„თუ სახელმწფო 2020 წელს „TAV Georgia“-თვის ფორსმაჟორად გამოაცხადებს, ამ შეღავათის მოთხოვნა ნებისმიერ კომპანიას შეეძლება“

„თუ სახელმწფო 2020 წელს „TAV Georgia“-თვის ფორსმაჟორად გამოაცხადებს, ამ შეღავათის მოთხოვნა ნებისმიერ კომპანიას შეეძლება“

access_time2021-04-07 10:00:56

„TAV Georgia“ COVID-19-ის პანდემიის გამო საქართველოს მთავრობისგან 2020 წლის ფორსმაჟორად გამოცხადებას ითხოვს და აეროპორტების მართვის უფლების 2 წლით გახანგრძლივებას ელოდება. საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლების მოლოდინები დადებითია, თუმცა აპირებს თუ არა ცენტრალური ხელისუფლება „TAV Georgia“-ს თხოვნის დაკმაყოფილებას, ჯერჯერობით უცნობია. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში ამბობენ, რომ შემდგომი ნაბიჯი პარტნიორთან კონტრაქტით გათვალისწინებული პუნქტებით იქნება განხორციელებული.

 

„კომერსანტი“ დაინტერსდა იმ შემთხვევაში თუ სახელმწფო 2020 წელს „TAV Georgia“-თვის ფორსმაჟორად გამოაცხადებს, იქნება თუ არა ეს ფაქტი ბიზნესის არათანაბარ პირობებში ჩაყენება, მაშინ როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადადგა ქმედითი ნაბიჯები და უამრავი ინსტრუმენტი აამუშავა იმისთვის, რომ ქვეყანაში ფორსმაჟორული მდგომარეობა თავიდან აეცილებინა. საკითხზე „კომერსანტთან“ ბიზნესის სამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი საუბრობს. იურისტი განმარტავს, რომ ფორსმაჟორი ეხება სახელშეკრულებო ვალდებულებებში შეუსრულებელ ნაწილს - დაუძლეველ ძალას. მისი თქმით, საქართველოს მთავრობასა და „TAV Georgia“-ს შორის არსებობს რეალური ხელშეკრულება, რომელიც აკაკი ჩარგეიშვილის განმარტებით, ითვალისწინებენ მრავალფეროვან შინაარსს სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის. ბიზნესის სამართლის სპეციალისტის განცხადებით, მნიშვნელოვანია იყო თუ არა ამ ხელშეკრულებით ფორსმაჟორი გათვალისწინებული, თუ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია 2020 წლის ფორსმაჟორად გამოცხადებას ხელშეკრულების ფარგლებს გარეთ ითხოვს.

 

„თუ „TAV Georgia“-ს მოთხოვნა 2020 წლის ფორსმაჟორად გამოცხადების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, ხელშეკრულებას ახასიათებს ასეთი შინაარსი, რომ შეუძლია აირჩიოს იურისდიქცია ანუ რომელი ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს განხილული მის მიმართ გარკვეული საკითხი. თუ ეს დარეგულირებულია, თავისთავად ცხადია, რომ „TAV Georgia“-თვის ნაკლები ძალისხმევა იქნება საჭირო საკითხის დასაბუთებასთან დაკავშირებით. თუ მოთხოვნა ხელშეკრულებით რეგულირებული არ არის მაშინ საკითხი გადაწყვეტილი უნდა იქნეს საერთაშორისო კერძო სამართლებრივი ჭრილიდან გამომდინარე. რომელიმე ქვეყანაში თუ დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა, ამ ტიპის მართვის ხელშეკრულება თუ არის გაფორმებული, როგორ გადაწყდა ან საერთოდ იქნა თუ არა საკითხი დღის წესრიგში დაყენებული“, - განმარტავს აკაკი ჩარგეიშვილი.

 

იურისტი აცხადებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა თავის მხრივ ფორსმაჟორს - დაუძლეველ ძალას ითვალისწინებს და ის განიმარტება იმ ფაქტობრივი გარემოებებით და მოცემულობით რის გამოც კონკრეტულ შემთხვევაში შეუსრულებელი ვალდებულება დადგა, ანუ რა ვერ გააკეთა „TAV Georgia“-მ.  

