თუ სამსახურს ეძებ – „დაიწყე კარიერა თეგეტაში“

თუ სამსახურს ეძებ – „დაიწყე კარიერა თეგეტაში“

access_time2021-08-04 10:45:35

შრომისუნარიანი მოსახლეობის 21,9% უმუშევარი, გაზრდილი შრომითი ემიგრაცია – ეს ის გამოწვევაა, რომელიც საქართველოს წინაშე ათწლეულებია დგას. ასეთ პირობებში ახალი პროფესიის შეძენისა და დასაქმების მსურველებს   „თეგეტა მოტორსი“ ნამდვილად უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს.


თვე-ნახევარი სწავლა, შემდეგ ანაზღაურებადი სტაჟირება და დასაქმება – ეს ის მარტივი ფორმულაა, რომელიც „თეგეტა მოტორსის“ კამპანიის „დაიწყე კარიერა თეგეტაში“ ფარგლებში შემუშავდა.


განაცხადების გაკეთების ვადა 7 აგვისტოს იწურება, თეორიული სწავლა კი, რომელიც, სულ რაღაც, თვე-ნახევარს გაგრძელდება, 15 აგვისტოს იწყება.


„თეგეტა“ არამხოლოდ ავტოსერვისის ინდუსტრიის ლიდერია, კომპანია თავისი განვითარების სტრატეგიით გარკვეულ სტერეოტიპებსაც ანგრევს და დღეს ბევრი ახალგაზრდა ქალი გადის კარიერულ ზრდას „კაცურ პროფესიაში“.


ეკატერინე შალიკიანმა „თეგეტა აკადემიის“ კურსი გასულ ზაფხულს გაიარა და ანაზღაურებადი სტაჟირების შემდეგ აკადემიაშივე დასაქმდა ტექნიკური ტრენერის პოზიციაზე. ეკატერინე სტუდენტებს მსუბუქი ავტომობილების საპოხ-საცხებ მასალებს ასწავლის და მომავალში თავისი მოღვაწეობის სფეროს გაფართოებასაც გეგმავს, კერძოდ, სატვირთო ავტომობილების მიმართულებით.



„საზოგადოებაში ნამდვილად არსებობს სტერეოტიპი, რომ მანქანა კაცის საქმეა. როდესაც კონსულტანტად ვმუშაობდი, ვატყობდი, რომ შემოსული მომხმარებელი თვალებით კაც კონსულტანტს ეძებდა. თუ ვინმე ამ საქმეს ქალურ პროფესიად არ მიიჩნევს, ეს ნაკლებად საინტერესოა. ჩემი აზრით, ამ საქმე გენდერი არ გააჩნია. ვფიქრობ, დღეს სტერეოტიპების დრო აღარ არის და გოგონებს ვურჩევ, ვისაც ეს სფერო აინტერესებს, მოვიდნენ და ისწავლონ ეს ძალიან საინტერესო და პერსპექტიული საქმე „თეგეტაში“, – ამბობს ეკატერინე.


თეორიული კურსის გავლის შემდეგ წარმატებული კანდიდატები ანაზღაურებად პრაქტიკულ სტაჟირებას დაიწყებენ. ამ პერიოდში შეიძენენ საბაზისო ცოდნას ავტომობილის აგებულების შესახებ, შეისწავლიან კომპანიის პროდუქტებსა და შიდა პროგრამებს. ანაზღაურებად სტაჟირებას ისინი თბილისში მდებარე ფილიალებში გაივლიან.


ნათიკა ბერძული, „თეგეტა მოტორსის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ამბობს, რომ „ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობაა ყველასთვის, ვინც სამსახურს ეძებს და მათთვისაც, ვისაც ახლა არც უფიქრია სამსახურის დაწყება, მაგრამ ამ წინადადებას რომ გაეცნობა, სასურველ პერსპექტივას და ახალ შესაძლებლობებს დაინახავს.


ეს არის შანსი, გახდე საქართველოში ერთ-ერთი პირველი და წარმატებული კომპანიის წევრი და იმ კონტრიბუციის ნაწილი, რასაც დღეს „თეგეტა“ საქართველოს ეკონომიკისთვის აკეთებს“, – აცხადებს ნათიკა ბერძული.


სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებული კანდიდატები დასაქმდებიან „თეგეტა მოტორსის“ გაყიდვების ობიექტებსა და სერვისცენტრებში კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციებზე.


„თეგეტა აკადემია“ 2013 წლიდან ფუნქციონირებს. ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრმა სამუშაოს მაძიებელმა შეიძინა ახალი პროფესია და დღეს უკვე  წამყვან პოზიციებზე მუშაობენ „თეგეტაში“.


განაცხადების გაკეთება შეუძლიათ როგორც სტუდენტებს, ისე სამსახურის მაძიებელ ნებისმიერ ახალგაზრდას. ასე რომ, დაიწყეთ კარიერა „თეგეტაში“.

 

 „თეგეტა ოტორსის“ შესახებ: თეგეტა ჰოლდინგი, რომელიც დღეს 25 კომპანიას აერთიანებს, 25 წლის გახდა. 1995 წელს დაფუძნებული ბიზნესი დღეს საერთაშორისო კომპანიაა. „თეგეტას“ აქვს მომსახურების ცენტრები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას მსოფლიოს 4 კონტინენტზე ახორციელებს. 2012 წლიდან „თეგეტა მოტორსი“ Groupauto International-ის ოფიციალური წევრია და მსოფლიოს 300-მდე წამყვანი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში. ის ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ გერმანულ ბრენდ „პორშეს“, შვედურ საავტომობილო გიგანტ „ვოლვოს“ და იაპონურ „ტოიოტასა“ და „მაზდას“. მსუბუქი ავტომობილების გარდა, სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით „თეგეტა მოტორსის“ ექსკლუზიური პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: „მანი“, „ჯეი-სი-ბი“, „ჰინო“ და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-მდე დასაქმებული თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებლად მიიჩნევა. „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობაა. ჰოლდინგი ოთხი მიმართულებით მუშაობს: განათლების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ქალთა გაძლიერება და ინოვაციების მხარდაჭერა.

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up