„მოლოდინები გადავიდა რეალობაში -  ეროვნულმა ბანკმა მცირედი ინტერვენციებით უნდა იმოქმედოს„  - შეიძლება ელექტროენერგიის და გაზის ტარიფი გადაიხედოს

„მოლოდინები გადავიდა რეალობაში - ეროვნულმა ბანკმა მცირედი ინტერვენციებით უნდა იმოქმედოს„ - შეიძლება ელექტროენერგიის და გაზის ტარიფი გადაიხედოს

access_time2019-07-09 16:30:23

ეკონომიკის დოქტორი ნიკა შენგელია „კომერსანტთან“ ლარის რეკორდულ გაუფასურების მიზეზებს ხსნის და აცხადებს, რომ ასეთ სიტუაციაში ეროვნულმა ბანკმა მცირედი ინტერვენციებით უნდა იმოქმედოს. მთავრობა კი შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს თუ არ აღმოფხვრის, ლარის კურსი ახალ წონონასწორობის ნიშნულზე, 3-ზე დაფიქსირდება.


 „ფაქტობრივად, მოლოდინები გადავიდა რეალობაში, გაჩერდა ექსპორტი, დიდი რიგებია ლარსის საზღვარზე, თითოეულ  მანქანაზე დაახლოებით 20 000-30 000 ლარის საქონელია. თანხა, რომელიც უნდა შემოსულიყო ქვეყანაში არ შემოვიდა, ტურისტები გავიდნენ ქვეყნიდან, ავიამიმოსოვლა გაჩერდა. გასულ წელს, მარტო რუსეთიდან შემოსული საქონლის ღირებულება 438 მილიონი აშშ დოლარი იყო. ამას თუ დავამატებთ ტურისტებიდან დაკარგულ დაახლოებით 500 მილიონ აშშ დოლარს, გამოდის, რომ 1 მილარდ დოლარს კარგავს ქვეყანა. ლარის კურსის გაუფასურებაც სწორედ ამ ყველაფრის შედეგია,“  აცხადებს შენგელია.


მისი განმარტებით, ქვეყანა რამდენიმე დღეში გაძვირების მორიგ ტალღას მიიღებს.  უფრო მეტიც,  თუ კურსი 2.85-იან ნიშნულზე შენარჩუნდება, აგვისტო-სექტემბერში  დენის და გაზის ტარიფების გადაანგარიშებები თავიდან მოხდება .


„ამას კომპანიები მოითხოვენ. რუსეთი ყველა ღონეს იხმარს, რომ აზერბაიჯანულ გაზზე  ფასები გაძვირდეს,“ აღნიშნავს შენგელია.



როგორც ცნობილია, Bloomberg-ის გაცვლითი კურსის მაჩვენებლებით, ამ დროისათვის ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.91 ლარია.საქართველოს ეროვნული ბანკი ვალუტის განახლებულ ოფიციალურ კურსს დღეს საღამოს გამოაქვეყნებს.


გუშინ ეროვნული ვალუტა დოლართან 3.08 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებით 2.31 თეთრით გაუფასურდა. ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი 2.832 ლარი ღირს, ხოლო ერთი ევრო 3.1778 ლარი.


ოფიციალური კურსით, ორი თვის წინანდელ მონაცემებთან შედარებით, დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტა 10 თეთრითაა გაუფასურებული. გაზაფხულზე გაუფასურების შემდეგ, ლარს ივნისის პირველ ნახევარში გამყარების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა ივნისის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურებას განაგრძობს.


სოფო ქსოვრელი 

 






ხალვაშმა უარი თქვა საბჭოს შექმნაზე, რომელსაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტები სთავაზობდნენ

ხალვაშმა უარი თქვა საბჭოს შექმნაზე, რომელსაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტები სთავაზობდნენ
access_time2019-07-21 15:37:02
ცნობილი ხდება, რომ რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში და დირექტორი პაატა სალია არ დათანხმდნენ „რუსთავის 2“-ის...

სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ

სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ
access_time2019-07-21 12:37:11
საბანკო რეგულაციებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ. როგორც BM.GE-ს ერთ-ერთმა მოიჯარემ განუცხადა, მარტო მისი სართულიდან დაახლოებით 5-6 მოიჯარე გავიდა. ზოგიერთი მოიჯარის...

„თელავის ღვინის მარანი“: „რუსეთის ბაზარი არამყარი, მაგრამ მომგებიანია“

„თელავის ღვინის მარანი“: „რუსეთის ბაზარი არამყარი, მაგრამ მომგებიანია“
access_time2019-07-21 16:30:01
“თელავის ღვინის მარნის” ხელმძღვანელი ზურაბ რამაზაშვილი რუსეთის ბაზარს ქართული ღვინისთვის მნიშვნელოვან და მომგებიან ბაზრად აფასებს, თუმცა, მისი პროდუქციიდან მხოლოდ 10% გააქვს მეზობელ ქვეყანაში.   როგორც ბიზნესმენი bm.ge-სთან აცხადებს, ამის მიზეზი პრაგმატული მიდგომაა, რადგან დღევანდელი მმართველობის პირობებში რუსეთი მყარი ბაზარი არ არის.   “რასაკვირველია, რუსეთი ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქართული ღვინის ცნობადობა მაღალია,...

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში
access_time2019-07-20 18:00:04
ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონი მომხმარებელი ირჩევს British American Tobacco (BAT)-ის პროდუქციას, მაგრამ პოტენციურად შემცირებული რისკის მატარებელ (PRRP) პროდუქტებზე – მაგალითად, ელექტრონულ სიგარეტზე, თამბაქოს გაცხელების პროდუქტებზე ან საღეჭ თამბაქოზე - ხელი ყველა მათგანს არ მიუწვდება. ეს ასეა იმის მიუხედავად, რომ BAT-ის მთავარი აქცენტი დღეს სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა. მომხმარებლები საქართველოდან ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, თუმცა მათთვის PRRP...

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება
access_time2019-07-20 20:00:57
  მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, რამაც საქართველოში გამოიწვია რუსი ტურისტების შემცირება ტურისტული ნაკადის მისაღებად ბრძოლა დაიწყეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა.   თუმცა, აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, მაღალი ფასების და ცუდი სერვისის გამო, რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთი ზდა აზერბაიჯანში მოსალოდნელი არაა. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს საქართველოში დასვენების...


მსგავსი სიახლეები

up