„თუ ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი გაუარესებულია, მარტო ინტერვენციებით ლარის კურსს ვერ დავიჭერთ“

„თუ ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი გაუარესებულია, მარტო ინტერვენციებით ლარის კურსს ვერ დავიჭერთ“

access_time2021-05-09 10:00:27

“ეროვნულ ბანკს ცუდს და უარესს შორის არჩევანი უნდა გაეკეთებინა, შესაბამისად ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გზა აირჩია, რომელიც სამწუხაროდ არც ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს და ლარში არსებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს გაზრდის “-  ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემაში პროფესიონალები „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელმა გიორგი კეპულაძემ ისაუბრა. მისივე თქმით რეფინანსირების განაკვეთზე უკვე 125 000 სესხია მიბმული, რაც მომავალში საპროცენტო განაკვეთებსაც შეეხება და რა თქმა უნდა ეს უარყოფითად აისახება მათზე ვისაც სესხი ლარში აქვთ აღებული.


“ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ინფლაციაზე და ზოგადად ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, 2021 წლის ბოლომდე, გრძელვადიან პერიოდში რეფინანსირების განაკვეთის მნიშვნელოვან შემცირებას არ ველოდები. ამისთვის საჭიროა, რომ ქვეყანა გაიხსნას, ეკონომიკა ამუშავდეს, ტურისტი შემოვიდეს, ლარი გამყარდეს და ზოგადად ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდეს. ამის შემდეგ ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საფუძველი ექნება, რითაც ეკონომიკაში მეტი ფულის გაშვებას და დაბანდებას მისცემს სტიმულს. 


გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ინფლაციაზე, ასევე იმაზე თუ როგორ ჩაივლის ვაქცინაციის პროცესი, რამდენად სწრაფად შევძლებთ ქვეყნის გახსნას.”- აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.


კეპულაძის თქმით, რეფინანსირების განაკვეთის 1%-ით ზრდა საკმაოდ მკაცრი ნაბიჯი იყო, თუმცა ფასების სტაბილურობისთვის სხვა გზა არ არსებობდა. 


“შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზეც, რომ ეროვნულ ბანკს შეეძლო რეფინანსირების  განაკვეთის ნელ-ნელა გაზრდა, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც იგივე შედეგს მივიღებდით, განსხვავება ის იქნებოდა, რომ უბრალოდ ნელ-ნელა შევეგუებოდით ზრდას.” -  აღნიშნა გიორგი კეპულაძემ. 


რაც შეეხება ეროვნული ბანკის ინტერვენციებს, გიორგი კეპულაძის თქმით, ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად და ლარის კურსის გასამყარებლად ეროვნულ ბანკს ბევრი ბერკეტი არ გააჩნია, ინტერვენციები კი მოკლევადიანი ეფექტის მომტანია.


“თუ ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრები გაუარესებულია მარტო ინტერვენციებით ლარის კურსს ვერ დავიჭერთ. ზოგადად ვისურვებდი, რომ აქცენტი მთავრობის პასუხისმგებლობაზე და მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე გაკეთდეს, რადგან ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორების ან გაუარესების ბერკეტი მთავრობას გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე ეროვნულ ბანკს. ვხედავთ რომ ეს ინტერვენციები მხოლოდ მოკლევადიან ეფექტს ახდენს და გრძელ ვადაში როდესაც ქვეყანას სავალუტო შემოდინების კუთხით მილიარდობით დოლარი დააკლდა, ძალიან რთულია, რომ ჩვენი წილი ლარის კურსში რეზერვები დავიჭიროთ.


პირველ რიგში მგონია რომ ვაქცინაციის სწრაფად წარმართვის და ქვეყანაში ვაქცინის დროულად შემოტანის შანსი ხელიდან გავუშვით, ჩვენ  შეგვეძლო პატარა  ქვეყნის  უპირატესობა გამოგვეყენებინა, ვეხედავთ, რომ  ახალგაზრდებში  აცრის ბევრი მსურველია, თუმცა ახლა  გვაქვს  ერთი  ტიპის  ჩინური  ვაქცინა და ისიც არასაკმარისი რაოდენობის” -  აღნიშნა კეპულაძემ.


კეპულაძის თქმით ეკონომიკის გაჯანსაღების ხაზი ვაქცინაციის პროცესის სწრაფად  წარმართვაზე და რეგულაციების მოხსნაზე გადის. 


თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up