„თუ ლარის გაუფასურების ტრენდი შენარჩუნდება, მიმდინარე კვირას პროდუქცია 10 პროცენტით გაძვირდება“

„თუ ლარის გაუფასურების ტრენდი შენარჩუნდება, მიმდინარე კვირას პროდუქცია 10 პროცენტით გაძვირდება“

access_time2020-11-09 12:30:03

„თუ ლარის გაუფასურების ტრენდი შენარჩუნდება, მიმდინარე კვირას პროდუქტი დაახლოებით 10 პროცენტით გაძვირდება“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ შპს „ჯი ემ ბილდინგის“ გენერალურმა დირექტორმა თემურ მინდორაშვილმა განუცხადა. პროფესიონალური სარეცხი და ჰიგიენის საშუალებების მწარმოებელ - იმპორტიორ კომპანიაში ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება ბიზნესს დიდ დარტყმას აყენებს. სწორედ ამიტომ „ჯი ემ ბილდინგში“ ახალი სტრატეგია შეიმუშავეს, კომპანიაში ცდილობენ, რომ დეკემბრამდე პროდუქტის იმპორტი მნიშვნელოვნად შეამცირონ. თემურ მინდორაშვილი „კომერსანტს“ უყვება, რომ კომპანიის მოგება შემცირებულია, თუმცა კომპანიები მაღალი კონკურენციის გამო ფასს ზარალის პირდაპირ პროპორციულად ვერ ცვლიან.

 

„ჯერჯერობით ფასი არაფერზე შეგვიცვლია, მაგრამ თუ ეს კურსი დარჩება მიმდინარე კვირას ფასებს განვაახლებთ. თუმცა აღსანიშნავია ერთი ფაქტი, რომ ღირებულებას ვერ ვცვლით იმის პროპორციულად რამდენითაც ლარი უფასურდება. კორონავირუსით გამოწვეულმა ბრუნვის შემცირებამ, სექტორში მაღალი კონკურენცია გამოიწვია და კომპანიები ერთმანეთთან ღია ომში ვართ შესულები, სწორედ ამიტომ თითოეულ თეთრს მნიშვნელობა აქვს. პროდუქტს რომელსაც 1,8 ლარად ვყიდდი, ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო 2 ლარად უნდა გამეყიდა იძულებული ვარ 1,9 ლარად გავყიდო, რათა მომხმარებელი არ დავკარგო. ეს კომპანიისთვის ორმაგად დამაზიანებელია, რადგან კურსთა სხვაობაში ისედაც ყოველთვის აგებ, პლუს კონკურენციის გამო საკუთარი ჯიბით გიწევს გადახდა. ადრე თუ 10 პროცენტიანი მოგებაზე ვმუშაობდით ახლა ეს რიცხვი განახევრებულია. მოლოდინი მაქვს, რომ ლარის კურსი დეკემბრამდე 4 ლარამდე გაუფასურდება, ხოლო ახალი წლიდან მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდება“, - განაცხადა თემურ მინდორაშვილმა.

 

„ჯი ემ ბილდინგისგან“ განსხვავებით პროდუქტზე ფასი უკვე გაზარდა კომპანია „კლინტექ“-მა. პროფესიონალური სარეცხი და პერსონალის ჰიგიენის საშუალებების უმსხვილეს მწარმოებელ - დისტრიბუტორი კომპანიის გენერალური დირექტორი ლადო ჭელიძე ვარაუდობს , რომ ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდება, რადგან ბიზნესმენი ვერ ხედავს ბერკეტს თუ როგორ უნდა შეჩერდეს პროცესი.

 

