„თუ ქვეყანაში დამატებითი ღირებულება არ იქმნება შეუძლებელია ამ ქვეყანამ სერიოზულ წარმატებებს მიაღწიოს“

„თუ ქვეყანაში დამატებითი ღირებულება არ იქმნება შეუძლებელია ამ ქვეყანამ სერიოზულ წარმატებებს მიაღწიოს“

access_time2020-02-11 16:50:38

Unicef-ის 2018 წლის კვლევის მიხედვით, შინამეურნეობების თითქმის 23 % სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ასევე ზრდა ფიქსირდება ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების, ეს ციფრი 2016-2018 წელს, 26%-დან 31 %-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ადგილობრივ სტატისტიკას, არც საქსტატის მონაცემები გამოიყურება ომპიმისტურად. კერძოდ, თუ უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა 2010 წლიდან 2013 წლამდე უმჯობესდებოდა და ასეთი ადამიანების რიცხვი 32.7%-დან 20 %-მდე შემცირდა. თითქმის აღარ ფიქსირდება გაუმჯობესება შემდეგ წლებში.


მაგალითად, ბოლო ოთხი წელია, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 18%-ის ფარგლებშია დაფიქსირებული. თუმცა, 2013 წელთან შედარებით მდგომარეობა უკეთესია, როდესაც, ზოგადი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ შინამეურნეობების 21.8%, მოსახლეობის 24.6%, ბავშვების 28.4% და პენსიონერთა 20.6% ცხოვრობდა. შეფასების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, შინამეურნეობების 15.8%, მოსახლეობის 17.5%, ბავშვების 22.1% და პენსიონერთა 13.9% საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს (საარსებო მინიმუმად დადგენილია თვეში 148.3 ლარი ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე).


ბავშვიან შინამეურნეობებში სიღარიბის მაჩვენებლები უფრო მაღალია. კვლევის მიხედვით, სავარაუდოდ, სიღარიბის ზრდა გამოწვეული იყო ეკონომიკური ზრდის შენელებული ტემპით და გაზრდილი სამომხმარებლო ფასებით. მიუხედავად იმისა, რომ 2013-2015 წლებში საქართველოში სიღარიბის დონე მცირდებოდა, მომდევნო პერიოდში ის საგრძნობლად გაიზარდა. 2015-2016 წლებში საქართველოს ეკონომიკამ ვარდნა განიცადა, როდესაც მშპ-ს რეალური ზრდა 3%-ზე დაბალი იყო. ეს მაჩვენებელი ზომიერ 5%-იან ზრდის ტემპს 2017 წელს დაუბრუნდა. ამის მიუხედავად, ინფლაციის მაღალმა დონემ (რომელიც სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით ფასდება) კიდევ უფრო შეამცირა ეკონომიკური ზრდის ზეგავლენა სიღარიბის მაჩვენებლებზე.


თუ რატომ ვერ ახერხებს ქვეყანა სიღარიბის დაძლევას ამ კითხვით, ეკონომისტებს მივმართეთ. როგორც ეკონომისტი, გოგიტა ცუცქირიძე მიიჩნევს ამას აქვს რამდენიმე მიზეზი და კარგი იქნება თუ პროცესებს დინამიკაში დავაკვირდებით.


“კარგი იქნება თუ, მაგალითად, შევხედავთ მსოფლი ბანკის კვლევას, რომელიც გლობალური სიღარიბის ინდექსაც იკვლევს. ჩვენ დინამიკაში უნდა შევხედოთ არა ბოლო წლებს, არამედ, მაგალითად, ბოლო 15 წელში ეკონომიკის ზრდის ტემპთან ერთად როგორი იყო სიღარიბის დონე. მე მინდა მოვიშველიო ერთი პარამეტრი, რომელიც ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებაზე მიანიშნებს და მოგეხსენებათ, რომ სწორედ ესაა სიღარიბის დაძლევის მთავარი გზა.



თუ ჩვენ შევხედავთ საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს, ისინი მუდამ აჭარბებდნენ კერძო სექტორში დასაქმებულების მხოლოდ გასულ წელს მოხდა პირველად რომ კერძო სექტორმა გადააჭარბა საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს. ახლა რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ კვლევებს თუ ჩვენ შევხედავთ ამ კვლევებს დავინახავთ, რომ, ძირითადად, არსებობს სიღარიბის 3 ფაზა. ერთი არის 2004 დან 2012 წლამდე, ხოლო მეორე არის 2012 დან 2018 წლამდე. მესამე ფაზა, რაზეც უნდა ვისაუბროთ ეს არის, თუ რა პერსპექტივაა უახლოეს წლებში. მთავარი რაც გაჭირვებაზე ისახება არის ეკონომიკური ზრდა, თუმცა შეიძლება იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეს არ აისახოს სიღარიბის დონეზე ეს დამოკიდებულია შრომის ბაზარზე, დამოკიდებულია სოციალურ პროგრამებზე და ა.შ. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ პროლემის გადასაჭრელად რასაც სიღარიბეს ვეძახით ერთი კონკრეტული გზა არ არსებობს. ამისთვის საჭიროა როგორც მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, ისე სწორად დაგეგმილი სოციალური პროგრამები, კარგი გადამზადების ცენტრები და რაც მთავარია მეტი აქცენტი შრომის ბაზრებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშესახები შედეგი გაჭირდება,-მიიჩნევს ცუცქირიძე.


