„თუ მთავრობა ამ სფეროში წესრიგს დაამყარებს, აღმოიფხვრება ის უკანონობა, რაც ავტოსადგურებზე ხდება“ - „დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელი

„თუ მთავრობა ამ სფეროში წესრიგს დაამყარებს, აღმოიფხვრება ის უკანონობა, რაც ავტოსადგურებზე ხდება“ - „დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელი

access_time2022-11-25 10:10:24

საქართველოს მთავრობა ქვეყანაში არსებული ავტოსადგურების რეგულირებას და მათ ლიცენზირებას გეგმავს. ახალი ინიციატივის მიღების შემთხვევაში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს წლის ბოლომდე უნდა წარედგინოს, საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანები მკვეთრად რეგულირებადი სფერო გახდება. მთავრობის შეფასებით, კანონი საგრძნობლად გააუმჯობესებს იმ სერვისის ხარისხს, რომელსაც მოქალაქეები იღებენ. ცვლილებები შედის საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონში, ასევე ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონსა და სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ კანონებში.


„კანონპროექტის შედეგად განხორციელებული ცვლილებები ხელს შეუწყობს მგზავრთა გადაყვანის სფეროს გაჯანსაღებას. უზრუნველყოფილი იქნება ავტოსადგურების მხრიდან არაჯანსაღი კონკურენციის ფაქტების აღმოფხვრა, ავტოსატრანსპორტო პროცესის უსაფრთხოების ზრდა, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და სხვა,” - ნათქვამია დოკუმენტში.




„ცნობილია, რომ მთავრობა აქტიურად განიხილავს საკითხს საქალაქთაშორისო გადაყვანის სფეროში არსებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად და კანონში ცვლილებების შეტანაც იგეგმება. ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც არეგულირებს ავტოსადგურების ფუნქციონირებას ამ ეტაპზე დარღვეულია. რეგლამენტი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ადგილი, საიდანაც გადის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი და მთავრობის დადგენილება მგზავრის გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის შესახებ - სწორედ ეს უნდა დააკმაყოფილოს ყველამ და ამის კონტროლი არ ხდება.


თუ მთავრობა ამ სფეროში წესრიგს დაამყარებს და მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანა განხორციელდება, ამით წახალისებული იქნება კანონიერი ბიზნესი და აღმოიფხვრება ის უკანონობა, რაც ავტოსადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება. გახსნილია უკანონო სადგურები და ამას არავინ აკონტროლებს, შესაბამისად, ისინი არც თვლიან თავს ვალდებულად ტექინსპექტირება გაიარონ ან მგზავრების უსაფრთხოებაზე იზრუნონ, სრული უკონტროლობაა სისტემაში“, — აცხადებს „დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელი, ნესტორ მიქატაძე.


სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში ჯამში 24 საქალაქთაშორისო ავტოსადგურია, აქედან პირველი კლასის ავტოსადგური მხოლოდ სამია - შპს „ოკრიბა“, სს „თბილისის ცენტრალური ავტოვაგზალი“ და შპს „ლილო ჩარტერი“. მეორე კლასისაა 6 ავტოსადგური, ხოლო მესამე კლასის - 15.






TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა

TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა
access_time2022-12-07 20:00:41
TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო გამოსვლები სექტემბრის თვეში 22 წლის...

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TIME - მა წლის ადამიანად დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TIME - მა  წლის ადამიანად დაასახელა
access_time2022-12-07 17:19:11
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალმა TIME-მა წლისადამიანად დაასახელა. 44 წლის, ყოფილი კომიკოსი, მსახიობი, მწერალი და პროდიუსერი, უკრაინის პრეზიდენტის პოსტს  2019 წლიდან იკავებს.   მანამდე...

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს
access_time2022-12-07 17:45:28
ევროკავშირის ქვეყნები გაზის ზღვრული ფასის 220 ევრომდე (231 დოლარამდე) შემცირებას განიხილავენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.   ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის წინადადებით, თუ ხუთი დღის განმავლობაში გაზის საფასური 1 მგვტ/სთ-ზე 220 ევროს (1000 მ³-ზე 2 321 ევროს) გადააჭარბებს, ფასზე ლიმიტი უნდა დაწესდეს. სააგენტოს ცნობით, ინიციატივა წევრი ქვეყნების შეხვედრიდან ერთი კვირით ადრე გაჩნდა, რომელზეც ბლოკი შეთანხმების მიღწევას იმედოვნებს, რადგან „საკითხმა 27 წევრი...

განახლდება თუ არა რუსეთზე ფრენა - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მოწოდებით გამოდის

განახლდება თუ არა რუსეთზე ფრენა - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მოწოდებით გამოდის
access_time2022-12-07 18:00:32
დასავლეთმა უნდა გადახედოს საკუთარ შეხედულებებს და რუსეთის საჰაერო სივრცის გავლით ფრენების განახლებას შეეცადოს. ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) გენერალურმა დირექტორმა უილიამ უოლშმა ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, იუწყება The Telegraph. 2023 წელს ჩინეთმა შესაძლოა შეამსუბუქოს ანტიკორონავირუსული შეზღუდვები, თქვა უოლშმა, რაც ჩინურ ავიაკომპანიებს British Airways-თან შედარებით ანიჭებს უპირატესობას, რომლის ფრენები შეიძლება საათობით გახანგრძლივდეს...

ლარის კურსი დოლართან 0.41 თეთრით, ევროსთან კი 0.48 თეთრით გამყარდა

ლარის კურსი დოლართან 0.41 თეთრით, ევროსთან კი 0.48 თეთრით გამყარდა
access_time2022-12-07 17:05:23
7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.41 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6902 ლარი გახდა. სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.48 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8239 ლარი გახდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან...


მსგავსი სიახლეები

up