 

„კომპანიამ უნდა გამოკვეთოს რას და რატომ ითხოვს. 2 წლით ხელშეკრულების გადავადება, რამდენად რელევანტურია იმასთან მიმართებაში რა ვალდებულებაც აქვს შესასრულებელი. თუ საგადასახადო კანონმდებლობიდან აქვს, რაიმე ვალდებულება შესასრულებელი აქაც კლასიფიცირება ხდება, უნდა დავყოთ და შევხედოთ ეს მოთხოვნა ეხება მოგების გადასახადს გადავადებას, დამატებითი ღირებულების გადავადების, აეროპორტის მოსაკრებელს როგორც ერთიან საიჯარო ქირას რომელსაც მართავს ამ შემთხვევაში თავად „TAV Georgia“. თუ გამოიკვეთება მაგალითისთვის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ დაგეგმილი იყო პირობითად 2020-21 წლებში რაღაც მოგების მიღება და ვერ მიიღო. ეს თუ არის მიზეზი იმისა, რომ ხელშეკრულების ვადა 2 წლით გაუხანგძლივდეს ანუ კლასიფიცირდება მოთხოვნა სხვადასხვა ჭრილში. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ „TAV Georgia“ კონკრეტულად რას მოითხოვს“, - განუცხადა კომერსანტს იურისტმა.

 


ბიზნესის სამართლის სპეციალისტი ამბობს, რომ თუ ფორსმაჟორად გამოცხადება შეეხება დაგეგმილი მოგების მიუღებლობას, ამ შემთხვევაში მიზანშეწონილობიდან გამომდინარე უნდა მოხდეს მსჯელობა რამდენად საკმარისი იქნება 2 წლით გადავადება, რა საპროგნოზო მაჩვენებელი აქვს კომპანიას და საერთოდ ღირს თუ არა გადავადება. აკაკი ჩარგეიშვილის განცხადებით, შეიძლება მთავრობამ „TAV Georgia“-ს გადაუვადოს ორი წელი თუმცა, აღმოჩნდეს, რომ აქტივობა ისევ დაბალი იყო, რის შემდგომაც კიდევ მოითხოვოს კომპანიამ გადავადება. იურისტი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ აამოქმედა სხვადახვა მექანიზმები იმისთვის, რომ ქვეყანაში ფორსმაჟორის მდგომარეობა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობისთვის გადატანილი ყოფილიყო.

 

„საქართველოში ფორსმაჟორული სიტუაციისთვის მთავრობას თავი რომ აერიდებინა, შარშან საბანკო ვალდებულებებში სახელმწიფომ გარკვეული ინიციატივა გამოიჩინა და ეროვნული ბანკის საშუალებით შესაძლებელი გახდა სხვადახვა ადამიანებისათვის საშეღავათო პერიოდის გამოცხადება. საქართველოს ხელისუფლებამ საკრედიტო ურთიერთობებში პრაქტიკულად იმ ეტაპზე მოახერხა ფორსმაჟორის მდგომარეობის დაძლევა. ამის გარდა, ბავშვებისთვის, დასაქმებულებისთვის და თვითდასაქმებულებისთვის შეიქმნა გარკვეული დახმარების ფულადი პაკეტები. 750 ლარამდე ხელფასი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდა, რათა კომპანიებს მუშაობა არ გაეჩერებინათ. რეალურად ის, რომ სახელმწიფო ფორსმაჟორულ მდგომარეობას გარკვეული ინიექციებით მიუდგა, ეს სახეზე გვქონდა“, - განმარტავს აკაკი ჩარგეიშვილი.

 

აკაკი ჩარგეიშვილი გვიყვება, რომ საქართველოში არის ორი ტიპის კომპანია - პირველი რომლსაც სახელმწიფოსთან სახელშეკრულებო შეხება არ გააჩნია და მეორე, კომპანიები რომლებსაც სახელმწიფოსთან ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული. იურისტის ამბობს, რომ ბაზარზე შეღავათის მინიჭება გარკვეულ ეგოისტურ პრინციპებს ექვემდებარება - „ყველას უნდა რაღაცით ისარგებლოს“. მისივე განმარტებით, თუ კი 2020 წელი „TAV Georgia“-თვის ფორსმაჟორად გამოაცხადებს, ამ შეღავათს სხვა კომპანიებიც მოითხოვენ.

