„თუ ვირუსის გამო დაწესებული აკრძალვები ისევ გაგრძელდა, სექტორში  2008 წლის კრიზისული პერიოდი განმეორდება“-თორნიკე აბულაძე

„თუ ვირუსის გამო დაწესებული აკრძალვები ისევ გაგრძელდა, სექტორში 2008 წლის კრიზისული პერიოდი განმეორდება“-თორნიკე აბულაძე

access_time2020-04-28 14:00:03

ანტიკრიზისულ გეგმაში, რომელიც მთავრობამ რამდენიმე დღის წინ წარადგინა, საუბარი არ ყოფილა სამშენებლო სექტორზე.სფერო, რომელმაც  2008 წლის კრიზისის შემდეგ გამართული ფუნქციონირება შეძლო, დღეს კორონავისუსის პრევენციის მიზნით დაწესებული აკრძალვების გამო შეჩერებულია.აღმოჩნდება თუ არა მთავარი წინაღობა სამშენებლო ბაზრისათვის covid-19, მენაშენეებს  ჯერ ამაზე საუბარი უჭირთ.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა  რა მდგომარეობაა დღეს სექტორში,არის თუ მთავრობის მიერ წარდგენილი გეგმა მათზე მორგებული და როგორ გაგრძელდება სამშენებლო პროცესები ქვეყნის მასშტაბით.

 

„მენაშენეთა ასოციაციის“ წარმომადგენლის  თორნიკე აბულაძის განცხადებით,  თუ ვირუსის გამო დაწესებული აკრძალვები ისევ გაგრძელდა, სექტორში  2008 წლის კრიზისული პერიოდი განმეორდება. „მშენებლებთან მიმართებაში არაფერი კონკრეტული არ თქმულა და არც ველოდებოდით, რადგან ჯერ არ ვიცით რამდენად შეგვეხო ვირუსის მიერ გამოწვეული პრობლემები.თუმცა, ერთის თქმა შემიძლია, რომ თუ აკრძალვები დიდხანს გაგრძელდა და ვირუსი დაღმავლობისკენ არ წავიდა, დიდი შანსია სამშენებლო ბაზარზე ისეთი გართულება იყოს, როგორიც 2008 წელს გვქონდა.შეიძლება შეზღუდვები მოიხსნას, მაგრამ მოსახლეობა უძრავ ქონებაში თანხის ჩადებისგან თავს შეიკავებს.ისინი ამჯობინებენ, რომ თანხები შეინახონ და თავდაცვის მიზნით ჰქონდეთ დანაზოგი.“-აცხადებს თორნიკე აბულაძე.

 


 

თორნიკე აბულაძის განმარტებით, მსოფლიო  საერთო „ავარიაში“ მოყვა და წინასწარ დაზუსტებული საუბარი, თუ რა პრობლემები დაფიქსირდება კონკრეტულ სექტორში რთულია.

 

„როგორც ყველა სფერო, დღეს ჩვენც გაჩერებულები ვართ თუმცა, როგორც ასეთი პრობლემები გამოვლენილი არ არის. ჯერ არ ვიცით სად გვაქვს პრობლემა და რა ტიპის დახმარება გვჭირდება, ან შეიძლება საერთოდ არ გვქონდეს პრობლემა და აქეთ შევძლოთ სხვებს დავეხმაროთ, ეს ყველაფერი მაშინ გვეცოდინება, როდესაც მასშტაბურად ავმოქმედდებით.პრემიერის პროგრამაში რომ ყოფილიყო ისეთი,რაც მენაშენეებს შეეხებოდა გამიკვირდებოდა კიდეც, რეალურად ჩვენთან რაიმე ტიპის მწვავე პრობლემა არ დაფიქსირებულა და დიგნოზის დონეზეც არ ვართ, მას შემდეგ რაც პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვები შემსუბუქდება და ჩვეულ რეჟიმში დაიწყებთ მუშაობას, მერე იჩენს თავს თუ რაიმე ტიპის შეფერხება მოგვიწევს ან პრობლემა შეგვექმნება.“-აცხადებს  თორნიკე აბულაძე.

 

 

 ნათია ლომიძე 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up