თუ საწვავი ხარისხიანია კომპანიამ სხვადასხვა დანამატების გარეშეც უნდა დააკმაყოფილოს სტანდარტები - შემოაქვს თუ არა გალფს უხარისხო საწვავი საქართველოში

თუ საწვავი ხარისხიანია კომპანიამ სხვადასხვა დანამატების გარეშეც უნდა დააკმაყოფილოს სტანდარტები - შემოაქვს თუ არა გალფს უხარისხო საწვავი საქართველოში

access_time2019-06-04 18:00:05

შემდეგი წლიდან საქართველოში ოფიციალურად აიკრძალება “ევრო5-ზე” დაბალი ხარისხის საწვავის იმპორტი და რეალიზაცია. აღნიშნული საკითხი გასულ თვეს ქალაქის მერმა, კახა კალაძემ წამოაყენა. როგორც კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საწვავის ხარისხი “ევრო 5”-მდე უნდა გაიზარდოს და სხვა, დაბალი ხარისხის საწვავს ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა არ უნდა მიეცეს. როგორც თბილისის მერმა განმარტა, აღნიშნულ საკითხზე მუშაობას ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად დაიწყებს.


თუმცა, ხსენებულ ინიციატივას უფრო ფორმალური ხასიათი უნდა ჰქონოდა იმდენად, რამდენადაც უკვე წლებია ირწმუნებიან ქართველი ნავთობიმპორტიორები, რომ მათ ისედაც “ევრო5”-ის საწვავი შემოაქვთ ქვეყანაში, იმის მიუხედავად, რომ ამის ვალდებულება არ გააჩნდათ.


ასეთ რეალობაში, თითქოს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას მნიშვნელოვანი გავლენა არ უნდა მოეხდინა საწვავის ბაზარზე, თუმცა ინიციატივის გაჟღერებიდან ძალიან მალე “დიდ ხუთეულში” ცვლილებები დაიწყო. კერძოდ, კომპანია “გალფმა” ინიციატივის გაჟღერებიდან მალევე დააანონსა საწვავში გარკვეული მინარევების დამატება, ხარისხის გასაუმჯობესებლად. კერძოდ, თავად კომპანია “გალფის” მიერ გავრცელებული განცხადებიდან ვიგებთ, რომ კომპანიამ შექმნა უნიკალური დანამატი, რომელიც საწვავს უფრო ეკოლოგიურს გახდის.


“G-Force-ის უნიკალური დანამატი Green Booster-ი საწვავს უფრო ეკომეგობრულს ხდის. მისი ტექნოლოგიური ფორმულა მნიშვნელოვნად ამცირებს მავნე ნივთიერებების გამოყოფას ჰაერში. მავნე კომპონენტების ემისია მცირდება 40%-ით. ბენზინსა და დიზელში მკვეთრად მცირდება ბენზოლისა და არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი, სწორედ ეს კომპონენტები განსაზღვრავს საწვავში ეკოლოგიურობის ფაქტორს”, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


აღნიშნულ განცხადებას, მალევე გამოეხმაურა დიდი ხუთეულის კიდევ ერთი წარმომადგენელი, კომპანია “ვისოლი”. როგორც “ვისოლ ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხორავამ “კომერსანტს” განუცხადა, კომპანიის მიერ საწვავში გარკვეული მინარევების დამატება რისკებს შეიცავს.



“ჩვენ ვართ სადისტრიბუციო კომპანია და არა მწარმოებლები, როგორც ძირითადში ჩვენი კონკურენტები. ჩვენი პოზიციაა, რომ მოვძებნოთ ყველაზე კარგი მწარმოებელი და არა ჩვენ დავიწყოთ აქ რაღაც პროდუქციის წარმოება. საწვავში დანამატების დამატება რისკებთანაა დაკავშირებული, სარისკოა დოზირება და ნორმირებაც”, – განაცხადა ხორავამ.



აღნიშნული თემის შეფასება ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია- აფბას” ვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაირახტარს ვთხოვეთ. როგორც ბაირახტარი ამბობს, მაღალი ხარისხის საწვავი მინარევების გარეშეც უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტებს.


“საქმე ის არის, რომ ყველა ბრენდული კომპანია უკვე რამდენიმე წელია თავს იწონებს “ევრო 5”-ის საწვავის იმპორტით. რიგ შემთხევაში ეს ასეც არის, არიან კომპანიები რომლებიც ნამდვილად ევროპის, ისეთ მომწოდებლებთან თანამშრომლობენ როგორებიც არიან, მაგალითად, “ჰელინიკ პეტროლიუმის”, რომლის პროდუქტის ხარისხშიც, ევროპაში ეჭვი არავის შეაქვს. თუ დავაკვირდებით ასეთი კომპანიები საკმაო სიმშვიდითაც შეხვდნენ ხარისხთან დაკავშირებულ, ახალ რეგულაციებს. რასაც ვერ ვიტყვით მაგალითად კომპანია “გალფზე”, რომელმაც, ძალიან საეჭვოდ დაამთხვია რეგულაციებს ე.წ. “დანამატის” დამატება თავის პროდუქტში”, – ამბობს ბაირახტარი.


ბაირახტარმა აქამდე არსებულ სტანდარტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს არსებული სტანდარტები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება “ევრო5-ის” სტანდარტს.


