თუ სიტუაცია არ შეიცვალა და გაყიდვების კლება გაგრძელდა, ფილიალების დახურვის აუცილებლობა დადგება - Gtex ჯგუფი

თუ სიტუაცია არ შეიცვალა და გაყიდვების კლება გაგრძელდა, ფილიალების დახურვის აუცილებლობა დადგება - Gtex ჯგუფი

access_time2020-07-21 13:30:11

Gtex ჯგუფში შემავალი ბრენდების გაყიდვები საშუალოდ 25-30%-ით არის შემცირებული. ბრენდები, რომელიც უფრო მაღალი კლასის სეგმენტზეა გათვლილი, იქ უფრო მეტი პრობლემაა და შესაბამისად გაყიდვების რაოდენობის უფრო დიდი კლებაა. ეს ლოგიკურიცაა, რადგან პანდემიის პირობებში ყველა მომჭირნედ ცხოვრობს და ცდილობს ნაკლები თანხა დახარჯოს“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ Gtex ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი ბასილაძემ განუცხადა.


გიორგი ბასილაძის განმარტებით, სავაჭრო მოლებთან საიჯარო პირობებზე მოლაპარაკების შედეგად ამ ეტაპზე ფილიალების დახურვა ან რომელიმე ბრენდის ბაზრიდან გასვლა არ იგეგმება. თუმცა, მისივე თქმით თუ სიატუაცია გაყიდვების კუთხით არ გამოსწორდა, ფილიალების დახურვა გარდაუვალი გახდება.


„გაყიდვების კლება საკმაოდ დიდია. თუმცა პანდემიის პერიოდში ინტენსიური მოლაპარაკება გვქონდა სავაჭრო მოლებთან და ჯერჯერობით მეტ-ნაკლებად სასურველ საიჯარო პირობებს მივაღწიეთ. აქედან გამომდინარე, ბაზრიდან რომელიმე ბრენდის გასვლა ან ფილიალების დაკეტვა არ იგეგმება. პირობებზე შეთანხმება რომ არ მიგვეღწია, ალბათ ობიექტების დახურვა მოგვიწევდა. იჯარის თემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ამიტომ ამ საკითხის მოგვარება მთავარია. თუმცა, თუ სიტუაცია არ შეიცვალა და გაყიდვების კლება გაგრძელდა ან სავაჭრო ცენტრებმა დამოკიდებულება შეიცვალეს, მაშინ ფილიალების დაკეტვის აუცილებლობა დადგება. კონკრეტულად რომელიმე ბრენდს შეიძლება არ შეექმნას პრობლემა, მაგრამ სავაჭრო ცენტრებიდან გამომდინარე, რომლის იჯარაც გაყიდვების მაჩვენებლის პროპორციულად მაღალი აღმოჩნდება და იქ მომგებიანობა დაბალი იქნება, ეს დახურვის წინაპირობა გახდება“, - განმარტა გიორგი ბასილაძემ.



აღსანიშნავია, რომ შპს Gtex-ი 2007 წლის 17 დეკემბერს დაარსდა. პირველი ბრენდი, რომელიც კომპანიამ საქართველოში შემოიტანა  collezione იყო. ამჟამად „ჯითექსი“ წარმოდგენილია ბრენდებით: collezione, OVS, Penti, Terranova, English Home, Enza Home.


ნინო თამაზაშვილი



თეგები:
Gtex



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up