„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე

„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე

access_time2020-02-29 10:00:09

კონსორციუმს ზღვის აკვატორია მივეცით, გამოვისყიდეთ მიწები, პასუხისმგებლობა გვქონდა რომ რკინიგზა და გზა შეგვეყვანა, საუბარი იყო იმაზე,რომ იქნებ ტვირთების გარანტიაც მოგცეთო. თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება,- განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პაატა კვიჟინაძემ. მან გადაცემაში ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხზე ისაუბრა.


კვიჟინაძის თქმით, პორტი ეფექტური იქნება იმ შემთხვევაში, თუ მასში კაპიტალს ამერიკა, ევროკავშირი და ჩინეთი ჩადებენ.


ანაკლიის პორტის აშენების იდეა ახალი არ არის, ჯერ კიდევ, კომუნისტების დროს იდგა ეს საკითხი დღის წესრიგში. თუმცა, იმ დროისთვის არსებულ მოთხოვნებს ბათუმისა და ფოთის პორტები სრულად აკმაყოფილებდა,დღესაც, ბათუმისა და ფოთის მცირედი მოდერნიზაციის შემთხვევაში 3-4 ჯერ გაიზრდება ტვირთბრუნვა.- ამბობს პაატა კვიჟინაძე. როგორც მან გადაცემაში აღნიშნა, ქვეყანამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს ჩინეთიდან ტვირთის საქართველოს გავლით ევროკავშირში შეტანის ინიციატივებს.



ქვეყანა დაიქცევა, თუ ეს პორტი არ გაკეთდება- ასე საკითხი არ დგას. ჩინეთი ევროპასთან ვაჭრობს 600 მილიარდ დოლარს, ძალიან კარგი იქნება ამ ტვირთის 5-10 % რომ წამოვიდეს, მეტს ვერც შევძლებთ დღევანდელი რესურსებით. ამიტომ ჩვენ უნდა ვიბრძლოთ ამისთვის. თუ კი ევროპა და ჩინეთი არ დაინტერესდება,რომ ჩვენ მხარეს გადმოზიდოს ტვირთი, გაგვიჭირდება ტვირთების მოზიდვა. ანაკლიის პორტი ძალიან კარგია და მივესალმები, თუმცა ვფიქრობ,რომ ის იდეალურად იმუშავებს იმ შემთხვევაში, თუ მასში ჩადებული კაპიტალი იქნება ამერიკის, ევროკავშირის, ჩინეთის, იმ ქვეყნების, ვინც იმოძრავებს,- აღნიშნავს კვიჟინაძე.


მოამზადა ნათია კეკენაძემ 




საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა
access_time2020-04-04 22:31:55
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ...

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს
access_time2020-04-04 16:25:37
...

15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო
access_time2020-04-04 20:00:09
მსოფლიოში 15 ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიაა. მათგან 12 კორონავირუსის პანდემიის პასუხად საჯარო ღვთისმსახურებებს ერისკაცთა გარეშე, დახურულ კარს მიღმა აღასრულებს. 1-ის, სერბეთის ეკლესიის პოზიცია ბუნდოვანია - მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილი ეპისკოპოსის, მილუტინის წესის აგებას მრევლი არ ესწრებოდა. 2-ის - საქართველოსა და პოლონეთის ეკლესიები ერისკაცებისთვის ღვთისმსახურებებს არ ხურავენ და არც ზიარების წესს ცვლიან. ხსენებული პრევენციული ზომით პანდემიის...

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-04-04 12:58:05
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ​თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჟურნალისტებს...

უცხოური მედია: ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა

უცხოური მედია: ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა
access_time2020-04-04 12:20:41
  ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება და შედეგად, მიიღო ზომები, რამაც დადებითი შედეგები მოუტანა შესაბამის ქვეყნებს. ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მხრიდან ამ ადრე რეაგირებას და მტკიცე გადაწყვეტილებას, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უდიდესი შეფასება მისცა, მოჰყვა ადრეულ ეტაპზე ყველა ხალხმრავალი სპორტული და კულტურული...


მსგავსი სიახლეები

up