„თუ მთავრობამ გამოსავალი ვერ იპოვა, ქართულ ეკონომიკას დიდი რყევები ემუქრება“

„თუ მთავრობამ გამოსავალი ვერ იპოვა, ქართულ ეკონომიკას დიდი რყევები ემუქრება“

access_time2019-11-18 16:25:44

14 ნოემბერს ათასობით დემონსტრანტის რუსთაველის გამზირზე გამოსვლამ ამ წელიწადში უკვე მეორედ შექმნა შიში იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ რყევებს ავტომატურად ეკონომიკური რყევები და ვალუტის კურსის გაუარესება შეიძლება მოჰყვება. დოლარის კურსი ბოლო რამდენიმე დღეში უკვე 3 პუნქტით გაუარესდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა, 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგ კი მალევე 2,98-ის ნიშნულს მიაღწია. ამ ყველაფრის მიზეზი ექსპერტთა და ანალიტიკოსთა აზრით, უაროფითი მოლოდინები იყო.


„კომერსანტი“ დაინტერესდა ელის თუა რა ბიზნესი ეკონომიკურ ვარდნას, ბიზნესისთვის არასახარბიელო სურათს და არის თუ არა ქართული მყიფე ეკონომიკა მზად ამ დარტყმებისთვის. ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის თქმით, თუ არასტაბილური ვითარება ქვეყანაში დიდხანს გაგრძელდება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელიც მკვეთრად შემცირდება და ლარის კურსის ვარდნის პროცესი შეუჩერდება.


„პოლიტიკური არასტაბილურობა არა მარტო ჩვენნაირ პატარა ეკონომიკაში, არამედ მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებშიც ცუდ გავლენას ახდენს ბიზნესპროცესებზე.  ლარის კურსს უკვე შეეტყო რამდენიმე პუნქტით გაუარესება.  პრობლემა არის და იქნება FDI-ს კუთხით, არა მარტო გარე, არამედ შიდა ინვესტორებიც შეაჩერებენ ინვესტირების პროცესს, როდესაც ასეთი პოლიტიკური სიტუაცია გვაქვს სახეზე.  ძალაინ მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ მოახდინოს დროული რეაგირება, რათა საზოგადოების და პოლიტიკის ამგვარი პოლარიზება არ მოხდეს. თუ მთავრობამ ეს გამოსავალი ვერ იპოვა, ქართულ ეკონომიკას რყევები ემუქრება, რაც ძალიან აზიანებს ბიზნესპროცესებს.  დღევანდელ სიტუაციაში დიდ პრობლემებს არ ველოდები, რადგან ხელისუფლების ხელშია და მას ყველა ბერკეტი აქვს ამ რყევების თავიდან ასარიდებლად. ასეთი სიტუაცია იყო ჩვენზე 10-ჯერ დიდ ქვეყანაში, ბრიტანეთში, სადაც ორი წლის განმავლობაში ვერ მიიღეს გადაწყვეტილება Brexit_თან დაკავშირებით და ყველა სფეროზე ამან თავისი კვალი დატოვა.  ივნისის მოვლენების დროს ერთი ადამიანის უპასუხისმგებლო ქმედებებმა განაპირობა ის, რაც მოხდა.



ჯერჯერობით თავისი მოღვაწეობის პერიოდში კრიტიკულ მომენტებში ივანიშვილს არ წაუგია და ახლაც იპოვის გამოსავალს. მან   შეიძლება ვადამდელიც დანიშნოს, თუკი საბოლლოოდ კონსენსუსს ვერ მიაღწიეს მთავრობამ და ოპოზიციამ.“ - ამბობს ლაშა პაპაშვილი.


მარიამ მორგოშია





მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება
access_time2019-12-07 14:00:30
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის თქმით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით 3000 IT სპეციალისტი გადამზადდება. ავთანდილ კასრაძემ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ სტარტაპის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ ასპექტებზეც ისაუბრა.  „მომავალ წელს ვგეგმავთ 3 ათასი IT სპეციალისტის გადამზადებას. როცა ცოდნის ექსპორტზე ევსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ იმას,რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები არის ის მთავარი მიმართულება, რომლითაც შეგვიძლია რომ...

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას
access_time2019-12-07 10:00:55
„ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც ვადა იწურება, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პროექტი და კონკრეტული ინვესტორის პრობლემა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. „ისედაც ძალიან დაგვიანდა - ორი წელი,...

რა ჯდება ფა­სი­ან პან­სი­ო­ნა­ტებ­ში ხან­დაზ­მუ­ლის ერ­თთვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა

რა ჯდება ფა­სი­ან პან­სი­ო­ნა­ტებ­ში ხან­დაზ­მუ­ლის ერ­თთვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა
access_time2019-12-07 12:00:03
სა­ქარ­თვე­ლო­ში ხან­ში­შე­სუ­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი თავ­შე­საფ­რე­ბი სრუ­ლად შევ­სე­ბუ­ლია და სა­კუ­თარ რიგს ასე­უ­ლო­ბით ხან­დაზ­მუ­ლი ელო­დე­ბა. ად­გი­ლე­ბი ძი­რი­თა­დად იმ შემ­თხვე­ვა­ში თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, თუ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბას სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით და­ტო­ვებს ან – გარ­და­იც­ვლე­ბა. ამ­ჟა­მად სა­ხელ­მწი­ფო ბა­ლანსზე 15 პან­სი­ო­ნა­ტია. აქე­დან ორი დიდი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა თბი­ლის­სა და ქუ­თა­ის­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, ხოლო 13 სა­თე­მო, ე.წ.კერ­ძო სახ­ლის ტი­პის...

„ეს რომ ალპები ყოფილიყო, ყველგან სათხილამურო კურორტი იქნებოდა“ - რა წერს გერმანული WELT -ი გუდაურზე

„ეს რომ ალპები ყოფილიყო, ყველგან სათხილამურო კურორტი იქნებოდა“ - რა წერს გერმანული WELT -ი გუდაურზე
access_time2019-12-07 11:00:08
მას შემდეგ, რაც გუდაურის საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, ვირუსულად გავრცელებულმა ვიდეომ უამრავი სტუმარი მიიზიდა კურორტზე, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა Welt-ი...

ძველმოდური მოგზაურობის ეპოქა დასრულებულია

ძველმოდური მოგზაურობის ეპოქა დასრულებულია
access_time2019-12-06 16:15:05
WIZZ AIR მოუწოდებს სხვა ავიაკომპანიებს, შეწყვიტონ ფრენები ბიზნეს კლასისთვის განკუთვნილი ცარიელი ადგილებით Wizz Air, ევროპის ყველაზე ეკო მეგობრული და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, მოუწიდებს  სხვა ავიაკომპანიებს, რომ შეწყვიტონ...


მსგავსი სიახლეები

up