„თუ სახელმწიფომ ანტიდემპინგური კანონმდებლობა  არ მიიღო, ქვეყანაში ქართული ბიზნესი აღარ იარსებებს“

„თუ სახელმწიფომ ანტიდემპინგური კანონმდებლობა არ მიიღო, ქვეყანაში ქართული ბიზნესი აღარ იარსებებს“

access_time2018-07-20 11:00:00

„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი კახა ოქრიაშვილი „ჰაიდელბერგცემენტის“ მიერ რუსთავის ქარხნის ღუმელის გათიშვას და დედოფლისწყაროს კირქვის საბადოზე მოპოვების შეწყვეტას აფასებს. როგორც ცნობილია, ამის მიზეზად ირანიდან დემპინგური ფასით ცემენტის შემოტანა სახელდება.


ოქრიაშვილის შეფასებით,ჩვენს სავაჭრო-პარტნიორ ქვეყნებში დანერგილია პროტექციონისტური პროცედურები, რათა თავიანთი მწარმოებლები დაიცვან და ამით ექსპორტს ხელი შეუწყონ. დეპუტატის განცხადებით, ანალოგიური საქართველოს ხელისუფლებამაც უნდა გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული ბიზნესი აღარ იარსებებს, დაიხურება.



„ძალიან ჰგავს ერთმანეთს და მომწონს ესტონურ-ფინური მოდელი. ვგულისხმობ, კონკურენციის შესახებ კანონმდებლობას. კარგი იქნება თუ მათი მსგავსი იქნება აქ მორგებული. ძალიან მნიშვნელოვანია დემპინგთან ბრძოლა, რადგან პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ეკონომიკით და დემპინგური ფასით შემოსულ პროდუქცია ადგილობრივს კლავს. “-აცხადებს ოქრიაშვილი.


კითხვაზე, რატომ ვერ ახერხებს „ქართული ოცნების“ მთავრობა წლების განმავლობაში ანტიდემპინგური კანონდებლობის მიღებას და ხომ არ დგას ჭეშმარიტებასთან ახლოს რამდენიმე ადგილობრივ ბიზნესმენში გავრცელებული აზრი, თითქოს მთავრობიდან ვინმე ლობირებს ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონის არ მიღებას, ოქრიაშვილი აღნიშნავს, რომ ეს სავარაუოდ, ასე არ არის.




მისი განმარტებით, ახალი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მთავრობას ამის ნება აქვს. თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ ადგილობრივი წარმოება კვირიკაშვილის მთავრობის დროსაც დაცული იყო.



„ჩვენთან ფსევდო ლიბერალიზაციის თემებია, რომელიც არ მომწონს. ხალხი ასე ფიქრობს, მათ შორის მთავრობაშიც, რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, ჩინეთთან, თურქეთთან და ასე შემდეგ. თუმცა, მაგალითად, თურქეთი ცხვირს არ გაყოფინებს ისეთი არასაგადასახადო, პროტექციონისტური ღონისძიებები აქვს დანერგილი. იგივე ხდება ევროპაში. აქედან გამომდინარე, ჩვენც ამის საპირწონე პროცედურები უნდა დავნერგოთ,“-აცხადებს ოქრიაშვილი.



შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ანტიდემპინგურ კანონპროექტზე მუშაობა 2015 წელს დაასრულა. დაანონსებული იყო, რომ მისი ამოქმედება ამავე წლის ბოლოს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, დღემდე მისი მიღება არ მომხდარა.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 





საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ

საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ  ინფორმაციას არ ადასტურებენ
access_time2019-12-07 20:32:24
საპენსიო სააგენტოში არ ადასტურებენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას. როგორც კომერსანტს უწყებაში განუცხადეს,  საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე განმარტებას სავარაუდოდ ორშაბათს გააკეთებს. კურიერის ინფორმაციით, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს. ლევან სურგულაძეს განცხადება გადადგომის შესახებ უკვე დაწერილი აქვს და ოფიციალურად ამის თაობაზე მალე საჯაროდ...

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ
access_time2019-12-07 20:00:18
  აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცნობილია თავისი ანტიმიგრანტული განცხადებებით, თუმცა, როგორც ამბობს მისი ოჯახის 2 ყოფილი მოსამსახურე, ტრამპის სახლში და მისი კომპანიის გოლფ-კლუბებში ძირითადად მუშაობდნენ სწორედ არალეგალი-მიგრანტები,   ერთ-ერთი მათ შორის არის კოსტა-რიკელი  სანდრა დიასი.   ტრამპის სახლში შესვლის წინ მას უნდა დაეცვა რამდენიმე წესი - პირველი რიგში, ის უნდა ყოფილიყო უჩინარი. ტრამპის პირადი მოსამსახურე...

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან
access_time2019-12-07 16:00:09
  „ბელორუსია არასდროს არ შევა რუსეთის შემადგენლობაში და არ შექმნის ერთიან პარლამენტს. ჩვენ ამას არასდროს არ განვიხილავდით. დაიმახსოვრეთ - მე არ ვარ ბიჭუნა, რომელიც იყო პრეზიდენტი 3-4-5 წელი, და მე არ მსურს ხაზი გადავუსვა ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ ერთად - სუვერენულ დამოუკიდებელ სახელწიფოს. ჩვენ მას არ გადავაგდებთ და არ ვაჩუქებთ არავის. ჩემ დროს ეს არ მოხდება. ეს ჩვენი ქვეყანაა, დამოუკიდებელი და სუვერენული. ამით უნდა ვიამაყოთ“,  - განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა...

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება
access_time2019-12-07 14:00:30
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის თქმით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით 3000 IT სპეციალისტი გადამზადდება. ავთანდილ კასრაძემ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ სტარტაპის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ ასპექტებზეც ისაუბრა.  „მომავალ წელს ვგეგმავთ 3 ათასი IT სპეციალისტის გადამზადებას. როცა ცოდნის ექსპორტზე ევსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ იმას,რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები არის ის მთავარი მიმართულება, რომლითაც შეგვიძლია რომ...

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას
access_time2019-12-07 10:00:55
„ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც ვადა იწურება, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პროექტი და კონკრეტული ინვესტორის პრობლემა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. „ისედაც ძალიან დაგვიანდა - ორი წელი,...


მსგავსი სიახლეები

up