თუკი ბიზნესი ვერ ახორციელებს პროექტს, სახელმწიფოს ჯერ მიზეზებში გარკვევა მართებს - KTW

თუკი ბიზნესი ვერ ახორციელებს პროექტს, სახელმწიფოს ჯერ მიზეზებში გარკვევა მართებს - KTW

access_time2021-06-28 17:00:04

25 ივნისს, საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენის დროს, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ კითხვები KTW ხობის საქმიანობასთან დაკავშირებით გააჟღერა.


„კომერსანტი“ დეტალებისთვის KTW ჯგუფს დაუკავშირდა.   როგორც კომპანიის დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე განმარტავს, საუბარია „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში, სამეგრელოში, კერძოდ, ხობში თხილის ქარხნის ასაშენებლად განკუთვნილ მიწაზე, რომლის აშენების ვალდებულებაც 2019 წლისთვის კომპანიამ აიღო. ამ პერიოდის განმავლობაში  ვალდებულების გადავადების მოთხოვნით KTW ჯგუფმა ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრ გიორგი გახარიასთან დაიწყო მოლაპარაკებები და ამავე საკითხზე მას უკვე  პრემიერ-მინისტრის რანგშიც მიმართა.  კომპანიამ გიორგი გახარიასგან  სიტყვიერი დაპირება მიიღო, რომ ორი წლით მშენებლობის ვალდებულება გადავადდებოდა და კომპანიას ჯარიმა არ დაეკისრებოდა - რაც საბოლოოდ ვერ შესრულდა.


KTW ხობს „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტში, აიეტის დასახლებაში 12 ჰა მიწის ნაკვეთი ვალდებულებებით გადმოეცა. აღსანიშნავია, რომ დეპუტატმა წითლიძემ ეს მონაცემი დაამახინჯა -  მისი განცხადებით, KTW ხობს შეძენილი ჰქონდა  120 ჰა მიწის ნაკვეთი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ეს ტერიტორია კომპანიამ სახელმწიფოსგან 1.4 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით მიიღო. ინვესტიციის განხორციელებას ხელი არაერთმა ფაქტორმა შეუშალა, მათ შორის, სამეგრელოში ფაროსანას შემოსევამ და სოკოვანი დაავადებების გავრცელებამ, რითაც 2 წლის განმავლობაში მოსავალი სრულად განადგურდა. ამ პირობებში არათუ ახალი ქარხნის აშენება, არამედ არსებული ქარხნებიც კი ვერ ახერხებდნენ ფუნქციონირებას. ამასთან ერთად, ეს იყო დრო, როდესაც  კორონავირუსის პანდემია  მძვინვარებდა და მსოფლიოში ეკონომიკა სრულად გაჩერებული იყო. შესაბამისად, კომპანიამ პირველად პრიორიტეტად თხილის პლანტაციების გაშენება და ამ პლანტაციებში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება დაისახა. ვინაიდან, თხილის საწარმოს მშენებლობა მიზანშეწონილი მხოლოდ თხილის პლანტაციების სათანადოდ გამართვისა და მოსავლის მიღების შემდგომ  იქნებოდა, – აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.



მისივე განცხადებით, კომპანიამ ვალდებულების შესრულების გადავადების პირობა სახელმწიფოსგან ორჯერ მიიღო. პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიასთან შედგა მოლაპარაკება, რომ 240 000 ლარის გადახდის შემთხვევაში, კომპანიას ხელშეკრულების ვადა გაუხანგძლივდებოდა. ნაცვლად დაპირების შესრულებისა, აღნიშნული საკითხის განხილვა მთავრობის სხდომაზე ჩავარდა და კომპანიას 2020 წელს დაეკისრა ჯარიმა 1.8 მილიონი ლარის ოდენობით.



მაშინ პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია იყო და მივიღეთ სიტყვიერი დაპირება - ჩვენ შევასრულებდით ჩვენს პირობას, ხოლო ჯარიმა არ დაგვერიცხებოდა, ვადა კი გადაიწევდა ორი  წლით. ასევე კომპანიამ საგარანტიო ჯარიმა - 145 670 ლარის ოდენობით დამატებით გადაიხადა.  




KTW ჯგუფი არის კომპანია, რომელსაც არაერთი ინვესტიცია აქვს განხორციელებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ეს პროექტიც ჩვენთვის ერთგვარი გამოწვევა იყო.  ხობში იმ მიწის გვერდით,  დაუმუშავებელი და აუთვისებელი მიწა შევიძინეთ, სადაც ბუჩქნარი იყო. ავიღეთ ვალდებულება, რომ გავაშენებდით თხილს.  ჩვენ ამ პერიოდში გავაშენეთ ერთ-ერთი სანიმუშო და სამაგალითო თხილის ბაღი 207 ჰექტარზე და პროექტში 3,8 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩავდეთ, ვალდებულება კი 1,1 მილიონ ლარს შეადგენდა. ნაცვლად მადლობისა, ჯარიმა გადავიხადეთ, რითაც სახელმწიფომ სარგებელი მიიღო და ქონების ეროვნულ სააგენტოს ხელშეკრულების გაუქმების საფუძველზე, მიწა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა  დაუბრუნდა.



ხობის მიწაზე ჩვენი ვალდებულება იყო 1,4 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება. კითხვა მაქვს - როგორ შეიძლება იყოს ჯარიმა 1,8 მილიონი ლარი, ეს ხომ არამართლზომიერია და გონივრული პირგასამტეხლოს რაოდენობას სცდება.  ჩვენ არანაირი ზარალი არ მიგვიყენებია სახელმწიფოსთვის.  


როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ეს პერიოდი ფორსმაჟორული იყო თხილის ბიზნესისთვის და სახელმწიფოს მხრიდან ეს პროცესები სათანადოდ უნდა ყოფილიყო აღქმული.


ამავდროულად, ხაზი მინდა გავუსვა შემდეგ გარემოებას, რომ KTW ჯგუფი უკვე 4 წელიწადია, დავაშია ფინანსთა სამინისტროსთან 2,5 მილიონი ლარის უკუდაბეგვრის დღგ-ს  ჩათვლასთან დაკავშირებით, რომელიც 2015 წლის ივლისიდან რეალურად გადასახადი არ არის. სამინისტროს ამ გადაწყვეტილებით საკუთარ ფინანსებზე წვდომა შეუზღუდა. შესაბამისად, როდესაც ერთი სამინისტრო  გედავება 1,8 მილიონი ლარის ჯარიმის გადახდაზე  და ამასთან, ფინანსთა სამინსიტროს აქვს შენი ვალი და ეს დავა 4 წელია იწელება -  მაქვს ლეგიტიმური  შეკითხვა, რატომ გვაკისრებს ერთი სამინისტრო უსამართლოდ ჯარიმის გადახდის ვალდებულებას, მეორე სამინისტრო კი, გვიბლოკავს კუთვნილ თანხებს.



თუკი ბიზნესი ვერ ახორციელებს პროექტს, სახელმწიფოს მართებს გაერკვეს მიზეზებში და შესაძლებლობების ფარგლებში ხელი შეუწყოს ინვესტიციის განხორციელებას, სწორედ ამაში მდგომარეობს პროექტის - „აწარმოე საქართველოშის“ არსი. განვითარება და ეკონომიკური კეთილდღეობა სახელმწიფოს მხრიდან სწორი კომუნიკაციისა და გონივრული ნაბიჯების შედეგად მიიღწევა“, -
  აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.



მარიამ მორგოშია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up