თუ სააკაშვილის სცენარი განვითარდება, საქართველოს ეკონომიკა დიდი ხნით წინ ვერ წავა, ყველა ჩაიქნევს ჩვენზე ხელს - ირაკლი იაშვილი

თუ სააკაშვილის სცენარი განვითარდება, საქართველოს ეკონომიკა დიდი ხნით წინ ვერ წავა, ყველა ჩაიქნევს ჩვენზე ხელს - ირაკლი იაშვილი

access_time2021-10-01 11:55:12

„არმგონია, რომ ის აქ იყოს, ეს ამომრჩევლის მობილიზებისთვისაა გაკეთებული. თუ სააკაშვილის სცენარი განვითარდება, საქართველოს ეკონომიკა დიდი ხნით წინ ვერ წავა, ყველა ჩაიქნევს ჩვენზე ხელს. ეს ნაბიჯი არ იქნება წინ ცივილიზაცისკენ, ეს იქნება უკან ჯოჯოხეთისკენ“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბათუმში ჩამოსვლის ფაქტის შეფასებისას განუცხადა.



ბიზნესმენი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოვლას საერთაშორისო პარტნიორებიც არ ეთანხმებიან.



„გასაგებია სააკაშვილს რაც ამოძრავებს, ამიტომ თუ სცენარი განვითარდა ისე როგორც თვითონ ამბობს და მართლა საქართველოშია, შეეცდება რომ როგორმე ფედერალურ არჩევნებს მიაღწიოს. მთავრობის თქმის მიუხედავად, რომ არჩევნები 2024 წლამდე არ იქნება, სააკაშვილი ამბობს, რომ გაზაფხულზე ჩატარდება, გამოდის რომ ამის მისაღწევად უნდა იძალადოს. ასეთი ძალადობებით ვბრუნდებით 30 წლის უკან და ეს კარგია თუ ცუდი? ძალადობით უნდა, რომ მოიყვანოს თავი ხელისუფლებაში და ეს სახელმწიფოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. საერთაშორისო პარტნიორებიც კი ამბობენ, რომ ახლა და ზოგადად სააკაშვილის ჩამოსვლის დრო არ არის“, - ამბობს ირაკლი იაშვილი.




მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე საათის წინ, საქართველოში ჩამოსვლის შესახებ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც წერს: “დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“.



ინფორმაციის შემდეგ ის ბათუმიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისა და ნაცმოძრაობისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებს. ექს–პრეზიდენტი ამბობს, რომ სულ მალე ბათუმიდან თბილისში ჩავა.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up