„თუ რომელიმე ეკონომისტი ჰპირდება პრემიერს, რომ 10-წლიან გეგმას დაუდებს, უბრალოდ ატყუებენ“

„თუ რომელიმე ეკონომისტი ჰპირდება პრემიერს, რომ 10-წლიან გეგმას დაუდებს, უბრალოდ ატყუებენ“

access_time2021-04-13 14:00:00

„დღეს აუცილებელია ბიზნესთან ძალიან ახლო კომუნიკაცია,”-ამის შესახებ „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.


„10 წლიან გეგმაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, უნდა ვისაუბროთ შემდეგი 10 დღის, 10 თვის გეგმაზე. ასეთ გაურკვევლობაში რაიმეს მაგვადიანი პროგნოზირება შეუძლებელია. პრემიერს ვურჩევ რომ თუ რომელიმე ეკონომისტი ჰპირდება, რომ 10 წლიან გეგმას დაუდებს, უბრალოდ ატყუებენ. ვინ მეტყვის ახლა 2027 წლის ბოლოს რა იქნება თუნდაც ეროვნული ვალუტის კურსი, ინვესტიცია ან ა.შ. ეს არის შეუძლებელი. ამიტომ აქცენტი უნდა გავაკეთოთ დღევანდელ პრობლემატიკაზე, მოკლევადიან ჭრილში გადაწყვეტილებების მიღებაზე და ამისთვის აუცილებელია, იმ პროფესიონალებთან, დარგის ექსპერტებთან, დარგობრივ ასოციაციებთან შეხვედრა, რომლებიც უკვე 1 წელია პანდემიას ებრძვიან, 1 წელია უმკლავდებიან მძიმე ეკონომიკურ კრიზისს და ზუსტად იციან რა არის იმისთვის საჭირო, რომ ფუნქციონირება დაიწყოს ბიზნესმა, რომელიც არის შემოსავლის წყარო. ამ ტიპის კონკრეტულ შეხვედრებზე ჯერ-ჯერობით არაფერი გაგვიგონია და ესეც იქნება ერთ-ერთი მიმართვა პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ,“-განაცხადა ყარალაშვილმა.


მისივე თქმით, ბიზნესასოციაციები მუშაობენა და უახლოეს დღეებში პრემიერ ირაკლის ღარიბაშვილის მიმართ ოფიციალურ მიმართვას/განცხადებას გაავრცელებენ მთელ ამ პროცესებთან დაკავშირებით. ყარალაშვილის თქმით, ტექსტი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუმცა, ის ბმაში იქნება საჭირბოროტო საკითხებთან - ტურისტული სექტორის აღდგენასთან, კომენდანტის საათთან, საშეღავათო პაკეტებთან.



BPN.GE









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up