი გავლენა ტურიზმის სფეროზე იქონია. ამ კუთხით განსაკუთრებულად ავტოგაქირავების კომპანიები დაზარალდნენ, რომლებიც ძირითადად ტურისტულ სეგმენტს ემსახურებოდნენ. არსებულ პრობლემებზე „კომერსანტს“ ავტოგაქირავების საერთაშორისო კომპანია „ჰერცის“ ოპერაციული მენეჯერი დავით ჯანბერიძე ესაუბრა.


„კომპანიის საქმიანობაზე პანდემიამ უარყოფითად იმოქმედა. ჩვენი მომხმარებლების 90% ტურისტები იყვნენ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კუთხით მუშაობა საერთოდ გაჩერდა. რაც შეეხება მეორე სეგმენტს, რომელსაც კორპორატიული კლიენტები წარმოადგენენ, ამ მხრივაც პროცენტულმა მაჩვენებელმა იკლო, თუმცა არ შეჩერებულა. რომ შევაჯამოთ, მოკლევადიან გაქირავებაში, რომელიც ტურიზმზე არის ორიენტირებული, მომხმარებელთა მაჩვენებელი 98-99%-ით შემცირდა, ხოლო კორპორატიულ სეგმენტში - 40-50%-იანი კლებაა. გარდა ამისა, კომპანიის ხელმეორედ გახსნამდე, კადრების შემცირებისა და მანქანების ნაწილის გაყიდვის საკითხიც დადგა. თუმცა, ამის საჭიროება აღარ ყოფილა და ამ ეტაპზე, თანამშრომლების მცირე ნაწილი უხელფასო შვებულებაში იმყოფება“, -განმარტავს დავით ჯანბერიძე.



დავით ჯანბერიძის ინფორმაციით, ადგილობრივების მხრიდან მსგავსი ტიპის ავტომომსახურებაზე ინტერესი დიდია, თუმცა კომპანიის რთული რეგულაციებიდან გამომდინარე, მათთვის ეს სერვისი ხელმისაწვდომი არ აღმოჩნდა. „ჰერცის“ სამომავლო გეგმების შიდა ტურიზმის განვითარებაზე მიმართვის საბაბი სწორედ ეს პრობლემა გახდა.




პირველ რიგში, ვგეგმავთ ქართულ სეგმენტზე ორიენტირებას. ვაპირებთ რეგულაციების გამარტივებას, რადგან ადგილობრივებმაც შეძლონ ჩვენი მანქანებით სარგებლობა და სასტუმროებთან ერთად საერთო სტრატეგიის შემუშავება გვსურს“, - აცხადებს Hertz-ის ოპერაციული მენეჯერი.


Hertz-ი ავტოგაქირავების საერთაშორისო კომპანიაა, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 147 ქვეყანაში 8 100-ზე მეტი ავტომობილების გასაქირავებელი ლოკაცია აქვს. საქართველოში კომპანია 2000 წლიდან ოპერირებს, რომელმაც ქართულ ბაზარზე გამორჩეული და სანდო რეპუტაცია შეიქმნა.


ანი ცარციძე



თეგები:
ჰერცი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up