თუ ტრამპმა შეასრულა დაპირებები ინფსტრუქტურაში თანხების ხარჯვაზე ამერიკის სამშენებლო ინდუსტრია 30%–ით გაიზრდება

თუ ტრამპმა შეასრულა დაპირებები ინფსტრუქტურაში თანხების ხარჯვაზე ამერიკის სამშენებლო ინდუსტრია 30%–ით გაიზრდება

access_time2016-11-18 19:19:00

"მთელი წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობაში, დონალდ ტრამპი ჰპირდებოდა ამერიკელებს რომ ქვეყნის ინფრასტრუქტურულ მშენებლობაზე იგი ორჯერ მეტს დახარჯავდა ვიდრე მისი დემოკრატი მეთოქე- ჰილარი ქლინტონი". ასე იწყება გაზეთ "ფაინენშალ თაიმსის" სტატია, რომლის ავტორი ემი უილიამსი სწერს:

 

 


"ეს იყო ერთადერთი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც დონალდ ტრამპმა ახსენა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ თავის საჯარო გამოსვლაში. აი რა თქვა მან: "ჩვენ გავაუმჯობესებთ ჩვენი ქალაქების ცენტრალურ რაიონებს, აღვადგენთ ავტოტრასებს, ხიდებს, ტუნელებს, აეროპორტებს, სკოლებს, ჰოსპიტალებს. ჩვენ აღვადგენთ ჩვენს ინფრასტრუქტურას რომელიც ხარისხობრივად არავის ჩამოუვარდება. ამ მასიურ მშენებლობაში ჩვენ მილიონობით ჩვენს თანამოქალაქეს დავასაქმებთ" - დასძინა დონალდ ტრამპმა.

 

 


მისი არჩევა და გამარჯვების შემდეგ წარმოთქმული სიტყვა საკმაოდ დამაჯერებელი გამოდგა ბაზრებისთვის. კერძოდ, ეკონომიკის ფისკალური სტიმულირება, ანუ საბიუჯეტო ხარჯები უფრო ქმედითი ზომა იქნება, ვიდრე მხოლოდ ცენტრალური ბანკების მონეტარული პოლიტიკის იმედზე ყოფნა. ინფრასტრუქტურა, როგორც სახარჯო პროექტი, ეკონომიკისთვის რა თქმა უნდა, მართებული რამ არის. წლების განმავლობაში, შეერთებული შტატების ინფსტრუქტურა ინვესტიციების ნაკლებობას განიცდიდა.

 

 


უნდა ითქვას, რომ დონალდ ტრამპი არაა პირველი პოლიტიკოსი, რომელიც ინფრასტრუქტულ მშენებლობაზე ხარჯების გაწევას პირდება ამომრჩეველს. ანალოგიურ დაპირებებს იძლევიან პოლიტიკოსები დიდ ბრიტანეთშიც. ორივე ქვეყანაში მთავრობას დახმარება დასჭირდება კერძო სექტორიდან, რაც თავის მხრივ იძლევა კარგ პერსპექტივას ინვესტორებისთვის.

 

 


ინფრასტრუქტურა ფარავს ძირითად ფიზიკურსა და ორგანიზაციულ სტრუქტურებსა და ობიექტებს - შენობებს, გზებს, ელექტრო-მომარაგებას, ანუ იმას, რაც საზოგადოებას სჭირდება მოხმარებისა და ოპერირებისთვის. თუმცა, ინვესტორები, როგორც წესი, დამატებით მოთხოვნებს უყენებენ ინფრასტრუქტურას და ესაა პირველ რიგში, მომგებიანობა.

 


 

იმ ინვესტორებისთვის რომლებიც ამერიკის ეკონომიკურ ზრდას ელოდებიან, ჯერჯერობით ცნობილი არაა თუ რომელი კლასის აქტივებს მიანიჭებს პრიორიტეტს დონალდ ტრამპის ინფრასტრუქტურული მშენებლობის პროგრამა" - ნათქვამია გაზეთის სტატიაში.

 

 


"ამ ეტაპზე, ინვესტორებისთვის ძნელი წარმოსადგენია კონკრეტული ასპექტები ინფსტრუტურისა, რომელსაც მშენებლობა შეეხება. როგორც ცნობილია, იფრასტრუქტურა წარმოადგენს არალიკვიდური კლასის აქტივს, რომელიც გრძელვადიან ფლობას მოითხოვს დამფინანსებლისგან. ამგვარად, იგი შესაძლოა გამოსადეგი იყოს საპენსიო ფონდებისთვის, რომლებმაც გრძელვადიანი ვალდებულებები უნდა დაფარონ.

 

 


თუმცა, სკეპტიკოსები იმ აზრისანი არიან, რომ საპენსიო ფონდებისთვის ხშირად ხელსაყრელი არაა ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირება, რომლებიც ჯერ არ არის აშენებული, რამეთუ სწორედ მშენებლობის პროცესში მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი პრობლემები, რომლებმაც შესაძლოა მეტად გააძვიროს პროექტი და ზარალი მოუტანოს ინვესტორებს. ისე, რომ საპენსიო ფონდებისთვის შეიძლება უკვე დასრულებული ინფრასტრუქტურული აქტივების შეძენა და შემდგომში გაყიდვა უფრო ხელსაყრელი გამოდგეს. როგორც ამბობენ, დღეს-დღეობით კაპიტალს უფრო მეორადი აქტივები იზიდავს.

