წინა ხელისუფლების დროს 5 მლნ. წამართვეს ისე, რომ არც ვიცი რისთვის გავიღე ეს თანხა-ბიზნესი  „ფრიდომ ჰაუზის“ ყოველწლიურ ანგარიშს აფასებს

წინა ხელისუფლების დროს 5 მლნ. წამართვეს ისე, რომ არც ვიცი რისთვის გავიღე ეს თანხა-ბიზნესი „ფრიდომ ჰაუზის“ ყოველწლიურ ანგარიშს აფასებს

access_time2020-05-08 10:50:14

 „ფრიდომ  ჰაუზის“ გარდამავალი ქვეყნების შესახებ ანგარიშში კვლავ ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობაზეა საუბარი. საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევას კი ის ქართველი ბიზნესმენები აფასებენ, რომლებსაც სასამართლოსთან შეხება ჰქონდათ და მის დემოკრატიულობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. მათი თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობის ეჭვქვეშ დაყენება ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას შეუშლის ხელს, მიმდინარე ბიზნესპროექტებს კი რისკის ქვეშ დააყენებს.


 „თუ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი ეს სახელმწიფოს პრობლემაა“-ასე ეხმაურება „ფრიდომ ჰაუზის“ ყოველწლიურ ანგარიშს, ბიზნესმენი ბაკურ კიღურაძე. მისი განცხადებით,სასამართლო, ხელისუფლების ერთ-ერთი შტოა, უმთავრესი რგოლია ხელისუფლების. რაც შეეხება სასამართლოს დემოკრატიულობას, თუ იგი მოიკოჭლებს, გამოდის, რომ სახელმწიფოს აქვს პრობლემა.


„ასეთი პრობლემის წინაშე კი დღეს ჩვენი ქვეყანა დგას, რაც როგორც ბიზნესს, ასევე სხვა ყველა სფეროს  ხელს შეუშლის.ნებისმიერ საქმეს სჭირდება დაცვა, თუ ეს ქვეყანამ და სასამართლომ ვერ უზრუნველყო, ქვეყნის განვითარებაზე საუბარი ზედმეტია.“-აღნიშნავს  ბაკურ კიღურაძე.

 

 

საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევას ეთანხმება ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძეც და აცხადებს, რომ ქართულ სასამართლოს დემოკრატიის პრობლემა წლებია აქვს.

 

„ანგარიშში აღნიშნული საკითხი არ გამკვირვებია და არც უცხო არ არის ის,  რომ ქართული  სასამართლო დაბალი ნდობით სარგებლობს. რაც არ უნდა  გამჭვირვალე და კარგი წესები გვქონდეს ქვეყანაში, რაც არ უნდა მიმზიდველი გარემო შექმნა, თუ სასამართლოს  ნდობა არ იქნება, აფერმკრთალებს ყველა სწორ ნაბიჯს. სასამართლო არის როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა მიმართულებებში, ასევე ბიზნესისთვის  ქვაკუთხედი თუ რამდენად იქნება ის ობიექტური. სამწუხაროდ ქვეყანაში ეს ნიშნული და სასამართლოს ობიექტურობა არის დაბალი. არაობიექტური სასამართლო საინვესტიციო კლიმატზე  ნეგატიურ გავლენას მოახდენს.უცხოელი თუ ადგილობრივი  ინვესტორისთვის თანაბრად  მნიშვნელოვანია, რომ  ქვეყანაში სამართლიანობის მაჩვენებელი იყოს მაღალი.“-განაცხადა ანზორ ქოქოლაძე.


 

 „თუ ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობა გარკვეულ ზღვარს ქვემოთაა, პირდაპირ აისახება  ბიზნესზე.“-ამის შესახებ კომერსანტს“ ბიზნესმენმა ბეჟან წაქაძემ განუცხადა და აღნიშნა, რომ თუ სასამართლო დემოკრატიული არ იქნება,  ქვეყანაში როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ინვესტიციების წილი შემცირდება.

 

„საინტერესოა, რომელ პერიოდს შეადარეს სასამართლოს დამოუკიდებლობა, ყველასთვის ინდივიდუალურია, პირადად მე წინა ხელისუფლების დროს 5 მლნ. წამართვეს ისე, რომ არც ვიცი რისთვის გავიღე ეს თანხა. იდეალურად ახლაც არაფერია ამ ქვეყანაში, თუმცა, უნდა შეადარონ კონკრეტულ პერიოდს.“-აცხადებს ბეჟან წაქაძე.  

 

 

 შეგახსენებთ, რომ  საერთაშორისო ორგანიზაციის „ფრიდომ ჰაუზის“ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც ე.წ. „გარდამავალ ქვეყნებში“ დემოკრატიული მმართველობის სხვადასხვა ასპექტს აკვირდება და აფასებს 2020 წლის კვლევა წარადგინა.  ანგარიში 1995 წლიდან ყოველ წელს ქვეყნდება და ამჟამად ის ევროპისა და ევრაზიის 29 ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აფასებს.


დემოკრატიების რაოდენობა ანგარიშის 25-წლიანი ისტორიის მანძილზე ყველაზე ნაკლებია: 29 შეფასებული ქვეყნიდან, 10 დემოკრატიულადაა მიჩნეული, 10-ში ჰიბრიდული რეჟიმია, 9-ში კი - ავტორიტარული რეჟიმი. საქართველო გარდამავალი ქვეყნებისა თუ ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაშია.



ნათია ლომიძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up