თუ საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტით დაფინანსდება, მასში შემავალი კომპანიების ზარალი კიდევ უფრო გაიზრდება

თუ საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტით დაფინანსდება, მასში შემავალი კომპანიების ზარალი კიდევ უფრო გაიზრდება

access_time2020-06-30 10:00:37

„სანამ საპარტნიორო ფონდი არ გახდება დამოუკიდებელი, საუბარი ბიუჯეტით დაფინანსებაზე ადრეა“, - ასე  აფასებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ საკითხის იმის შესახებ, რომ „საპარტნიორო ფონდის“ დაფინანსების შესაძლო ერთ-ერთ წყაროდ სახელმწიფო ბიუჯეტი განიხილება. რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ „საპარტნიორო ფონდს“ უნდა ჰქონდეს საკუთარი რესურსები და საკუთარი ამონაგები უნდა იყოს მისი განვითარების საფუძველი. თუმცა მისი განმარტებით, საბიუჯეტო დაფინანსებაზე იმ შემთხვევაში შეიძლება საუბარი, თუ „საპარტნიორო ფონდის“ მსგავსი დაწესებულებები, მაგალითად, ისეთი როგორიც არის „აწარმოე საქართველოში“ გაუქმდება და შეუერთდება საპარტნიორო ფონდს.

 

„სანამ „საპარტნიორო ფონდი“ არ გახდება დამოუკიდებელი, საუბარი ბიუჯეტით დაფინანსებაზე ადრეა, რადგან „საპარტნიორო ფონდში“ გაერთიანებულია რკინიგზა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, არამომგებიანი კომპანიები, ათქვეფილია საერთო ბალანსი და ვერ გაიგებ მის  წამგებიანობაში დამნაშავეა თავად ფონდი თუ დამნაშავეა მასზე ფიქტიურად აკიდებული ორგანიზაციები. გარდა ამისა, „საპარტნიორო ფონდს“ ევალება წამგებიანი პროექტების განხორციელება, როგორიც არის იგივე რუხის სავაჭრო ცენტრი შექმნა და სხვა უამრავი წამგებიან პროექტი, ამიტომ ფონდს ყოველთვის შეუძლია იმართლოს თავი, რომ დამნაშავე არის მთავრობა და არა თვითონ. სანამ კანონით არ გაიმიჯნება „საპარტნიორო ფონდისგან“ მასზე მიწებებული ორგანიზაციები და სანამ „საპარტნიორო ფონდს“ კანონით არ აეკრძალება პოტენციურად არამომგებიანი ორგანიზაციების დაფუძნება, მანამდე დაფინანსების წყაროებზე საუბარი ზედმეტია“, - განმარტავს რომან გოცირიძე.

 

„საპარტნიორო ფონდის“ ბიუჯეტით დაფინანსებაში კორუფციულ ნიშნებს ხედვას დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე. პარლამენტარი დარწმუნებულია, რომ იმ შემთხვევაში თუ საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტით დაფინანსდება მასში შემავალი კომპანიებს ზარალი კიდევ უფრო გაიზრდება და კიდევ უფრო მეტი კერძო ინტერესი დაფინანსდება.

 

