თუ მართლა გაინტერსებთ, სინამდვილეში, სამართლებრივად რა მოხდა 20 ივნისის ღამეს, არსებობს ერთი ჯადოსნური წიგნი და იქ ყველაფერი წერია  - თინათინ ხიდაშელი

თუ მართლა გაინტერსებთ, სინამდვილეში, სამართლებრივად რა მოხდა 20 ივნისის ღამეს, არსებობს ერთი ჯადოსნური წიგნი და იქ ყველაფერი წერია - თინათინ ხიდაშელი

access_time2019-07-12 11:36:42

ძალიან გრძელი პოსტი გამოვა. მაგრამ თუ მართლა გაინტერსებთ სინამდვილეში სამართლებრივად რა მოხდა 20 ივნისის ღამეს, წაიკითხეთ.
არსებობს ერთი ჯადოსნური წიგნი და იქ ყველაფერი წერია. ეს წიგნია ‼️სისხლის სამართლის კოდექსი‼️ — თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი შს მინისტრის გიორგი გახარიას მიერ ტვ პირველის გადაცემა “რეაქციაში“ გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


სისხლის სამართლის კოდექსის ყველა მუხლს თავისი აზრი აქვს, ზოგი წინასწარ განზრახვას ითხოვს, ზოგი საბოლოო მიზნის დადასტურებას, ზოგი დანაშაულის სპონტანურობას ადგენს და ზოგი ამბობს, რომ რაღაც ერთი მიზნით იწყება და მერე შეიძლება დანაშაულში გადაიზარდოსო. ამ მოცემულობოთ:


ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ ქმედება რომელიც 20 ივნისის, სრულიად მშვიდობიანი მიტინგის დროს, ერთ მონაკვეთში, მომიტინგეთა ერთი ნაწილის მიერ განხორციელდა (პოლიციელების გადმოთრევა კორდონიდან, სახელმწიფო ქონების დაზირება და გატაცება ფარები და ჩაფხუტები, პარლამენტის შენობაში შესვლის მცდელობა პოლიციელების კორდონის გარღვევით) ერთმნიშვნელოვნად ეტევა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მოცემულობის ფარგლებში, აკრძალული და დასჯადი ქმედებაა.


ჩემი აზრით, ყველა ვინც ამას უარყოფს და ცდილობს ვითარების ისე წარმოჩენას, რომ საერთოდ არაფერი მომხდარა ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში, უბრალოდ ეხმარება გახარიას, რომ დააიგნოროს ყველა შემდეგი, სრულიად სამართლიანი მოთხოვნა.


ამასობაში, სრულიად არალეგიტიმური, დაუსაბუთებელი და ტყუილია ხელისუფლების, მათ შორის ინგასთან გახარიას მიერ წარმოდგენილი კვალიფიკაციები (სახელმწიფო გადატრიალება, ინსტიტუციების ჩამოშლა, ამბოხი, ხელისუფლების ძალადობით შეცვლა). არ არსებობს მათი დადასტურების საჯაროდ ცნობილი ფაქტები (არადა ამაზე აპელირებს ყველა ხომ ერთად ვუყურებდითო) და, შესაბამისად, პოლიტიკურ ხასიათს სძენს მთელს გამოძიებას.


 ზუსტად ისე, როგორც ისინი ამბობენ არაფერი მომხდარა, შსს მინისტრი არარსებულ დანაშაულზე აპელირებით თავად ეწევა სახელმწიფო სისტემის, ინსტიტუტების, გამოძიების ინსტიტუციურ ჩამოშლას, ნდობას აკარგვინებს და პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად აქცევს.


მთავარი ფაქტები მძიმედან მსუბუქისკენ:


 315-317-ე მუხლები. ეს არის სამართლებრივად ის რაზეც ხელისუფლება საუბრობს:


შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად;
მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ;



შეთქმულება - წინასწარ განზრახული, ქმედებაა, ის გამორიცხავს სპონტანურობას და აფექტის მდგომარეობაში განხორციელებას რაც 20 ივნისის თანმდევი იყო. არადა შეთქმულების გარეშე ეს დანაშაული არ არსებობს.


ჯერ ჯერობით არავის უნახავს არც მოწოდებები კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან ხელისუფლების დამხობისკენ. ისევ და ისევ ეს არ არის ემოციური კატეგორია, ასეთ მოწოდებები ძალიან კონკრეტული, დადასტურებული საფრთხის მატარებელი უნდა იყოს და მათ განხორციელების და მიზნის მიღწევის დადასტურებული მტკიცებულებები უნდა არსებობდეს.



მაგალითად 2007 წელს, მაშინ პროკურორი ნიკა გვარამია იმედის ეთერში მეუბნებოდა, რომ აუცილებლად აღძრავდა საქმეს ჩემს წინააღმდეგ ზუსტად ამ მუხლით იმიტომ, რომ მე 7 ნოემბრის აქციაზე გამოსვლის ვთქვი "გამოდით ხალხო და დავამთავროთ ეს ხელისუფლება". არც საქმე აღძრულა და არც არაფერი, იმიტომ რომ სრულიან ნათელი იყო ყველასთვის რომ სასაცილო იქნებოდა ჩემს ამ მოწოდებაზე სამართლებრივი რეაგირება, როდესაც არ არსებობდა დადასტურებული მტკიცებულება რომ ამგვარი შედეგის მიღწევის შესაძლებლობა მქონდა, ბევრი ხალხის გამოსვლის პირობებშიც კი.