„ვცდილობთ, რომ ჩვენი პროდუქცია უცხოურ ვალუტას იყოს მიბმული, ანუ პროდუქტს კურსთან მიმაგრებული ფასებით ვყიდით. როგორც კი დოლარის კურსი ლართან მიმართებით იცვლება, ჩვენ პროდუქტის ფასზე ცვლილებას მყისიერად ავსახავთ. სხვანაირად არ შეგვიძლია, რადგან იმპორტირებული საქონელზე ფასი შესაბამისად იზრდება. თუმცა, საერთო ჯამში კომპანია მაინც ზარალდება, რადგან ბევრი არაპირდაპირი ხარჯი გვაქვს. მიუღებელ მოგებაზე საუბარს რა აზრი აქვს, უბრალოდ გეტყვით იმას, რომ ჩვენი შემოსავალი ლარში შეიძლება იგივე დარჩეს თუმცა, რამდენითაც ლარი უფასურდება შემოსავალი პროპორციულად მცირდება. ზოგადად ქვეყანაში ყველაფერი ძვირდება, რა დროსაც ჩნდება პრობლემა - რამდენად შეძლებენ ადამიანები ჩვენი პროდუქციის ყიდვას. ამიტომ, ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში პროდუქციაზეც მოთხოვნა შემცირდება, რადგან ჩვენი პროდუქტი ლარში ძვირდება. ჩვენ ასევე გვაქვს თეთრეულის სამრეცხაო, რომელიც არის სერვისი. ეს ბიზნესი ლარზეა მიბმული შესაბამისად ნაკლები მოგება გვაქვს, ამიტომ ხელფასს ვერ ვზრდით. თანამშრომლები იმ რაოდენობის პროდუქტს ვეღარ ყიდულობენ, რასაც მანამდე, მაღაზიაში ყველაფერი ძვირდება, როგორც ვიცი მოსახლეობის უმრავლესობა ფულს მარტო კვებაზე და წამლებზე ხარჯავს. შესაძლებელია მალე ყველანი მშივრები დავრჩეთ“, -განაცხადა ლადო ჭელიძემ.


 

„კომერსანტის“ კითხვაზე შეუძლია თუ არა კომპანიას გარკვეული მარაგებით, მცირე დროით არსებული ფასები შეინარჩუნოს „კლინტექ“- ის გენერალური დირექტორი ლადო ჭელიძე გპასუხობს:

 

„მე გასულ კვირას 100 დოლარად გარკვეული მარაგი ვიყიდე, დავხარჯე 320 ლარი, ერთ კვირაში კიდევ უნდა შემოვიტანო პროდუქცია კიდევ 100 დოლარი დამჭირდება. 320 ლარად ამჯერად 90 დოლარს ვიყიდი, 10 დოლარი საიდან მოვიტანო? სესხი ავიღო? ეს არის პრობლემა. რა ვალუტაშიც შემოიტანე უნდა ეცადო იმ ფასად გაყიდო. გვაქვს სხვადასხვა დონის მარაგები, გვაქვს ორი თვის, სამის, ექვსის გააჩნია საქონელს. თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია რა კურსი იყო მაშინ“, - აცხადებს ბიზნესმენი.

 

პროფესიონალური სარეცხი და პერსონალის ჰიგიენის საშუალებების უმსხვილეს მწარმოებელ - დისტრიბუტორი კომპანიამ ბრუნვის დიდი ნაწილი დაკარგა. მიზეზი კორონავირუსით დაზარალებული და გაჩერებული სტუმართ-მასპინძლობის სექტორია.

 

„ჩვენ ვაწარმოებთ და  ვყიდით პროფესიონალური დონის სარეცხ სადეზინფექციო ჰიგიენურ საშუალებებს, პროდუქციას, რომელიც  მაღაზიებში არ იყიდება და პირდაპირ მიწოდებით ჰორეკას სექტორში მიდის. პრაქტიკულად ბრუნვის 80% დავკარგეთ, რადგან ჩვენი კლიენტები გაჩერდნენ, ზაფხულში სიტუაცია ოდნავ გაუმჯობესდა, მაგრამ სექტემბრის ბოლოს ამოქმედებულმა შეზღუდვები სტუმარ-მასპინძლობის სექტორის უმეტესობა ისევ გააჩერა. ახლა რეალიზაციისთვის ცოტ-ცოტა ყველაფერი გვაქვს, სადეზინფექციო ხსნარები, ქაღალდები, ხელსახოცები, რაღაც  რაოდენობით სარეცხი საშუალებებიც. შემიძლია გითხრათ, რომ კომპანიას გაყიდვები დაახლოებით 50% - ით შეუმცირდა. თუმცა გაიზარდა სადეზინფექციო პროდუქციისა და ქაღალდის ნაწარმის გაყიდვები. ექსპორტი მცირედით გაიზარდა აზერბაიჯანში, რადგან მათ პრობლემები ჰქონდათ პროდუქტის თურქეთიდან და რუსეთიდან შეტანაზე, რა დროსაც ჩვენ პროდუქტზე გახდნენ ორიენტირებული“, - განმარტავს ლადო ჭელიძე.



ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up