„აქამდე „საპარტნიორო ფონდი“ იმიტომ იყო შექმნილი, რომ თვითონ დაეფინანსებინა სხვადასხვა პროექტები და რეალურად უნდა ყოფილიყო ქვეყნის ეკონომიკის ლოკომოტივი. ანუ მონოპოლიები, რომელებიც გაერთიანებულია საპარტნიორო ფონდში უნდა ყოფილიყვნენ წარმატებულები, იმ დონემდე მივიდნენ, ისე ძარცვავენ შუამავალი კომპანიებით, რომ შტატის შესანახადაც აღარ ჰყოფნით ფული. ე.წ. ბიუჯეტის წურბელებმა ალბათ გაზარდეს მადა და გვიწევს იმაზე ფიქრი, რომ ბიუჯეტით დავაფინანსოთ, სრული აბსურდია ეს. ამ უსაქმურების შენახვას რა აზრი აქვს ეგ ვერ გამიგია. თუ „საპარტნიორო ფონდს“ ისე ამუშავებენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ წაგებაზეა, რატომ შეიძლება წაგების გულისთვის ფონდის თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს ამხელა ხელფასი ჰქონდეთ.  რატომ არიან წამგებიანები მათი შვილობილი კომპანიები? საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, რომ არ მართავენ, ასეთ დროს ვერ ვიგებ ამ სტრუქტურის არსებობის აზრს, იმიტომ არსებობს რომ ვიღაცასთან კორუფციულ გარიგებაში შევიდნენ და დააფინანსონ? თუ სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს მაშინ რატომ გვაქვს „აწარმოე საქართველოში“ და სხვა პროგრამები? ეს ფული თუ უნდა მიმართონ ამ პარალელური სტრუქტურის დასაფინანსებლად, სჯობს, რომ ამ პროგრამებიდან მოხდეს დაფინანსება, ჩამონათვალი გაიზარდოს უბრალოდ. საპარტნიორო ფონდის შვილობილი კომპანიებზე სამინისტროებმა აიღონ პასუხისმგებლობა შესაბამისი კადრების დანიშვნაზე და ორგანიზაციების წარმატებულობაზე“, - განმარტავს დავით ჭიჭინაძე.


 

დამოუკიდებელი დეპუტატი აცხადებს, რომ ფონდი ეფექტურობით არ გამოირჩევა და იმ შემთხვევაში თუ ბიუჯეტზე იქნება დამოკიდებული კიდევ ერთი ახალი სტრუქტურა გაჩნდება  სადაც მთავრობასთან დაახლოვებული ადამიანებს დააბინავებენ.

 

„გვახსოვს ეკონომიკის მინისტრის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ პრივატიზების აქტიური ფაზა უნდა დაიწყოს და ამ გაღარიბებულ ქვეყანაში ყველაფერს ფასი, რომ აქვს დაკარგული, იმ კომპანიის ღირებულება, რომელიც წაგებაზე მუშაობს, კიდევ უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე იმ კომპანიის, რომელსაც მოგება აქვს. ამიტომ ვფიქრობ, რომ მანიპულაციაზე არიან გადასული. ზოგადად ვიცით, რომ ვანო ჩხარტიშვილის ჯგუფის წარმომადგენლები არიან როგორც თურნავა, ისე საგანელიძე,  მისი მადა კი სახელმწიფო ელექტროსისტემასთან დაკავშირებით ცნობილი იყო და ის დიდი ხანი იბრძვის, რომ ეს კომპანია მისი საკუთრება გახდეს, ამისთვის კი სხვადასხვა მეთოდს მიმართავდა, ჯერ ბიუჯეტით დააფინანსებენ, შემდეგ იტყვიან, რომ ბიუჯეტით შენახვა ძვირია და ბოლოს გაასხვისებენ, შეეცდებიან, რომ სტრატეგიული ობიექტების სიიდანაც ამოიღონ. 24 საათი სხედან და ფიქრობ, რა მოპარონ ქვეყანას და ხალხს, მეტი საზრუნავი მათი არ აქვთ“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

 

შეგახსენებთ, რომ „Forbes კვირასთან“ ინტერვიუში საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ განაცხადა, რომ ფონდში რეფორმირების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მისი თქმით, რეფორმირების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ფონდის დაფინანსების წყაროა. დანელიას თქმით, ფონდის დაფინანსების შესაძლო ერთ-ერთ წყაროდ სახელმწიფო ბიუჯეტი განიხილება.

 

აღსანიშნავია, რომ უკვე მეორე წელია „საპარტნიორო ფონდი“ რეფორმირების ეტაპზე იმყოფება, იგეგმება გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები, მათ შორის, ფონდის დაფინანსების სტრუქტურასთან დაკავშირებით და ასევე, მიმდინარეობს მსჯელობა ფონდის საკუთრებაში არსებული ზოგიერთი სახელმწიფო კომპანიის ფონდის კაპიტალიდან გასვლის შესახებ.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up