„თუ საქართველოს ეკონომიკის ზრდა მართლაც ასეთი შთამბეჭდავია, ეს მოსახლეობაზე აუცილებლად უნდა აისახოს“

„თუ საქართველოს ეკონომიკის ზრდა მართლაც ასეთი შთამბეჭდავია, ეს მოსახლეობაზე აუცილებლად უნდა აისახოს“

access_time2021-05-31 13:50:25

საქართველოს ეკონომიკის მოცულობა წინა წლის აპრილთან შედარებით რეკორდულად 44.8%-ით გაიზარდა. ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა ძირითადად ე.წ. საბაზო ეფექტით არის განპირობებული, რადგანაც 2020 წლის აპრილში ქვეყანაში მოქმედი ლოქდაუნის გამო ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის პირველი 4 თვის ეკონომიკური ზრდა 8.1% იყო.


საქსტატში აღნიშნავენ, რომ აპრილში დღგ-ის გადამხელ საწარმოთა ბრუნვამ 8.44 მილიარდი ლარი შეადგინა, ეს მაჩვენებელი 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 93%-ით აღემატება, რაც ასევე საბაზო ეფექტით არის განპირობებული. ეკონომიკურ ზრდაზე ასევე დადებითი გავლენა მოახდინა ექსპორტმა, რომელიც წელს 19.6%-ით არის გაზრდილი.


საქსტატის ხელმძღვანელი გოგიტა თოდრაძე აღნიშნავს, რომ წინა წლის შესაბამის პერიოდში იყო ეკონომიკის ვარდნა 16.6%-ით. გარდა ამისა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის ტენდენცია იყო ყველა კუთხით, ასევე ექსპორტის და იმპორტის კუთხითაც, რამაც დადებითი წვლილი შეიტანა შედეგებში.


მისივე თქმით, 51%-ით გაიზარდა საფინანსო და სადაზღვევო სექტორის გამოშვება. ვაჭრობა გააქტიურდა, მასზე დიდი გავლენა მოახდინა ავტომობილებით ვაჭრობამ და ავტოიმპორტი წინა წელთან შედარებით 86%-ით გაიზარდა, რეექსპორტი კი გაზრდილია ექვსჯერ.


2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში,- ნათქვამია საქსტატის დოკუმენტში.



კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა „კომერსანტთან“ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის ორნიშნა მაჩვენებლით ზრდის მოლოდინი არსებობდა, ასეთ რეკორდულ ზრდას არავინ ელოდა. მისი თქმით, დეტალებზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა ჩაშლილად გამოქვეყნდება ყველა მაჩვენებელი.


„ყველანი ველოდით საქართველოს ეკონომიკის ორნიშნა ზრდას, თუმცა ასეთ დიდს ნამდვილად არავინ ელოდა. არა მარტო 2020 წელთან შედარებით, არამედ 2019 წელთან შედარებითაც საკმაოდ მაღალი ზრდაა (დაახლოებით 21%-მდე). თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ დღგ-ის გადამხელ საწარმოთა ბრუნვა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 93%-ით აღემატება, ასევე ექსპორტის ზრდაზე ისაუბრა საქსტატის ხელმძღვანელმა, მშენებლობის ზრდაზეც და ა.შ. თუმცა მეტი დეტალი ცნობილი არ არის, ამიტომ დეტალური მაჩვენებლების გამოქვეყნების შემდეგ უფრო მარტივი იქნება ამის ახსნა და თქმა თუ რასთან გვაქვს საქმე. ეს წინასწარი შეფასებაა და შეიძლება ეს რიცხვები დაკორექტირდეს კიდეც, თუმცა დიდად ალბათ არ შეიცვლება.


ფაქტია ერთია, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი შთამბეჭდავია, ამას არავინ ელოდა, ამიტომ თუ ეს მაჩვენებელი რეალურია აუცილებლას უნდა აისახოს მოსახლეობაზე. დამატებითი მონაცემები გვჭირდება რომ შევაფასოთ კონკრეტულად რა მოხდა და რამ გამოიწვია სარეკორდო ზრდა“,
- ამბობს სოსო ბერიკაშვილი.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up