თუ ვაქცინაცია ეფექტურად არ წარიმართება საქართველო 2019 წლის ნიშნულის მიღწევას შეძლებს მხოლოდ 2023 წელს – TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი

თუ ვაქცინაცია ეფექტურად არ წარიმართება საქართველო 2019 წლის ნიშნულის მიღწევას შეძლებს მხოლოდ 2023 წელს – TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი

access_time2021-06-07 16:00:47

ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერის ალპერ ერსოის განცხადებით, იმისათვის, რომ ავიაციის სექტორმა სწრაფად მივაღწიოს 2019 წლის ნიშნულს ამისთვის უმნიშვნელოვანესია ვაქცინაცია, მაგრამ თუ ეს პროცესი ეფექტურად არ წარიმართება საქართველო 2019 წლის ნიშნულის მიღწევას მხოლოდ 2023 წელს შეძლებს. ამის შესახებ მან გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ისაუბრა.


„ვფიქრობ, რომ პირველ რიგში სრული სურათი უნდა შეიქმნას, იმისა თუ რა გავლენა იქონია Covid 19-მა ავიციის სექტორზე. ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის კრიზისული მოვლენები იყო ავიაციის სფეროში, როგორიცაა ტერორისტული აქტები, ვულკანის ამოფრქვევა, მაგრამ Covid 19-ის შედეგად შექმნილი კრიზისი სრულად განსხვავდება სხვა მოვლენებისგან, რადგან სხვა კრიზისების დროს არ დაკეტილა ქვეყნების საზღვრები და აეროპორტები. კარგად გვახსოვს, რომ მთელი მსოფლიო მოუმზადებელი შეხვდა პანდემიას და არ ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა, თუმცა დღეს უკვე ვიცით როგორ ვებრძოლოთ პანდემიას, მთავრობები მაქსიმალურ ზომებს იღებენ, რომ ხელი შეუშალონ პანდემიის გავრცელებას და უნდა ითქვას, რომ გამოჩნდა სინათლე გვირაბის ბოლოში.


იმისათვის, რომ სწრაფად მივაღწიოთ 2019 წლის ნიშნულს ამისთვის უმნიშვნელოვანესია ვაქცინაცია, მაგრამ თუ ეს პროცესი ეფექტურად არ წარიმართება საქართველო 2019 წლის ნიშნულის მიღწევას შეძლებს მხოლოდ 2023 წელს. შესაბამისად, ვაქცინაცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რათა დავძლიოთ პანდემია და სწრაფად დავუბრუნდეთ განვითარების ჩვეულ ტემპს. პანდემიის დაწყების მომენტიდან ჩვენმა კომპანიამ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ დაგვეცვა როგორც მგზავრების, ასევე ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება აეროპორტის მთელს ტერიტორიაზე. ადამიანები დაიღალნენ ჩაკეტილობით და უნდათ მოგზაურობა, მაგრამ ეს უნდა იყოს მათთვის უსაფრთხო და ჩვენს აეროპორტებში დაცულია ყველა სტანდარტი იმისათვის რომ მოგზაურობა იყოს მგზავრების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და ამავე დრო კომფორტული“-აცხადებს ალპერ ერსოი.



ტავ ჯორჯიას გენერალურმა მენეჯერმა პოსტ - პანდემიურ პერიოდში კომპანიის გეგმებზეც ისაუბრა.


ჩვენი ერთ - ერთი მთავარ პრიორიტეტი არის მგზავრებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა, იმისათვის, რომ მათ მეტი იმოგზაურონ. ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით მგზავრთა ქცევას, რომელიც პანმდემიის ფორნზე მნიშვნელოვნად შეიცვალა და ამის გამო ჩვენ გვიწევს მგზავრთა რეგისტრაციის, საზღვრის კვეთის და ჩასხდომის პროცედურების ცვლილება, რაც გულისხმობს პროცესების ღრმა დიჯიტალიზაციას. ამ ცვლილებების ფარგლებში მოხდება უკონტაქტო სისტემებზე გადასვლა და სხვა ტექნოლოგიების გამოყენება, მათ შორის თბილისის და ბათუმის აეროპორტებში და ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს ჰოლდინგში შემავალი სპეციალიზირებული კომპანია.


კარგად მოგეხსენებათ, რომ პანმდემიის გამო სერიოზული ზარალი მიადგა ავიაკომპანიებს, ამიტომ 2019 წლის ნიშნულის სწრაფი მისაღწევად და მგზავრთნაკადის მატებისთვის ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან რათა შევქმნათ მათთვის ხელსაყრელი პირობები. მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმ ავიაკომპანიებთან რომლებიც პანდემიამდე დაფრინავდნენ, რათა მათ გაზარდონ ფრენების სიხშირეები. ჰოლდინგის მარკეტინიგის გუნდის ჩართულობით ყოველდღიურ რეჟიმში ვაწარმოებთ მოლაპარარაკებებს ახალ ავიაკომპანიებთან, რომ დავაინტერესოთ ისინი და შემოვიდნენ საქართველოს საავიაციო ბაზარზე. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ სწრაფად გაიზრდება მგზავრთნაკადი და რაც მთავარია მგზავრებს დახვდებათ აბსოლუტურად უსაფრთხო და კომფორტული გარემო ჩვენს ყველა აეროპორტებში“-განაცხადა „საქმიან დილაში“ ალპერ ერსოიმ.


bm.ge


თეგები:
ტავ ჯორჯია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up