 

 


არსებული აქტივებისთვის მძაფრი კონკურენციის ნათელი მაგალითია ლონდონ-სიტი აეროპორტი, რომლის ღირებულებამ ბოლო 20 წლის განმავლობაში იმატა &1.8 (ერთი მილიარდ რვაასი მილიონი) ფუნტით. 1995 წელს, ერთმა ირლანდიელმა ფინანსიტმა 22 მილიონი ფუნტი გაიღო აეროპორტისთვის. წელს, კანადურმა კონსორციუმმა ეს განახლებული ობიექტი 2 მილიარდ ფუნტად შეიძინა.

 

 


უნდა აღინიშნოს, რომ ენერგომომარაგების, ნედლეულის მოპოვებისა და სამშენებლო კომპანიები ასევე მოელიან ბიზნესის მნიშვნელოვან ზრდას ინფრასტრუქტურაზე გაწეული საბიუჯეტო ხარჯების გამო. ეს რა თქმა უნდა, ყურადღების მიღმა არ რჩება ინვესტორებისთვის, რომლებიც უკვე დღეს უმიზნებენ ხსენებულ ინდუსტრიებში მომუშავე კომპანიების აქციებს.

 

 


თუ დონალდ ტრამპმა შეასრულა თავისი წინასააჩევნო დაპირებები რომ იგი ჰილარი ქლინტონზე 2-ჯერ მეტს დახარჯავს ინფსტრუქტურულ მშენებლობაზე, მაშინ, როგორც ამას ინვესტორები ვარაუდობენ, ამერიკის სამშენებლო ინდუსტრია 30 პროცენტიან აღმავლობას განიცდის. თუმცა, იმის გამო რომ ინფსტრუქტურული მშენებლობა გრძელვადიან ინვესტიციას ითხოვს, მომგებიანობასაც რამდენიმე წელიწადი მოთმინებით ლოდინი დასჭირდება" - ნათქვამია გაზეთ "ფაინენშალ თაიმსის" სტატიაში.

 

 

 

საერთაშორისო მიმომხილველი გიორგი ჩხუბიანიშვილი

 



ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან  ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ
access_time2019-11-19 20:10:10
„IRI- კვლევებს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იმ ხალხს ვინც საქართველოში სამუშაოებს ასრულებს მე მათი კვლევების არ მჯერა, რადგან შედეგები არასდროს გამართლებულა“ -ასე აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ მათი უმთავრესი პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბეა.   რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ...

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ  ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც  მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“
access_time2019-11-19 18:35:56
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო მონაცემებითაც აჩვენებს ისეთ შედეგებს, რომელიც მყარ საფუძველს იძლევა, იმისთვის რომ ლარი ახლო მომავალში დაუბრუნდება ნიშნულს, რომელიც რეალურად ასახავს მის გაცვლით კურსს“--ამის შესახებ „კომერსანტს“  „ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალიამ განუცხადა.  მისივე განმარტებით,  ყველა კვლევაც ასე აჩვენებს, ლარის კურსი დაახლოებით 10%-ით მეტადაა გაუფასურებული. „აქვე, ერთმნიშვნელოვნად უნდა...

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“
access_time2019-11-19 18:00:17
„როდესაც ქვეყანაში ისეთი პროექტების მშენებლობა გრძელდება, რომელიც გარემოს აზარალებს, ჩნდება ეჭვი, რომ მსგავსი დიდი პროექტების მეშვეობით ქვეყანაში ფული თეთრდება“- ამის შესახებ „კომერსატს“ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარებაც შეიძლება ასეთ საკითხად მივიჩნიოთ თუ წინასწარ არ იქნა მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები...

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?
access_time2019-11-19 14:30:24
ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას ბრონქიტი ეწოდება, რომელის ყველაზე ხშირი მიზეზიც ვირუსული ინფექციაა. კორონავირუსებს, რომლებიც ამ დაავადებას იწვევენ,ბევრი საერთო აქვთ გრიპისა და ატოპიური პნევმონიის გამომწვევ ვირუსთან. ერთი შეხედვით გარეგნულად სრულიად უწყინარი , თუმცა უკიდურესად სახიფათო არიან. გერმანელი სპეციალისტების გამოთვლით , ზამთრის სეზონზე მხოლოდ გერმანიაში გაციებისა და მისი გართულების შედეგად 12 ათასი ადამიანი იღუპება! ბრონქიტი ნამდვილად ეპიდემიად იქცა, რამდენადაც...

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?
access_time2019-11-19 16:10:05
„აქ არ იყო მთავარი მხოლოდ ის, რომ სტრატეგიულ პარტნიორს და „სოკარს“ არ ვაწყენინოთ, აქ მნიშვნელოვანი სოციალურ ეკონომიკური ფაქტორი იკვეთება. „სოკარი“ ცალსახად არის მნიშვნელოვანი ინვესტორი და ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია, თუმცა ამით ეკოლოგიური მდგომარეობა არ უარესდება“, - ასე აფასებს  „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედების 2021 წლამდე გადავადებას. დიზელის ახალი „ევრო 5“ სტანდარტის...


მსგავსი სიახლეები

up