“ზოგადად, დაბალი ხარისხი ძალიან პირობითი ფენომენია იმდენად, რამდენადაც ვერც გალფი და ვერც სხვა კომპანია საქართველოში, აქამდე არსებულ სტანდარტზე დაბალი ხარისხის საწვავს ვერ შემოიტანდა, ვინაიდან საზღვარზევე მოწმდებოდა მათი სტანდარტებთან შესაბამისობა. თუმცა, დღეს არსებული სტანდარტები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ევრო5 და, ცხადია, კომპანიებს ამ სტანდარტის დაკმაყოფილებას აქამდე არავინ სთხოვდა. ფაქტი ერთია, ძალიან საეჭვოდ დაემთხვა საკანონმდებლო ინიციატივას, კომპანიის გადაწყვეტილება, რომ საწვავის ხარისხი გარკვეული დანამატებით გაეზარდა. ზოგადადაც ცოტა ბუნდოვანია ამ კომპანიის საიმპორტო მიმართულებები, მე ზემოთაც აღვნიშნე, რომ არიან კომპანიები, რომელთა საიმპორტო მიმართულებები სრულიად გამჭვირვალეა და ისინი თანამშრომლობენ, ისეთ გიგანტებთან, როგორიც არის ჰელინიკ პეტროლიუმი. ამას გარდა კომპანია თუ იმპორტიორია მის პირველ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს, ისეთი პროდუქტის იმპორტირება, რომელიც სხვადასხვა მანიპულაციებს არ საჭიროებს. თუ კომპანია “გალფი” იმპორტიორი კი არა მაღალტექნოლოგიური საწარმოა, მაშინ ესეც თქვან. ზოგადად, თუ საწვავი ხარისხიანია მან სხვადასხვა დანამატების გარეშეც უნდა დააკმაყოფილოს სტანდარტები”, აღნიშნა ბაირახტარმა.



BFM






“იმედის” აღმასრულებელ დირექტორად გიორგი ცხვიტავა დაინიშნა, შეიცვალა გენერალური დირექტორიც

“იმედის” აღმასრულებელ დირექტორად გიორგი ცხვიტავა დაინიშნა, შეიცვალა გენერალური დირექტორიც
access_time2019-07-19 12:55:25
ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა “იმედის” აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ “კომერსანტს” თავად ცხვიტავამ დაუდასტურა. ცხვიტავას განცხადებით, ივლისში შეიცვალა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორიც გიორგი ბახტაძე, რომელიც  ელდარ მდინარაძემ ჩაანაცვლა. მდინარაძე 1990-იანი წლების მიწურულს ბიძინა ივანიშვილის მე-9 არხის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მუშაობდა. აღნიშნული მე-9 არხი ბიძინა ივანიშვილმა ვარდების რევოლუციის შემდეგ...

IRI - ეროვნული ბანკის საქმიანობას მოსახლეობის 62% ნეგატიურად აფასებს

IRI - ეროვნული ბანკის საქმიანობას მოსახლეობის 62% ნეგატიურად აფასებს
access_time2019-07-19 12:09:47
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოს მოსახლეობის აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში მთავარ პრობლემად ეკონომიკური ვითარება - უმუშევრობა და დაბალი ხელფასები სახელდება. გამოკითხვისას მოსახლეობას სხვა და სხვა ინსტიტუტის საქმიანობის შეფასება სთხოვეს. გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი დადებითად საქართველოს საპატრიარქოსა (89%) და ჯარის (87%) საქმიანობას აფასებს. ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი შეფასება კი საქართველოს...

პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე

 პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე
access_time2019-07-18 18:30:47
“პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე!”, – ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს საბანკო-საფინანსო საქმის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში. პოსტს კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: “პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე! აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა წმინდა ექსპორტი და...

ჯიპიაი-მ ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო

ჯიპიაი-მ  ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო
access_time2019-07-18 16:00:27
მათთვის ვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყება სურს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მასშტაბურ ლოალობის პროგრამას იწყებს, სახელწოდებით „ეკოისტი“. პროგრამა მოიცავს განსაკუთრებულ პირობებს, როგორც დაზღვეულებისთვის, ისე ნებისმიერი სხვა მსურველისთვის.  რა არის ეკომონეტა? ამ მოძრაობაში მთავარი ადგილი უჭირავს „ეკომონეტას“, რომელსაც კომპაინიაში ჯანსაღი ცხოვრების ახალი ვალუტად მოიხსენიებენ. ჯანსაღი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ქმედებების სანაცვლოდ...

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას
access_time2019-07-18 19:00:28
რუსეთის მიერ შემოღებული სატრანზიტო შეზღუდვების გამო უკრაინული ექსპორტი 3 წლის მანძილზე ცენტრალურ აზიაში 10-ჯერ  შემცირდა. ჩინეთი არ იყენებს დიდი აბრეშუმის გზას და ძირითადად ახორციელებს სატვირთო გადაზიდვებს ყაზახეთის, რუსეთისა და ბელორუსიის გავლით - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვიქტორ დოვგამა. „ჩინელებთან მიმდინარე მუდმივი მოლაპარაკებების მიუხედავად, ახალი აბრეშუმის გზა ჯერჯერობით არ მუშაობს. ამ ეტაპზე ის რჩება...


მსგავსი სიახლეები

up