 

„რადგან „TAV Georgia“-მ 2020 წლის ფორსმაჟორად გამოცხადება მოითხოვა, რამდენად ადეკვატური იქნება სხვა კომპანიებისთვისაც ასეთი მდგომარეობის მოთხოვნა? ჩემი აზრით, რახან ვეხებით ბიზნესს და ვითვალისწინებთ პანდემიურ მდგომარეობას საინტერესო იქნებოდა ეს ყველაფერი რეგულირებულ ჩარჩოებში იყოს გადატანილი. საკითხი ძალიან სენსიტიურია, რადგან გამოწვევები რა თქმა უნდა ბიზნესის ყველა სექტორს ექნება. ვფიქრობ, ინდივიდუალური განხილვის ჭრილში უნდა მოექცეს იქნება ეს „TAV Georgia“ თუ სხვა რომელიმე კომპანია. გვაქვს კანონმდებლობა და ამ კანონებზე დაყრდნობით, უნდა მოხდეს რეალური გადაწყვეტილების მიღება და არა იმ კონკრეტული ჭრილით, რომ კომპანიამ მოგება ვერ მიიღო და უნდა რომ ხელშეკრულება 2 წლით გაუხანგრძლივდეს. ეს ცუდი მაგალითი იქნებოდა, სხვა კომპანიებისთვის, თუმცაღა იმის გათვალისწინებით, რომ საუბარია სახელმწიფოზე და კერძო კომპანიაზე, მთავრობამ არ უნდა დააფრთხოს თავისი მექანიზმებით ინვესტორები. საჭიროა ფაქიზი მიდგომები, რადგან ერთის მხრივ საერთაშორისო არენაზე არ გაჩნდეს განცდა იმის, რომ მთავრობა ინვესტორის მიმართ გულგრილია. თუმცა მეორეს მხრივ სახელმწიფომ სამართლიანობის პოლიტიკა სწორად უნდა გაატაროს“, - ამბობს იურისტი.  

 

აკაკი ჩარგეიშვილის აზრს იზიარებს „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ თავმჯდომარე ნინო ლიპარტია. იურისტის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო 2020 წელს კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო „TAV Georgia“-თვის ფორსმაჟორად გამოაცხადებს, იგივე წარმატებით შეუძლია ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც სხვადასხვა საბიუჯეტო ან საბანკო ვალდებულება აქვს 2 წლიანი გადავადება მოითხოვს.

 

„კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო არ შეიძლება 2020 წელი ფორსმაჟორად გამოცხადდეს კომპანიისთვის. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომელმაც ვალდებულების შესრულების შეფერხება გამოიწვია, შეიძლება პირი კონკრეტული ვალდებულებისგან ან სანქციებისგან გავათავისუფლოთ. მაგრამ, თუ საქართველოს მთავრობა 2020 წელს ფორსმაჟორად გამოაცხადებს „TAV Georgia“-თვის, ეს შეიძლება იგივე წარმატებით გავრცელდეს სხვა ბიზნესსზე, მათ შორის ტურისტულ სექტორზე, საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მთელ რიგ კომპანიებზე. ეს გამოიწვევს მძიმე ეკონომიკურ შედეგს. ჩემი აზრით, თუ „TAV Georgia“-ს პანდემიიდან გამომდინარე დაუმძიმდა ვალდებულების შესრულება, სასამართლოს უნდა მოსთხოვოს ამ გარემოების დადასტურება, რადგან გვაქვს სამოქალაქო კოდექსში ესეთი ნორმა - „ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. ის, რომ ფორსმაჟორი ყველა სექტორისთვის მასობრივად გავავრცელოთ ეს ბიზნეს სექტორისთვის მძიმე ტვირთი იქნება“, - განაცხადა ნინო ლიპარტიამ.



ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up