„თუ მივიღებთ ევროპული ხარისხის რეგულაციებს ქართული ბიუჯეტით, რა ეკონომიკაც გვაქვს იმასაც დავანგრევთ“

„თუ მივიღებთ ევროპული ხარისხის რეგულაციებს ქართული ბიუჯეტით, რა ეკონომიკაც გვაქვს იმასაც დავანგრევთ“

access_time2021-05-04 21:00:00

საქართველოს ბიზნესასოციაციის იურიდიული დირექტორი შრომის კანონმდებლობით განხორციელებულ ცვლილებებს აკრიტიკებს. ნიკა ნანუაშვილი ფიქრობს, რომ ვალდებულება, რომლის მიხედვით ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროს ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ინსპექტორი უნდა ჰყავდეს, ბიუროკრატიაა.


„ბიზნსპარტნიორთან“ ნანუაშვილი განმარტავს, რომ ასეთი სახის რეგულაციები ევროკავშირის ქვეყნებშიც არაა.


„როდესაც შრომის უსაფრთხოების კანონში ცვლილებები განიხილებოდა, საუბარი შეეხებოდა შემდეგ საკითხს; ისეთ სამუშაოებს, რაც არ იყო დაკავშირებული მომეტებულ საფრთხეებთან, მაგალითად, ოფისს, უნდა ჰყოლოდა თუ არა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. ერთ-ერთი ოპონენტისგან ასეთი კონტრარგუმენტი მოვისმინე: ჩვენთან, ოფისში, წიგნების თარო სახიფათოდ ჰკიდია, ის შეიძლება ჩამოვარდეს, დაეცეს ადამიანს, რომელიც მის ქვეშ ზის და დააზიანოსო. ეს აზროვნება არის უბედურება. ჩვენ ვხედავთ, რომ რაღაც არასწორად არის და ველოდებით, სანამ შეიქმნება შრომის ინსპექციის სამსახური, სანამ დაგვევალება, რომ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ავიყვანოთ, რომელიც გვეტყვის, რომ თარო არასწორად არის დაკიდებული, ან გვეტყვის იმას, რაც ისედაც ვიცით. ესაა პრობლემა და ამ პრობლემის გამო მზად ვართ, გადავიხადოთ ძალიან დიდი ფული. ფული სჭირდება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აყვანას, კანონის აღსრულებას, იმ აღმასრულებელ სტრუქტურას და ფული სჭირდება იმასაც, ვინც შემდეგ ეს აღმასრულებელი სტრუქტურა უნდა აკონტროლოს. ჩაკეტილია წრეა. ეს ფული კი უბრალოდ არ გვაქვს.


ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა გერმანია. ვერავინ იტყვის, რომ იქ შრომის უსაფრთხოების საკითხები ვინმეზე ნაკლებად ადარდებთ. გერმანელს რომ აუხსნა და უთხრა, რომ სჭირდება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ოფისში, პატარა საყვავილე მაღაზიაში, პატარა აფთიაქში, პატარა მარკეტში, ან ისეთ ობიექტში, რომლის საქმიანობაც არანაირ მეტ საფრთხესთან არაა დაკავშირებული, ვიდრე თითოეული ჩვენგანის სამზარეულოში საქმიანობაა, ის ამას ვერ გაიგებს. იქ ამ ტიპის ობიექტებში დამსაქმებლები არ არიან ვალდებულები, რომ ჰყავდეთ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. კი, სახანძრო უსაფრთხოების წესები, შენობის ტექნიკური უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული. ამას ჩვენც ვაკონტროლებთ. თუ რაღაც არ მუშაობს, მოდი, ჯერ ის მოვიძიოთ, რატომ არ მუშაობს. გავარკვიოთ და მერე მივიღოთ გადაწყვეტილებები. ჩვენ ველოდებით, რომ კანონს მივიღებთ, მაკონტროლებელი შეიქმნება და ყველაფერი კარგად იქნება. არა, არ იქნება ყველაფერი კარგად“,- ამბობს იურისტი.



საქართველოს ბიზნესასოციაციის იურიდიული დირექტორი აქვე სამუშაო საათების აღრიცხვის, ე.წ ტაბელის სისტემასაც აკრიტიკებს.


„ევროდირექტივა ასე პირდაპირ არ გვავალდებულებს, რომ ნებისმიერმა დამსაქმებელმა უნდა აღრიცხოს ნებისმიერი დასაქმებულის ნამუშევარი დრო ამხელა ვეფხისტყაოსნის ზომის ფორმაში. დირექტივაში წერია ძალიან მარტივი რაღაც: აღრიცხეთ იმ დასაქმებულების ნამუშევარი დრო, ვინც მუშაობს ზეგანაკვეთურად. რა თქმა უნდა, ეს იმასაც გულისხმობს, რომ ყველა დასაქმებულმა უნდა იცოდეს თავისი სამუშაო გრაფიკი. ამ დროის ზევით თუ მუშაობს ადამიანი, კი, ის უნდა აღვრიცხოთ. მაგრამ ადამიანი რამდენს მუშაობს მან ხომ კარგად იცის, მეც კარგად ვიცი, როგორც დამსაქმებელმა. ჩვენ თუ ამაზე შევთანხმდით, ეს შეთანხმება უნდა დავიცვათ და ეს შეთანხმება თუ დაირღვევა, შრომის ინსპექცია აგერ არის, მივა დასაქმებული და ეტყვის, რომ ზედმეტს მამუშავებენ და მეუბნებიან, რომ თუ ზედმეტს არ იმუშავებ, სამსახურიდან გაგიშვებო. ამის შემდეგ შრომის ინსპექცია მოვა და მაჯარიმებს. ეს დარღვევაა და ამ დარღვევის პრევენციისთვის არ არის საჭირო ამხელა ბიუროკრატიის შემოღება“,- განაცხადა ნანუაშვილმა.


მისივე თქმით, პასუხისმგებელმა უწყებებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ რეგულაციები მორგებული იყოს საქართველოს ბიუჯეტზე და არა ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკაზე.


„როდესაც ვუყურებთ, რომ ევროკავშირის რაღაც რეგულაცია არის კონკრეტული ფრომით ჩამოყალიბებული, ის რეგულაცია მიესადაგება ევროკავშირის ეკონომიკას. ჩვენ შეიძლება ყველა ვთანხმდებით, რომ ახალთახალი „მერსედესი“ არის საუკეთესო და ყველას მოგვწონს, მაგრამ ახალთახალ „მერსედესს“ სჭირდება შესაბამისი ბიუჯეტი. მე არ მაქვს იმის თანხა, რომ წავიდე და ვიყიდო ახალთახალი „მერსედესი“. იმის მიუხედავად, რომ ძალიან კარგად ვიცი მისი ფასი, სიკეთე და სიკარგე. მეტ რეგულაციას, მეტ ხარისხს სჭირდება მეტი ბიუჯეტი. ჩვენ დღეს ეს ბიუჯეტი არ გვაქვს. თუ მივიღებთ ევროპული ხარისხის რეგულაციებს ქართული ბიუჯეტითა და ეკონომიკით, რაც გვაქვს იმ ეკონომიკასაც დავანგრევთ. ეს მარტივი ფორმულაა“,- აღნიშნა იურისტმა.


business-partner.ge



თეგები:
ეკონომიკა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up