თუ ვინმეს არ აწყობს მოსახლეობის მისვლა, არჩევნებზე ეს არის „ქართული ოცნება“ - ბადრი ჯაფარიძე

თუ ვინმეს არ აწყობს მოსახლეობის მისვლა, არჩევნებზე ეს არის „ქართული ოცნება“ - ბადრი ჯაფარიძე

access_time2020-10-16 11:43:07

„პრემიერ-მინისტრი, ერთი მხრივ, ამბობს, რომ არ გადაიდება არჩევნები. მეორე მხრივ, ქმნის მორიგ პანიკას, რომ იქნება ინფიცირების მზარდი რაოდენობა. ადამიანები ამ განცხადებამ, შესაძლოა, დააფრთხოს და არ მივიდნენ არჩევნებზე“, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ პრემიერ-მინისტრის განცხადებების საპასუხოდ განაცხადა. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.


31 ოქტომბერს არჩევნებზე ადამიანების მაქსიმალური მონაწილეობა არის ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი და შესაძლებლობა, გამოვიყვანოთ ქვეყანა ჩიხიდან, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა. 15 დღეში ქვეყანამ უნდა გააკეთოს არჩევანი, რომელიც დინამიური ცვლილებების შესაძლებლობას მოგვცემს.


ბადრი ჯაფარიძემ, ასევე, ისაუბრა არსებულ ეპიდსიტუაციაზე და აღნიშნა, რომ ახლა ნებისმიერი შეზღუდვა იქნება ეკონომიკის დამანგრეველი.



„ჩვენი პოზიცია არის ნათელი - მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი უუნარობა და არაპროფესიონალიზმი პანდემიასთან გამკლავების პროცესში, როდესაც სრულიად არაადეკვატურად, კოვიდის 15-20 შემთხვევის დროს, შემოიღო დრაკონული ზომები და უზარმაზარი ზიანი მიაყენა ჩვენს ეკონომიკას. ახლა, როდესაც გვაქვს 900 შემთხვევა, ნებისმიერი შეზღუდვა იქნება ეკონომიკის სრული კრახი.


ერთი მხრივ, პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ არ გადაიდება არჩევნები. მეორე მხრივ, ამბობს, რომ იქნება ინფიცირების მზარდი რაოდენობა. ადამიანები ამ განცხადებამ შესაძლოა დააფრთხოს და ისინი არ მივიდნენ არჩევნებზე. ახლა მთავარია, ჩვენს მოსახლეობას ვუთხრათ, რომ ყველანი უნდა მოვიდეთ 31 ოქტომბერს არჩევნებზე. აუცილებელია, ყველა რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული, ამ შემთხვევაში დაინფიცირების რისკი მინუმამდე იქნება დაყვანილი. მთავარია გვესმოდეს, რომ თუ ვინმეს არ აწყობს მოსახლეობის მისვლა არჩევნებზე ეს არის „ქართული ოცნება“, მისი სპიკერები და ლიდერები. ნათელია, რომ მოსახლეობას გადაწყვეტილება მიღებული აქვს - „ქართული ოცნება“ დამარცხდება. მთავარი არის ის, რომ არ დაშინდეს მოსახლეობა პრემიერ-მინისტრის იმ ტიპის განცხადებებით, რომ იქნება მზარდი შემთხვევები და ამ დროს ჩვენ არ გადავდებთ არჩევნებს. ჩვენ ამას მაქსიმალურად უნდა დავუპირისპიროთ სიფრთხილე. დავიცვათ ყველა ის აუცილებელი ზომა, რომელსაც ჩვენ მედიკოსები გვეუბნებიან იმისათვის, რომ გარანტირებული იყოს ადამიანების უსაფრთხოება. 31 ოქტომბერს ყველანი უნდა გამოვცხადდეთ არჩევნებზე, რომ ჩვენ დავიწყოთ იმ ვარდნის შეჩერება, რომელშიც შეგვიყვანა „ქართულმა ოცნებამ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.


NS







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up