თუ ლარის გაუფასურება გაგრძელდება, ეს ხორბლის ფასზე აისახება - ლევან სილაგავა

თუ ლარის გაუფასურება გაგრძელდება, ეს ხორბლის ფასზე აისახება - ლევან სილაგავა

access_time2020-09-11 10:00:07

საქართველოში ხორბლის საკმარისი მარაგია, შესაბამისად, ხორბალსა და ფქვილზე ფასი სტაბილურია, – განუცხადა „ბიზნესპარტნორს“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ.



მისი ინფორმაციით, დღეს ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 47-51 ლარის ფარგლებშია.



„კორონავირუსის პანდემიის შემდგომ ხორბალი გაიაფდა, ახლა კი 7-8 აშშ დოლარით გაძვირდა. ამის გათვალისწინებით, ფასები შენარჩუნებულია. ჩვენ ყოველთვის ორი გამოწვევა გვაქვს, ესენია ნედლეულის, ხორბლის ფასი და ლარის კურსი, რადგან პროდუქტი იმპორტირებულია და შესყიდვა აშშ დოლარით ხდება. რა თქმა უნდა, ეროვნული ვალუტის ამჟამინდელი გაუფასურება სერიოზული გამოწვევაა. ვაკვირდებით ლარის კურსის ცვლილებას და თუ პროცესი გრძელვადიანად გაგრძელდა, ეს ფასზე აისახება,“ - აცხადებს ლევან სილაგავა.



მისი ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში 2 თვის მარაგია. შესაბამისად, თუ შემოვა გაძვირებული ხორბალი პირველ ეტაპზე ხორბალის ფასი საშუალო შეწონილით განისაზღვრება.




„წინა შემოტანილი ხორბლის ფასს დაემატება ახალი, გაძვირებული ხორბლის ფასი, ასე გამოდის საშუალო შეწონილი, ანუ გაძვირდება მცირედით, თუმცა, მე ყველას ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ. ძირითადი წისწვილკომბინატები, რომლებიც ქმნიან ამინდს, კრიზისულ პერიოდში მუდმივად ფრთხილობენ. მით უმეტეს, ეს არის სოციალური პროდუქტი, ლაპარაკი იქნება საშუალო შეწონილ ფასზე. არ ვფიქრობ დრამატულ გაძვირებას, თუ რამე ძალიან მნიშნელოვანი ცვლილება არ მოხდა ლარის კურსთან დაკავშირებით,“ - აცხადებს ლევან სილაგავა.



მისი ინფორმაციით, ასოციაციას მუდმივად კონტაქტი აქვს საკოორდინაციო საბჭოსთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. როგორც სილაგავა აცხადებს, აღნიშნულ სტრუქტრებთან ერთად გავლილია ყველა სცენარი.



„სამწუხაროდ, ჩვენ იმპორტზე ვართ დამოკიდებული, შესაბამისად, თუ ისეთი კალკულაცია მოხდა, რომ სიტუაციის სტაბილურობას საფრთხე დაემუქრა, მაშინ სახელმწიფო აამუშავებს მექანიზმს. სავარაუდოდ, ეს იქნება ხორბლის სუბსიდირება. თუმცა, ეს არის გრძელვადიანი საკითხი, რადგან არსებობს მარაგები და ყოველი გაძვირების შემთვევაში სტაბილიზაცია მოხდება,“ - აცხადებს ლევან სილაგავა.



რა იქნება სასიგნალო ნიშნული, რის შემდეგაც შესაძლოა გაიზარდოს ხორბალსა და ფქვილზე ფასები, სილაგავა აცხადებს, რომ შესაძლოა ეს იყოს ლარის კურსის 3.15-3.25 ნიშნული.



business-partner.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up