ბიზნესი მამუკა ხაზარაძის თხოვნასა და გუგუტიანთკარის მოსახლეობის დახმარებაზე

ბიზნესი მამუკა ხაზარაძის თხოვნასა და გუგუტიანთკარის მოსახლეობის დახმარებაზე

access_time2019-08-20 11:00:27

გუგუტიანთკარის მკვიდრს, გივი რაზმაძეს, რომლის სახლიც საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხვდა, მამუკა ხაზარაძე ახალი სახლის მშენებლობას სთავაზობს. ამის შესახებ ხაზარაძე ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს. თიბისი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ყურადღებას ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ- პოლიტიკურ ვითარებაზე ამახვილებს და ქართულ ბიზნესს სთოვს საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ ადამიანებს დაეხმარონ.

 

“კომერსანტი“ დაინტერესდა, გაითვალისწინებს თუ არა ბიზნესი მამუკა ხაზარაძის თხოვნას და ჩაერთვება თუ არა ერთგვარ სოციალურ კამპანიაში.

 

ირაკლი იაშვილი - გადამზიდავი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

 

წლებია საქართველოში ვმოღვაწეობ ბიზნესშიც და პოლიტიკაშიც და ზუსტად ვიცი რომელ კამპანიაში უნდა ჩავერთო. როდესაც რაიმე სოციალური პროექტია განსახორციელებელი არც იმაზე მითქვამს უარი ამიტომ, მაინც და მაინც მოწოდებები არ მჭირდება. თუ რაიმე საჭიროებას ვხედავ, მე თვითონ შემიძლია განვსაზღვრო ჩავერთო თუ არა, ესე ვიყავი სულ და ესე ვიქნები მომავალშიც. ახლა ჩავერთვები თუ არა არ ვიცი. თუ მომწოდებელის მაგალითს უნდა გავყვეთ, დავაკვირდები, როგორ განვითარდება მოვლენები და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას. ზოგადად ქვეყნაში განცხადებები ისმის, ამას როგორც წესი საქმე არ მოჰყვება ხოლმე. როგორც პოლიტიკოსის ისე ბიზნესმენის სიტყვას უნდა ჰქონდეს ფასი, სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში სიტყვამ დაკარგა ფასი, კონკრეტულად არავის ვგულისხმობ. ზოგადად სიკეთის კეთება ჩუმად ჯობია, მე ამის მომხრე ვარ.

 


რევაზ ვაშაკიძე- კომპანია „ჩირინას“ (ბრენდი ბიუ-ბიუ) დამფუძნებელი

 

ჩვენ ვიხდით გადასახადებს, თან ძალიან დიდს, გამომდინარე აქედან, როგორც ვიცი სახელმწიფო ვალდებულია კონფლიქტურ რეგიონებში, მსგავსი სახის პრობლემები მოაგვაროს. მე არ მიმაჩნია სწორად ბიზნესი ან ინდივიდუალური პირი ჩავიდეს და დაიწყოს პარობლემების გადაჭრა

 

ივანე გოგლიძე- საკონსერვო კომპანია „კულას“ დამფუძნებელმა


 

წლების განმავლობაში კულა არა ერთ ადამიანს დახმარებია. მამუკა ხაზარაძის ეს განცხადება არ მინახავს, ჩვენც აუცილებლად გავითვალისწინებთ ამ თხოვნას. უახლოეს მომავალში ჩვენს მიერ აგორებულ ანტიპიარს მოვაგვარებთ და აუცილებლად გადავერთვებით სოციალური მიმართულებით.


 

ბაჩო ადამია





მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში
access_time2019-09-20 21:45:06
არ აყვეთ პროვოკაციებს, არ აყვეთ ბოტებს, აგერ რომ იჯდნენ და ახლა საბურთალოზე ზიან, არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში,- ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ აქციაზე „სირცხვილია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.   მისივე თქმით, საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს და პრობლემების დაძლევა თავისუფლების გარშემო გაერთიანებით უნდა დაიწყოს.   „ჩვენ გვეგონა, რომ ყველაფერი უკვე...

როგორ აგდებს ჩინეთი რუსეთს შუა აზიიდან და კავკასიიდან

როგორ აგდებს ჩინეთი რუსეთს შუა აზიიდან და კავკასიიდან
access_time2019-09-20 18:30:30
გავლენიანი რუსული ინტერნეტ-გამოცემა gazeta.ru ანალიტიკოსების მოსაზრებას აქვეყნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთის მნიშვნელობა როგორც სავაჭრო პარტნიორის და ინვესტორის შუა აზიასა და კავკასიაში საგრძნობლად გაიზარდა, რამაც ეს რეგიონების, გარკვეულწილად მოსკოვს და პეკინს შორის ბრძოლის არენა გახადა.ყაზახეთი, ყირგიზეთი, და უზბეკეთი არიან საკვანძო ქვეყნები ჩინეთის ინიციატივაში „ერთი სარტყელი - ერთი გზა, რომლის მიზანიცაა ჩინური ტვირთების ნაწილის...

m2-მა სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვება აღნიშნა

m2-მა სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვება აღნიშნა
access_time2019-09-20 16:05:42
20 სექტემბერს, 13:00 საათზე, დეველოპერულმა კომანია „m2 უძრავი ქონებამ“ სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვების საზეიმო ცერემონია გამართა. ცერემონიას ესწრებოდნენ m2-ის, სამშენებლო კომპანია BK Construction-ის, ადგილობრივი მთავრობისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერთიფიკატები. ასევე მოხდა მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება. ამიერიდან, ისინი m2-ის დიდი...

ირაკლი ლექვინაძე: „წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში“

ირაკლი ლექვინაძე:  „წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში“
access_time2019-09-20 16:30:57
„წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში და მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფორმით შრომის კოდექსში ცვლილებებს ექნება ბევრად ნეგატიური შედეგები, ვიდრე ის მოლოდინები და მიზნები, რომლებიც ჩადებულია მასში“ - ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს. ...

10 კომპანია, რომელმაც„ქართულ ოცნებას“ ბოლო 5 თვეში 100 ათასი ლარი შეწირა

10 კომპანია, რომელმაც„ქართულ ოცნებას“ ბოლო 5 თვეში 100 ათასი ლარი შეწირა
access_time2019-09-20 19:00:20
2019 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს სამ ქალაქში (ლაგოდეხში, ადიგენსა და მარტვილში) საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. როგორც ყველა არჩევნების წინ, ახლაც, მმართველი პარტიის შემწირველები ქართულ ოცნებას 10-ეულობით ათას ლარს ურიცხავენ. ბოლო 5 თვეში ქართულ ოცნებას 100 ათასი ლარი 10-მა კომპანიამ შეწირა. ...


მსგავსი სიახლეები

up