თუ Myway Airlines-ი რეგულარულ და ერთჯერად ჩარტერულ რეისებს ვერ შეასრულებს, ავიაკომპანიას თანამშრომელთა დათხოვნა მოუწევს

თუ Myway Airlines-ი რეგულარულ და ერთჯერად ჩარტერულ რეისებს ვერ შეასრულებს, ავიაკომპანიას თანამშრომელთა დათხოვნა მოუწევს

access_time2020-09-02 18:00:20

იმ შემთხვევაში თუკი ვითარება არ შეიცვლება და ავიაკომპანია Myway Airlines-ი რეგულარულ და ერთჯერად ჩარტერულ რეისებს ვერ შეასრულებს, მაშინ კომპანიას არსებული თანამშრომლების დათხოვნა მოუწევს. როგორც AviaNews-ს Myway Airlines-ში განუცხადეს, COVID-19-ის პრევენციის მიზნით შეჩერებული ფრენების ფონზე ავიაკომპანიამ დიდი ფინანსური ზარალი მიიღო და თანამშრომელთა მიმართ ხელფასების გაცემის მხრივ პრობლემა ექმნება. რეგულარული ფრენების რამდენიმეთვიანი შეჩერების ფონზე ავიაკომპანია ჩარტერული რეისების მოძიებაზეა ორიენტირებული და იმედი აქვს, რომ სახელმწიფოს მხრიდანაც სათანადო მხარდაჭერა ექნება და დროულად დაკმაყოფილდება დაკვეთილ ჩარტერულ რეისებზე ნებართვების მიღებაც.

 

 „პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ავიაკომპანია Myway Airlines-ი სრული პარალიზების რისკის წინაშე დააყენა. კომპანიას ყოველდღიურ რეჟიმში უწევს გაუმკლავდეს კრიზისულ პერიოდს, თუმცა თვეების განმავლობაში მიღებული ზარალის და გაჩერებული ბიზნესის ფონზე, საწარმოს ფუნქციონირების გაგრძელება და დაკისრებული ვალდებულებების შესრულება უჭირს. პანდემიის შედეგების გავლენა სამწუხაროდ უარყოფითად აისახება ავიაკომპანიაში დასაქმებულ თანამშრომლებზეც. დღეს მდგომარეობით,  დასაქმებულთა რიცხვი  კომპანიაში ბოლო 6 თვეში 16%-ით შემცირდა. იძულებით უხელფასო შვებულებაში კი დასაქმებულთა 30 % უკვე თვეებია რაც გასულია. ცნობისთვის, ბოლო სამი თვის განმავლობაში ავიაკომპანიამ  მხოლოდ 12 ჩარტერული რეისი შეასრულა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი ავიაკომპანიას 2020 წელს 70%-იანი კლება დაუფიქსირდა, რაც რასაკვირველია უარყოფითად აისახება კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე.

 


იმ შემთხვევაში თუკი ვითარება არ შეიცვლება და ავიაკომპანია ვერ შეასრულებს  რეგულარულ ჩარტერულ და ერთჯერად ჩარტერულ რეისებს, სამწუხაროდ კომპანიას მოუწევს დაემშვიდობოს იმ თანამშრომლებს, რომლებიც დაარსების დღიდან მუშაობდნენ Myway Airlines-ში. პროფესიონალ გუნდს, რომლებიც ცდილობდნენ ქართული ავიაციის განვითარებაში თავისი წვლილი შეეტანათ. რასაკვირველია ახლა მთელი ყურადღება ჩარტერული რეისების მოძიებას ეთმობა. იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო მზაობას გამოხატავს და ავიაკომპანიას დროულად დაუკმაყოფილებს ნებართვებს, როგორც ერთჯერად ისე რეგულარულ ჩარტერულ რეისებზე, რომელიც კომპანიას დაუკვეთეს“- განუცხადეს  AviaNews-ს Myway Airlines-ში.


avianews.ge


თეგები:
Myway Airlines



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up