  • მუხლი 222 რომელსაც არ ახსენებს ხელისუფლება. ვინაიდან ეცოტავება, პოლიტიკური დრამისთვის, დათხრილი თვალების და დასისხლიანებული მოქალაქეების წინაშე.


  •  "სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა".



  •  მუხლი 225 ( წაყენებული აქვს მელიას)


  •  ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.


შსს მინისტრი თავადაც აცხადებს რომ საღამოს 10 საათამდე მიტინგი იყო


- სრულიად მშვიდობიანი,


- სამართლიანი,


- გულწრფელი პროტესტის გამოვლინება


- მე იქ არ ვყოფილვარო, იმიტომ რომ მშვიდობიანი იყო


არადა ამ მუხლს სჭირდება წინასაწრი განზრახვის დადასტურება. ანუ გამოძიებამ უნდა დაადასტუროს რომ გავრილოვის დანახვით აღშფოთებული ქართველების ორგანიზებას ძალადობრივი მიზნით ახდენდა მელია მთელი დღე და დაგეგმილი ქონდა გაგრძელებები. არადა აქაც არსებობს სხვა მუხლი,


  • მუხლი 226, ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა
    რომელიც სწორედ იმაზეა რომ ამბავი რომელიც ერთ მიზნით დავიწყეთ შესაძლოა სხვა ამბებში გადაიზარდოს.


‼️‼️სწორედ ამ ორი 222 და 226 მუხლების ერთობლიობით შეიძლება ვისაუბროთ დანაშულის გამოძიებაზე 20 ივნისის ღამეს. ‼️‼️ მაგრამ კიდევ ერთხელ, ხელისუფლების მიერ მომზადებულ სცენარში დრამას არ ყოფნის როგორც ჩანს და შესაბამისად სრულად ანგრევს დამოუკიდებელი გამოძიების შესაძლებლობას, და გვარწმუნებს, რომ განაჩენი წინასწარ დაწერილია.


 ამასობაში, იმ ჯადოსნურ წიგნში, არსებობს კიდევ ერთი მუხლი, მუხლი 31: მართლზომიერი რისკი


"მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც საზოგადოებრივად სასარგებლო მიზნის მისაღწევად გამართლებული რისკის პირობებში დააზიანებს სამართლებრივ სიკეთეს. "


ხელისუფლებას ბრალის დამტკიცებისთვის ასევე მოუწევს უტყუარი მტკიცებულებები წარმოადგინოს რომ სწორედ ამ შემთხვევასთან არ გვქონდა საქმე, ვინაიდან დარქმუნებული ვარ იმ პოლიტიკოსების ადვოკატები ამ მუხლს ინტენსიურად გამოიყენებენ.


ამასობაში, მე ვითხოვ ბრძანებების საჯაროდ გამოქვეყნებას. ამას ძალიან კონკრეტული მიზანი და მიზეზი აქვს. ბრძანებაში უნდა ჩანდეს:


რა იყო მიზეზი ოპერაციის დაწყების. (კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, მინისტრმა გვითხრა თავიდან არც კი მივსულვარ არაფერი ხდებოდაომ ანუ რაღაც მოხდა რის გამოც მივიდა. დიახ მეც ვადასტურებ რომ მოხდა. მაგრამ რა მოხდა? რა ჩაწერა იმ პირველ ბრძანებაში მინისტრმა? )


  • იმის მიხედვით რა ჩაწერა მიზეზად დგინდება

  • რომელი/რამდენი ძალა უნდა გამოვიდეს

  •  რა ტიპის შეიარაღებით, და სხვა

  • რომელიც პროცედურის/ინსტრუქციის გამოყენებაზე მიუთითა მინისტრმა, სროლის, სპეც საშუალებების გამოყენების თანმიმდევრობის და სხვა შესახებ

  •  რამდენჯერ მოუწია ახალი ბრძანების გაცემა და რა შეცვალა

  • და ბოლოს როდის და რა გარემოებებზე დაყრდნობით გასცა საპოლიციო ნაწილების უკან, დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების ბრძანება.


რაში გვჭირდება ბრძანება? რომ დადგიდეს:


 პოლიციელები / სპეცრაზმელები მოქმედებდნენ თვითნებურად


თუ მინისტრმა გასცა უკანონო ბრძანება\


PS. ბოლოს ასეთი დეტალური იურიდიული განმარტება შსს მინისტრის საჯარო განცხადებებსა და თუ ქმედებებზე  კახა თარგამაძის პასუხად დავწერე . არ მეგონა თითქმის 16 წლის შემდეგ იგივეს დაწერა თუ მომიწევდა.






BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“
access_time2019-10-22 15:30:11
„თუ ბიძინა ივანიშვილი პატიობს შეცდომას, ჩვენ რა პრობლემა გვაქვს.  დღეს ასე იტყვის, ხვალ ისე, მთავარია ის იყოს კმაყოფილი.“ - ასე აფასებს მაია ცქიტიშვილის „შეცდომას“ FDI-ს მაჩვენებლებთან დაკავშირებით ექსპერტი გია ხუხაშვილი. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველომ “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) მიიღო”, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც 2018...

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“
access_time2019-10-22 14:51:39
„ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა, დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ამ პროექტს უკვე დავძრავთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველა პრეზენტაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up