„თუ სანქციები გატარდება, ეს საქართველის იმიჯზე გავლენას მოახდენს, მაგრამ ეკონომიკას არ დაარტყამს“

„თუ სანქციები გატარდება, ეს საქართველის იმიჯზე გავლენას მოახდენს, მაგრამ ეკონომიკას არ დაარტყამს“

access_time2020-02-14 19:00:05

საქართველოსთვის სანქციების დაწესებას კიდევ ერთი ამერიკელი კონგრესმენი, შეუერთდა. რესპუბლიკური პარტიის წევრი, ჩარლზ ფლეიშმანი უკვე მეხუთე ამერიკელი კანონმდებელია, რომელმაც კონგრესმენ მარკვეინ მალინის ინიციატივას მხარი დაუჭირა.

 

მალინმა საქართველოს სამართლიანი ბიზნესპრაქტიკის სანქციების აქტი 2019 წელს შეიმუშავა, თუმცა, მისმა თანაპარტიელმა კონგრესმენებმა აქტის მხარდაჭერა ერთი წლის თავზე დაიწყეს. რესპუბლიკელი კონგრესმენი ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო თავის შეშფოთებას გამოხატავს. ბიზნესის შევიწროების ერთ-ერთ მაგალითად მას ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources მოჰყავს, რომელთაც საქართველო საერთაშორისო არბიტრაჟში დაობს.


„კომერსანტი“ დაინტერსდა სანქციების შესაძლო დაწესება რა გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ სიტუაციაზე? 

 

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ უკვე გადალახულია ის ზღვარი, როდესაც ცალკეული წერილები უნდა განიხილონ. მისი თქმით, პრობლემა სისტემურია და დასავლეთში ჩამოყალიბდა გარკვეული აზრი თუ რა ტიპის მმართველობის სისტემაა საქართველოში და რამდენად შეუსაბამოა ის დასავლეთის სტანდარტებთან. პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ხელისუფლებას არჩევნებამდე კიდევ აქვს დრო დამოკიდებულება დააკორექტიროს.

 


„მნიშვნელოვანია, როგორი იქნება სანქციების ანატომია. როდესაც სანქცია უწესდება ქვეყანას, როგორც წესი  ეს კონკრეტული პირების ან ორგანიზაციების მიმართაა გამოყენებული. ამის უამრავი მაგალითი არსებობს, რუსეთის მიმართ გატარებული სანქციები შეეხება კონკრეტული ფიზიკურ ან იურიდულ პირებს. ჩვენ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს მოდელი ძალიან ჰგავს მოლდოვისადმი დამოკიდებულებას. ვგულისხმობ, პლახატნიკის პრეცენტდენტს, უნდა ვივარაუდოთ, რომ სამიზნე შეიძლება ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდეს. სანქციები საბოლოო ჯამში სახელმწიფოს აზიანებს, რადგან ეს მეტყველებს ეკონომიკურ ურთიერთობებზე, მაღალ საინვესტიციო რისკებზე, რაშიც ბუნებრივია კარგი არაფერია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი აცხადებს, რომ თუ სანქციები გატარდება, ეს საქართველის იმიჯზე გავლენას მოახდენს, მაგრამ ეკონომიკას არ დაარტყამს. მისვე თქმით, სანქციებზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა.

 

„არ მგონია სანქციებმა ეკონომიკაზე ცუდი ზეგავლენა მოახდინოს. სანქციებით დამუქრება პირიქით დადებით ეფექტს მოიტანს, ან მთავრობა გადადგამს ღირსეულ ნაბიჯებს რაც ეკონომიკას წაადგება ან დაეხმარება ოპოზიციას მთავრობის გასტუმრებაში რაც ასევე ეკონომიკას წაადგება იქედან გამომდინარე, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა პირდაპირ დამღუპველია ქვეყნისთვის. ვთვლი, რომ სანქციების საშიშროება არ არსებობს. საკითხი, რომ დღის წესრიგში დადგეს კიდევ უფრო მეტი საშინელებები უნდა გააკეთონ, მაგრამ სანქციის დაწესებას მომწიფება სჭირდება. სანქციებს წინ ბევრი გაფრთხილება უძღვის, მათ შორის კონკრეტული პერსონების მიმართაც. ამ ეტაპზე არ მგონია ივანიშვილის აქტივებს საფრთხე დაემუქროს, ამაზე საუბარი შესაძლებელია უფრო ელჩთან, დახურულ კარს მიღმა და არ მგონია საჯარო განცხადება მოჰყვეს“, - განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა.

 

ეკონომიკის ექსპერტი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა უკვე გადალახა ყველა წითელი ხაზი საერთაშორისო ბიზნესთან მიმართებაში. მისი თქმით ეს ხაზი გადალახა როდესაც ანაკლიის პორტის პროექტი აიღო და მოკლა.

 

„როდესაც საქმე ეხება კონგრესმენების განცხადებას საქართველოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ისე აყალიბებენ მესიჯბოქს, რომ გეგონება 10 ლარს თუ გადაუხდი ყველაფერს იტყვიან, ეს ესე არ არის. ლობისტური საქმიანობა არ ნიშნავს, რომ შეუკვეთო სიმღერა და იმღერონ. ეს ადამიანები როდესაც განცხადებას აკეთებენ თავიანთ იმიჯზე ზრუნავენ, თავიანთი ამომრჩევლებიდან გამომდინარე საუბრობენ და ბრალდებები საერთაშორისო კომპანიის მიმართ არასწორია. რაც უფრო მივუახლოვდებით საარჩევნო თარიღს ,კიდევ უფრო მეტი კონგრესმენი ალაპარაკდება“, - განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა.

 


ბაჩო ადამია 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up