„თუ პანდემიამდე გვყავდა 2 000 კლუბის წევრი დღეს 2 500 გვყავს “, - ამის შესახებ კომერსანტს ვაკის საცურაო აუზის წარმომადგენელმა ლიკა ლობჟანიძემ განუცხადა. მისი თქმით, აუზი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და მაქსიმალურად არის დატვირთული. განსაკუთრებული დიდი რაოდენობა აუზს აგვისტოს თვეში დაემატა. „კომერსანტის“ კითხვაზე დღეში რამდენ ადამიანს სტუმრობს საცურაო აუზს, ლობჟანიძეს კონკრეტული რიცხვის დასახელება უჭირს.
„კლუბის წევრების 25 პროცენტიანი მატება გვაქვს, თუ პანდემიამდე გვყავდა 2 000 დღეს გვყავს 2 500 კლუბის წევრი. პროცენტულად ყველაზე დიდი მატება გვქონდა აგვისტოში. ვცდილობთ, რომ კლუბის წევრები იყვნენ უსაფრთხოდ. იმდენად დაცული გვაქვს ყველა რეკომენდაცია, რომ დიდი ნდობით ვსარგებლობთ. მომხმარებლებმა იციან, რომ მაქსიმალურად ვიცავთ ყველა რეკომენდაციას.
ტარიფების კუთხით არანაირი ცვლილებები არ ყოფილა, თანამშრომლების რაოდენობა მოგვემატა, რადგან რეგულაციები დაცვა მოითხოვს მომსახურე პერსონალის გაზრდას. შემიძლია გითხრათ რომ ბიზნეს ხარჯი გაეზარდა, მაგრამ ტარიფებზე არანირი ზეგავლენა არ ჰქონია“, - განაცხადა ლიკა ლობჟანიძემ.
ბაჩო ადამია