თუ ხელისუფლება არ დაგვიდგა გვერდით, ამ ნიშას რომელიმე მეზობელი ქვეყანა აითვისებს - რას ითხოვენ ავტო-იმპორტიორები მთავრობისგან

თუ ხელისუფლება არ დაგვიდგა გვერდით, ამ ნიშას რომელიმე მეზობელი ქვეყანა აითვისებს - რას ითხოვენ ავტო-იმპორტიორები მთავრობისგან

access_time2021-02-08 21:00:00

თუ ხელისუფლება არ დაგვიდგა გვერდით, ეს ბიზნესი მოკვდება და რომელიმე მეზობელი ქვეყანა აითვისებს ამ ნიშას, რომლის ბრუნვაც ასეულობით მილიონი დოლარია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ავტო-იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა დარბაისელმა განუცხადა. მისი თქმით, პანდემიის გამო ძალიან ბევრმა კომპანიამ ოპერირება უკვე შეაჩერა.


„ეკონომიკის სამინისტროს და პარლამენტს უკვე მეორედ მივმართეთ წერილით, პირველზე პასუხი რომან კაკულიასგან მივიღეთ, რომ ჩვენ საქართველოს ავტოიმპორტიორებს უნდა გაგვეთვალა კორონასგან გამოწვეული ეკონომიკური რისკები. არადა, დიდი ქვეყნების ეკონომიკებმა და მსოფლიოში ყველაზე დიდმა კომპანიებმა ვერ შეძლეს ამ რისკების გადაზღვევა. ახლა, ვითხოვთ 1 000 ლარიანი ჯარიმების განულებას, პირველი მაისის შემდეგ შემოყვანილი ავტომობილებისთვისაც განბაჟების ვადამ გადაიწიოს 2021 წლის ბოლომდე. ჩვენ ვიყავით ძალიან დიდი კონტრიბუტორი ბიუჯეტში და თუხელისუფლება არ დაგვიდგა გვერდით, ეს ბიზნესი მოკვდება და რომელიმე მეზობელი ქვეყანა აითვისებს ამ ნიშას, რომლის ბრუნვაც ასეულობით მილიონი დოლარია.


ჩვენ ვავსებდით სახელმწიფო ხაზინას. წლების განმავლობაში ჩვენ არ გვითხოვია შეღავათები, ახლა ვითხოვთ მინიმალურ შეღავათებს იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ბიზნესი, ჩვენი ოჯახები და ბიუჯეტში შევიტანოთ ფული“, - განაცხადა დარბაისელმა.



ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა საავტომობილო ბიზნესი. შემცირდა როგორც შიდა რეალიზაცია, ასევე რეექსპორტიც. უფრო კონკრეტულად, საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის ბაზარმა 2020 წელს 404,1 მლნ დოლარი შეადგინა. ეს კი 44.8%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. მაშინ რეექსპორტიდან შემოსავალი 732,8 მლნ დოლარი იყო.



BPN.GE









LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...


მსგავსი სიახლეები

up