თუ ხარისხიანი თხილი მივიღეთ,  მისი ფასი 5 ლარიდან 7 ლარამდე იქნება - თხილის მეწარმეთა ასოციაცია

თუ ხარისხიანი თხილი მივიღეთ, მისი ფასი 5 ლარიდან 7 ლარამდე იქნება - თხილის მეწარმეთა ასოციაცია

access_time2019-07-17 16:30:18

მოსავლის აღებამდე რამდენიმე წამლობა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მოსავალს და ჩვენ იმედიანად ვართ.  მინდა მოვუწოდო ფერმერებს მინიმუმ ერთი წამლობა ჩაატარონ, რადგან ჯერ კიდევ არის საფრთხე, როგორც ფაროსანას მომრავლების, ასევე დაავადების გაძლიერების. ასე აფასებს წლევანდელ თხილის მოსავალს თხილის მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი თოდუა. 



წელს თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში თხილის მოსავლის გაორმაგებას ელოდებიან, შარშანდელი არასახარბიელო შედეგების შემდეგ ფაროსანასა და თხილის დაავადებების წინააღმდეგ განხორციელებული პროგრამების შედეგად თხილის მოსავლის ხარისხი და რაოდენობა გაიზარდა, თუმცა როგორც ასოციაციაში აცხადებენ, დაავადების საფრთხეს არ ჩაუვლია და მნიშვნელოვანია მოსავლის აღებამდე სქემით გათვალისწინებული შეწამვლა  ყველა ფერმერმა განახორციელოს.



„თხილის მოსავალი წესით და რიგით მინიმუმ უნდა გაორმაგდეს და 30-დან 40 ათას ტონამდე თხილს  ველოდებით მთელს საქართველოში. ეს ვარაუდი ეყრდნობა ჩვენი წევრი ფერმერების სტატისტიკასა და არაწევრების მოსავლის სტატისტიკასაც, რომლებიც ამავე დროს ჩვენი არაპირდაპირი ბენეფიციარებიც არიან.  მიუხედავად იმისა, რომ საგრძნობლადაა შემცირებული თხილთან დაკავშირებული ეს პრობლემები,  უკვე განხორიცელებული შეწამვლები  საკმარისი არ არის  და სასურველია ფერმერები ბოლომდე მიჰყვნენ სქემას. შესაძლოა ასე ორჯერ და სამჯერ მეტი მოსავალიც მივიღოთ.“ - აცხადებს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი თოდუა.



რაც შეეხება იმას, თუ რა ეღირება წელს თხილი, გიორგი თოდუა ვარაუდების გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა ხარისხიანი მოსავლის შემთხვევაში ამბობს, რომ თხილის ფასი 5-დან 7 ლარამდე იქნება.



„ფასები დამოკიდებულია თურქულ ბაზარზე და ძირითად მომწოდებლებზე, შესაბამისად ჯერ ვერ გეტყვით რა ღირებულება ექნება თხილს.  ასევე ფასი დამოკიდებულია ხარისხზე - იყო სამლარიანებიც, იყო ორლარიანებიც და მეტიც. ეს გამოითვლება გამოსავლიანობის პროცენტული მაჩვენებლით - შეიძლება თხილი იყოს 40 პროცენტიანი გამოსავლიანობით , ეს ნიშნავს, რომ 1 კილოგრამიდან 400 გრამი არის კარგი თხილის გული, ამას უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე 30 პროცენტიანს.  თუ წელს იქნება ხარისხიანი მოსავალი მაშინ 5-დან 7 ლარამდე იქნება ფასების მერყეობა. ეს ვარაუდის დონეზეა რადგან ფასწარმოქმნა რთული პროცესია.  




დღესდღეობით ჭყინტი თხილი უკვე იყიდება ქუჩაში, თუმცა მცირე რაოდენობის და მხოლოდ სასუნავის დანიშნულებით, მისი ფასი 2-დან 3 ლარამდე მერყეობს. აგვისტოს 10 რიცხვისთვის იქნება დარეგულირებული მსოფლიო ფასები, ახლა რაც ხდება ეს არ არის დაკავშირებული მსოფლიო ფასებთან,“ - აცხადებს ასოციაციის თავმჯდომარე



როგორც ცნობილია,  გასულ წელს 2017 წელთან შედარებით თხილის ექპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. კითხვაზე, რამდენად აქვს წელს ექსპორტის გაზრდის პოტენციალი ადგილობრივ თხილს, ამაზე გიორგი თოდუა აცხადებს, რომ მუშაობა ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს, თუმცა გარკვეული ტექნიკური საშუალებების დახმარებით კარგი მოსავლის შემთხვევაში, ხარისხიანი თხილის ექპორტის პოტენციალი გაიზრდება.