ეკონომისტი და “აფბას” ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი კი ერთ-ერთ პრობლემად, სწორედ სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებს.


“ამ ხელისუფლების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ 2013 დან 2015 წლამდე მნიშვნელოვნად მცირდებოდა ქვეყანაში უკიდურესი გაჭირვების დონე. თუმცა, თუ ბოლო 4 წელიწადს ავიღებთ ეს მონაცემი თითქმის აღარ იცვლება და ერთ ნიშნულზეა გაყინული. ეს აშკარად მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეკონომიკურ-სოციალური პოლიტიკის გატარებისას დაშვებულია შეცდომები. ჩვენ, ცხადია, შეგვიძლია ვისაუბროთ კონკრეტულ გარემოებებზე, თუ რატომ გაიზარდა ამა თუ იმ წელს სიღარიბე, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებშიც მოხვდა, თუმცა გლობალურად ბოლოს ისევ ქვეყნის არასწორ ეკონომიკურ სტრუქტურასთან მივდივართ.


ასე მაგალითად, იმ პერიოდში როდესაც საქართველოში გაჭირვების დონემ მსოფლიო ორგანიზაციების ყურადღება მიიპყრო, სიღარიბის მთავარ მიზეზად დასახელდა ქვეყანაში მაღალი ინფლაცია. თავის მხრივ, რამ გამოიწვია ეს, ეს გამოიწვია ქვეყნის ეკონომიკის ძალიან მაღალმა მოწყვლადობამ საგარეო შოკების მიმართ. პრაქტიკულად, ჩვენი ეკონომიკა იმდენად მცირეა, რომ მასზე ნებისმიერ ეგზოგენურ ფაქტორს მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს. ეს არც არის გასაკვირი როდესაც ქვეყანა არჩევანს არა მწარმოებელ, არამედ მომსახურების ეკონომიკაზე აკეთებს.


მაგალითად, მე არაერთი პრემიერისა თუ ეკონომიკური მინისტრის განცხადება მახსოვს, რომ ტურიზმი არის ეკონომიკის ლოკომოტივი. ახლა მოდი ვნახოთ რა არის ჩვენთვის ტურიზმი. ეს არის წმინდა მომსახურების ეკონომიკა, თუმცა აქ საქმეს ის უფრო ართულებს, რომ ტურიზმიდან შემოსული თანხების თითქმის 70%-ი ისევ ქვეყნის გარეთ გაედინება სხვადასხვა არხებით. ამის მიზეზები კი მრავალია, ქვეყანა შემოსულ სტუმარს თითქმის ყველაფერს იმპორტულს სთავაზობს, რითიც ჩვენი ტურიზმი მეტწილად სწორედ იმპორტს აკრედიტებს.


მაგალითად, შევხედოთ ყველა იმ ქვეყანას ვინც მოახერხა მოკლე დროში გამდიდრება როგორი ეკონომიკური მოდელი ჰქონდათ მათ, რომელი იყო მომსახურების ეკონომიკაზე ორიენტირებული ?! მე გეტყვით, რომ არცერთი. ყველა ქვეყანამ ვინც მნიშვნელოვანი ეკონომიკური გარდატეხა შეძლო, უკლებლივ ყველა აქცენტს აკეთებდა ინდუსტრიალიზაციაზე. ეს ასეც უნდა იყოს, თუ ქვეყანაში დამატებითი ღირებულება არ იქმნება შეუძლებელია ამ ქვეყანამ სერიოზულ წარმატებებს მიაღწიოს.


მე მესმის საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებიც, იმის თაობაზე, რომ ჩვენნაირ ქვეყანას ინდუსტრიულ რელსებზე გადასვლისას შესაძლებელია წარმოება იმაზე მეტი დაუჯდეს, ვიდრე სხვას ანუ ჩვენი პროდუქტი არ იყოს რენტაბელური. თუმცა ამას აქვს მხოლოდ ერთჯერადი ეფექტი და შემდეგ წლებში, ასეთი ქვეყნების პროდუქცის კონკურენტინარიანობა საკმაოდ სწრაფად იზრდება და ამის არაერთი წარმატებული მაგალითიც არსებობს. ქვეყანას იმისთვის ყავს ეკონომიკური გუნდი, რომ თავად მიიღონ ასეთი გადაწყვეტილებები. საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინება ცხადია ცუდი არაა, თუმცა რეკომენდაციებით ქვეყნის მართვა ეს პასუხისმგებლობისგან გაქცევაა და მეტი არაფერი”, -მიიჩნებს ბაირახტარი.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up