ტურისტები მთიან აჭარაში ახალ ტურისტულ მარშრუტებზე იმოგზაურებენ

ტურისტები მთიან აჭარაში ახალ ტურისტულ მარშრუტებზე იმოგზაურებენ

access_time2019-05-15 18:30:39

მთიანაჭარაში მოგზაურობის მსურველებს წელს საინტერესო ეკოტურისტული, სათავგადასავლო და საფეხმავლო ტურისტული მარშრუტები ელოდებათ. ახალი ტურისტული მარშრუტების და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ხულოში გამართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ადგილობრივები და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.


ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირება დასრულებულია, სადაც მოგზაურებს 3 დღიანი წრიული მარშრუტების გავლა ცენტრალურ გზაზე ჩამოსვლის გარეშე მოუწევთ. ამას ემატება არსებული ტურისტული მარშრუტებიც, რომელთა განვითარებაც ეტაპოპრივად ხორციელდება.


ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის წრიული მარშრუტი
ხულო-თაგო-სხალთის საფეხმავლო მარშრუტი
ხულო-სხალთა-ხიხანის სათავგადასავლო მარშრუტი
გოდერძი-მწვანე ტბა-ბეშუმის ტურისტული მარშრუტი


წელს, იწყება ხულოს ცენტრთან ახლომდებარე სოფლების ტურისტული პოტენციალის დეტალური კვლევა და ტურისტული ბილიკების მარკირების პროექტების მომზადება.



მარკირების პროექტების ფარგლებში მოხდება ტურისტულად საინტერესო ადგილების ინვენტარიზაცია, ძეგლების, ძველი არქიტექტურისა და ისტორიული ადგილების, ჩანჩქერების, საპიკნიკე-საკარვე ადგილების, საოჯახო სასტუმრო სახლების შესწავლა, დასურათება და ტურისტულ რუკებზე დატანა. მათ შორის მოხდება სოფლების ერთმანეთთან დამაკავშირებელი ბილიკების მარკირება.


„უმნიშვნელოვანესია ყველა ის პროექტი, რომელსაც მთიან აჭარაში ვანხორციელებთ და რომლის მიზანიცაა ვაქციოთ აჭარა ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებად. ჩვენი გამოკითხვებით, სწორედ ის ავთენტური გარემო და კულტურა იზიდავს უცხოელ ტურისტებს რეგიონში მოგზაურობისას. გასულ წელს, 124%-იანი ზრდა გვქონდა მთიანაჭარაში, ჯამში კი ჩვენს მიერ მარკირებულ ტურისტულ მარშრუტებზე დაახლობით 250,000 ტურისტმა იმოგზაურა. ბუნებრივია, გავაგრძელებთ ტურიზმის სტიმულირებას და მხარდაჭერას იმ ტურისტულ ადგილებში, რომლებიც მიმზიდველია ტურისტებისთვის. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მთიან აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიმართულებითაც. ამ ეტაპზე ინგლისური ენის სწავლება და მზარეულების პრაქტიკული ტრენინგები მიმდინარეობს კურორტზე „გოდერძი“, დანისპარაულსა და დაბა ხულოში, რომლის მონაწილეებსაც ჩვენ დღეს შევხვდებით და 2019-2020 წლის პრიორიტეტებს გავაცნობთ“,- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.


avianews.ge


თეგები:
აჭარა



“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ

“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ
access_time2019-05-20 19:00:52
...

Google Amazon-ს კონკურენციას გაუწევს

Google Amazon-ს  კონკურენციას გაუწევს
access_time2019-05-20 20:00:13
რამდენიმე დღის წინ Google-მა განაახლა სერვისები, რომლებიც დაკავშირებულია ონლაინ ვაჭრობასთან. განახლებული Google Shopping და Google Express დაეხმარება კლიენტებს საქონლის მოძიებაში და ფასების შედარებაში სხვადასხვა გამყიდველებთან. ექსპერტების აღნიშნავენ, რომ ეს არის ახალი ტენდენცია - Google აქტიურად იწყებს ბრძოლას ონლაინ-ვაჭრობის ბაზარზე პირველობისთვის. 16 წლის წინ კომპანიამ, რომელიც ჯერ ბირჟაზეც კი არ იყო გასული,...

კრისტინ ლაგარდი: „საქართველოს ეკონომიკის ზრდა შეიძლება იყოს და უნდა იყოს უფრო მაღალი

კრისტინ ლაგარდი: „საქართველოს ეკონომიკის ზრდა შეიძლება იყოს  და უნდა იყოს უფრო მაღალი
access_time2019-05-20 15:11:57
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის კრისტინ ლაგარდის აზრით, საქართველოს ეკონომიკისთვის გამოწვევაა ნებისმიერი დაძაბულობა ვაჭრობის სფეროში და რეაგირების ასპექტების, ბერკეტების არქონა, რაც მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს. ასე უპასუხა ლაგარდმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას - „რა ფაქტორები აფერხებენ საქართველოს ეკონომიკის უფრო სწრაფ...

მამუკა ბახტაძე - მზად ვართ სავალუტო ფონდთან კიდევ უფრო ამბიციურ პროგრამებში თანამშრომლობისთვის

მამუკა ბახტაძე - მზად ვართ სავალუტო ფონდთან კიდევ უფრო ამბიციურ პროგრამებში თანამშრომლობისთვის
access_time2019-05-20 15:00:32
გაფართოებული დაფინანსების შესახებ პროგრამის დასრულების შემდეგ, ვაპირებთ კიდევ უფრო მეტად აქტიურ თანამშრომლობას, უფრო ამბიციურ პროგრამაზე და ჩვენ ამისთვის ვართ მოტივირებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან, კრისტინ ლაგართან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ არსებული პროგრამა, რომელიც სამწლიანია, საქართველომ წინმსწრებით დაასრულა და ერთი წლით ადრე პროგრამის დასრულებამდე, პროგრამით...

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“
access_time2019-05-20 18:00:16
„საპენსიო რეფორმის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხდება ამ რესურსების მართვა,“— ასე აფასებს  2019 წლის 1 იანვარს ამოქმედებულ  საპენსიო რეფორმას საქართველოს ყოფილი ყოფილი ვიცე პრემიერი, ყოფილი პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია „კომერსანტთან“  ექსკლუზიურ ინტერვიუში. როგორც ბასილია განმარტავს, მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია. მისივე...


მსგავსი სიახლეები

up