„ექსპორტის მიმართულებით თხილს დიდი პოტენციალი  აქვს და ამაზეც ვმუშაობთ. მიმდიანრე წელი არის ძალიან მნშვნელოვანი, იმ შემთხვევაში თუ იქნება კარგი მოსავალი ჩვენ გაორმაგებაზეც აუცილებლად ვიმუშავებთ, ამას სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები სჭირდება - სასუქები, ქარსაფარები, მელიორაციები და ასე შემდეგ.“ - აღნიშნა გიორგი თოდუამ.



საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ, USAID-თან, „ფერეროსთან“ და სოფლის მეურნოების სამინისტროსთან ერთად განახორციელა „საქართველოს თხილის გადარჩენის პროგრამა“. პროექტის ფარგლებში ასოციაციში გაწევრიანდა 16 ათასზე მეტი მცირე და საშუალო თხილის პლანტაციების მფლობელი ფერმერი.  დამატებით იქნა გამოყოფილი კონსულტანტები და შეიქმნა ფერმერთა ჯგუფები. ჯგუფებს ჰყავთ ლიდერები და აგრო-კონსულტანტი ვალდებულია ადგილზე მივიდეს და ჩაუტაროს მათ ტრენინგები, ვორკშოპები და მისცეს რეკონენდაციები.  პროგრამის ფარგლებში 1500 ფერმერს დაურიგდა შესაწამლი პარატები და მიეცათ წვდომა პესტიციდებთან. ასევე ამუშავდა საშრობები მოსავლის დროულად გასაშრობად.  ხალხი ჩაერთო  როგორც ფაროსანას,  ასევე დავადებების წინააღმდეგ შეწამლაში.



შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ქართული თხილის ექსპორტი, 2017 წელთან შედარებით, 30,5%-ით შემცირდა. შედეგად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, პირველად მოხდა, რომ თხილი საქართველოს საექსპორტო პროდუქციის ათეულში ვერ მოხვდა.



საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს თხილის ექსპორტიდან შემოსულმა თანხამ 57 მლნ 665,5 ათასი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საექსპორტო პროდუქციიდან შემოსული თანხის 1,7%-ს შეადგენს.



მარიამ მორგოშია





„სამუშაო ადგილების შენარჩუნება, საკმაოდ რთული იქნება - ასე თუ გაგრძელდა, ბევრი კომპანია დატოვებს ბაზარს და სავაჭრო ობიექტებიც დაიკეტება“

„სამუშაო ადგილების შენარჩუნება, საკმაოდ რთული იქნება - ასე თუ გაგრძელდა, ბევრი კომპანია დატოვებს ბაზარს და სავაჭრო ობიექტებიც დაიკეტება“
access_time2020-09-26 20:00:53
„სავაჭრო კომპანიების 90%, დღეის მდგომარეობით, ზარალში იმყოფება,“- ამის შესახებ „აი სი არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია,...

პანდემია და სეზონური გრიპი - ევროპა საფრთხის წინაშეა

პანდემია და სეზონური გრიპი - ევროპა საფრთხის წინაშეა
access_time2020-09-26 18:00:13
ზაფხულის დასრულების შემდეგ, ევროპა მნიშვნელოვანი პრობლემისა და საფრთხის წინაშეა. აგვისტოს ბოლოდან კოვიდ19-ის შემთხვევებმა სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვნად იმატა. პანდემიას სეზონური გრიპიც ერთვის თან, რაც ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების თქმით, რეალური საფრთხეა და საჭიროა...

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და საარჩევნო შტაბის უფროსს წარმოდგენა არა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე

 პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და საარჩევნო შტაბის უფროსს წარმოდგენა არა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე
access_time2020-09-26 11:28:24
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოში მშპ-ს ზრდის შესახებ. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი არასწორად, მიმდინარე ფასებში დათვალა და თქვა, რომ...

სექტემბერში საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა

სექტემბერში საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა
access_time2020-09-26 16:00:42
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი სექტემბრისათვის 30.93 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 392.65 მლნ ლარით, ანუ 1.29%-ით მეტია პირველი აგვისტოსთვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.28%-ით მეტი). აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 563.69 მლნ ლარით, ანუ 4.04%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.05%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 171.04 მლნ ლარით, ანუ...

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე
access_time2020-09-25 19:30:42
„ლელოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებას „კომერსანტთან“ საუბრისას პასუხობს, რომლის თქმით, „ლელო საქართველოსთვის ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივა, რომელიც მევახშეობის აკრძალვას მოიცავს, „მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს ჰგავს, რომლის შინაარსიც დაწერილი არ არის და თანაც, განძის კუნძულია ალბათ, სადღაც აღმოჩენილი“. „იმის ნაცვლად რომ ქვეყნის...


მსგავსი სიახლეები

up